თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2019, 14:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2019,
კომენტარები: 7
"ზუსტად ვიცოდით, თუ როგორ უნდა მიგვეყენებინა ტკივილი მათთვის"
პოლ პოგბა მატჩის შემდეგ.
პოლ პოგბამ გუშინ ორ გოლში მიიღო მონაწილეობა. ერთი თავად გაიტანა, ხოლო მეორეში ანდერ ერერას ასისტი გაუკეთა. ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ფრანგი შეუჩერებელია. იხილეთ პოგბას მატჩის შემდგომი ინტერვიუ:

"ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და შესანიშნავი შედეგიც მივიღეთ. თანაც ეს ყველაფერი პსჟ-სთან წაგებული მატჩის შემდეგ გავაკეთეთ. ზედიზედ ცხრა თუ ათ მატჩში წაგებული არ გვქონდა, შესაბამისად ეს დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო. საშინელი გრძნობა იყო და საერთოდ არ მინდოდა, რომ აღნიშნული კიდევ განმეორებულიყო. მართალია, შედეგი შესანიშნავია, მაგრამ უკეთ თამაში უნდა შევძლოთ."

"რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ტაქტიკის შესახებ, ვფიქრობ, ამან ძალიან გაამართლა. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, თუ როგორ უნდა გვეტკინა მათთვის და შესანიშნავ დავალებას შესანიშნავად გავართვით თავი."

"ანდერის გოლი ბრწყინვალე იყო. დავინახე, რომ შემორბოდა და ზუსტად გავთვალე მასზე პასი. ვფიქრობ, მან მომენტი ძალიან კარგად გამოიყენა და ამ გოლმა ძალიან წაგვწია წინ. ყველაფერი იდეალურად იყო."

"მარკუსმა შესანიშნავი ასისტი გამიკეთა, გოლის გატანის გარდა სხვა არჩევანი არც მქონდა. ორჯერ შევედით საჯარიმოში და ორივეჯერ გოლი გავიტანეთ, ვიცოდით, როგორ უნდა გვეტკინა მათთვის."

"როგორც თქვენ აღნიშნეთ, 14 გოლი გავიტანე და ეს ძალინ სასიამოვნო გრძნობაა. სინამდვილეში ჩემი საქმე გოლების გატანა არაა, სინამდვილეში ასისტები უნდა გავაკეთო. მაგრამ როცა შანსი მეძლევა, ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო და შეეგს თქვენც კარგად ხედავთ."

"ყველა ჩემპიონატი მნიშვნელოვანია. წლის ბოლოს ჩვენ რაღაცის მოგება გვინდა და ვფიქრობ, ინგლისის თასი იდეალური ვარიანტია."

"რაც შეეხება გულშემატკივრებს, გაოცებული საერთოდ არ ვარ, რადგან ისინი ყოველთვის ასე არიან. ყოველთვის გვერდში გვიდგანან და ყოველთვის მოტივაციას გვმატებენ. ახალი არაფერი გაუკეთებიათ, მუდმივად საოცარ ატმოსფეროს გვიქმნიან."



წყარო: ManUtd.com
სხვა
7 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
19 თებერვალი 2019 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაც შეეხება გულშემატკივრებს გასვლაზე კი ბატონო მაგრამ საკუთარ მოედანზე იმედია გამოცოცხლდებიააან :)))
3
№2
ავტორი: giorgi_mg
19 თებერვალი 2019 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მართლაც რიმ ლონდონი ავიღეთ, რა მაგარი შეგძნება იყო მთელი თამაში მარტო ჩვენი გულშემატკივრების ხმა ისმოდა, დაიმხეს თავზე რასაც ქვია. ბრავო!
პოლი რა მაგარ ფორმაშია და მაგრად დაგვაკლდება პსჟსთან, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება.
ლივერპულს ველით და ეს თამაში ჩემთვის პირადად პირველია მათ შორის რაც აქამდე თამაშები ყოფილა, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი, ლივერპულს უნდა მოვუგოთ ან უნდა დავხოცოთ მოედანზე! GGMU
0
№3
ავტორი: LASHQARA
19 თებერვალი 2019 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
კიდევ ერთი მიზეზი, იმ მრავალთაგან, რატომ სოლსკიაერი და არა სხვა, პოგბას პროგრესი, ტიპი სკამზე ყავდა ჟოზეს და ლამის გუნდიდან წავიდა, სოლსკიაერის ხელში ფრთები გაშალაა love am
1
№4
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2019 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
14 გოლი 10 ასისტი კაი რა პოლ იმენა აზრზე არ ხარ:)))❤️ დაჩოქებული ლონდონი
3
№5
ავტორი: SANDROGRIGA
19 თებერვალი 2019 16:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართლა რა ცუდ დროს მიიღო წითელი ;/
1
№6
ავტორი: krekera
19 თებერვალი 2019 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
აუ ეს პსჟ სთან რომ არ იქნება მარტო მაგიტომ გვაქ 20% ((
2
№7
ავტორი: Mtiulo
19 თებერვალი 2019 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
გასვალზე იქნებ ამოვდოთ პსჟ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top