"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ნახევარმცველი ტომ ქლვერლი აღფრთოვანებულია თანაგუნდელი დენი უელბეკის თამაშით,რომელმაც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში შესანიშნავი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა "რეალ მადრიდს" მატჩის პირველ ნახევარში.იმის მიუხედავად,რომ ტომ ქლევერლის ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ის ძალიან აღფრთოვანებულია თავისი გუნდის შედეგით.
"საინტიაგო ბერნაბეუზე" დენი უელბეკის მიერ გატანილი გოლი "რეალ მადრიდის" კარში მიმდინარე სეზონში მისთვის მეორე იყო.ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი აცხადებს,რომ მიმდინარე წელს დენი უელბეკს სულ სხვა მიზანი აკისრია გუნდში ვიდრე გოლების გატანა.
"მე ძალიან გახარებული ვარ იმ შედეგით,რასაც "საინტიაგო ბერნაბეუზე" მივაღწიეთ.დენიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა მეტოქის კარებში.ვფიქრობ მან მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.მან ვეღარ გააქვს იმდენი გოლი,რამდენიც მაგალითად წინა სეზონში გაჰქონდა,მაგრამ ჩვენ ვიცით,რომ დენის "მანჩესტერ იუნაიტედში" მიმდინარე სეზონში სულ სხვა დავალება აქვს." - განაცხადა ქლევერლიმ.
იმის მიუხედავად,რომ ტომ ქლვერლი არ შესულა მოედანზე "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ სათამაშოდ,მან განაცხადა,რომ ამ მატჩზე ყურებითაც ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო და იმედოვნებს,რომ ის შეძლებს მადრიდული კლუბის წინააღმდეგ თამაშს 5 მარტს "ოლდ ტრაფორდზე".
"პირველად ვიყავი "საინტიაგო ბერნაბეუზე" და თამამად შემიძლია ვთქვა,რომ იქ შესანიშნავი ატმოსფერო იყო.ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება ჩემთვის მიუხედავად იმისა,რომ მე არ მითამაშია.ამ მატჩში ორი შესანიშნავი კლუბი დაუპირისპირდა ერთმანეთს."მანჩესტერ იუნაიტედი" გავიდა მოედანზე და ბოლომდე იბრძვოდა,რაც არ არის გასაკვირი.ჩვენ გყავს ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი,ასევე ზურგს გვიმაგრებს გამოცდილება და ვფიქორობ ჩვენ შეგვიძლია წარმატების მიღწევა." - დაასრულა ტომმა.