ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალური მატჩის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსის" დამარცხება მოახერხა. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა მეტოქეს 0-2 სძლია და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც "ვულვზს" დაუპირისპირდება.
ანგარიში 31-ე წუთზე ანდერ ერერამ გახსნა, ესპანელმა პოლ პოგბას ბრწყინვალე გადაცემით ისარგებლა და კეპას კარი აიღო. ტაიმის მიწურულს ფრანგმა ამჯერად თავად გაიტანა, მარკუს რეშფორდის ჩაწოდების შემდეგ პოგბამ თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში, 0-2 დააფიქსირა.
მოურინიოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, პოლ პოგბა ბრწყინვალე ფორმაშია. ფრანგმა 12 შეხვედრაში 15 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 6 საგოლე გადაცემა).
პირველი ტაიმი
მეორე ტაიმი
სრული მატჩები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.