თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2019, 01:09
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2151,
კომენტარები: 9
"ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ"
ოლე გუნარი მატჩის შემდგომ.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა შვიდი გასვლითი მატჩიდან შვიდივეში შეძლო გამარჯვების მოპოვება. ინგლისის თასის მეექვსე რაუნდში "წითლებმა" მეტოქე ორი ბურთის სხვაობით დაამარცხეს. "იუნაიტედს" მატჩის ჩატარება ორი დანაკლისით მოუწია, თუმცა მაინც შეძლეს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. იხილეთ ოლე გუნარ სოლსკიაერის მატჩის შემდგომი ინტერვიუ.

ახლა მთლიანად "ლივერპულზე" ვკონცენტრირდებით.

შემდეგი მატჩი "ლივერპულის" წინააღმდეგაა და აუცილებელია, რომ ჩვენ მთელი კონცენტრაცია ამ თამაშისკენ მივმართოთ. ეს რთული მატჩია, პარიზში წასვლაც იმ შეგრძნებით, რომ 2-0 გაქვს მოსაგები რთულია, მაგრამ დღეს ეს შევძელით და ორი ბურთის გატანა მოვახერხეთ, ამასთანავე კარიც მშრალად შევინახეთ. ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ტიტულით დამთავრება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ინგლისის თასი ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. გვსურს, რომ სეზონი ტიტულით დავამთავროთ. ვნახოთ, თუ რა მოხდება.

დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ.

"ჩელსი" ძალიან კარგი გუნდია. მათ თავისი სათამაშო სტილი აქვთ, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთულია, ვფიქრობ, რომ დაცვაში ხუანმა ფანტასტიკურად ითამაშა. დაცვის მხრივ სრულყოფილები ვიყავით. შესაძლოა, რომ ბურთი მეტად უნდა გვეკონტროლებინა და შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ჩვენ ორი გოლის გატანა მოვახერხეთ და თანაც არცერთი არ გავუშვით, რაც ძალიან, ძალიან კარგია."

ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ.

"თამაში ფანტასტიკური იყო, ტაქტიკამ გაამართლა. ჩვენ დღეს ანდერის, პოლისა და ნემანიასგან რომელუსა და რეშფორდთან ერთად საჯარიმოში ხშირად შესვლა მოვთხოვეთ. ეს ძალიან კარგად გამოუვიდათ, მეორე ტაიმში კი დაცვა იყო იდეალური. კრის სმოლინგი ორი თვე ტრავმირებული იმყოფებოდა, მას შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და ამ ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ბრწყინვალე იყო."

ჩემი რეაქცია ინგლისის თასზე.

"ისევ გასვლაზე გვიწევს თამაში. ჯერ "არსენალთან", მერე "ჩელსისთან". იმედი გვქონდა, რომ მეექვსე ტურში მაინც შევძლებდით სახლში მატჩის ჩატარებას. გასვლითი მატჩი "ვულვზთან" მარტივი ჩასატარებელი არ არის. ძალიან, ძალიან რთული მატჩი გველის წინ."
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
19 თებერვალი 2019 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ese rogor sheidzleba kalendars vin adgens eg bo*iii
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
19 თებერვალი 2019 06:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მოკლედ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია არის ნაბო*ვრების ბუდე ტრადიციულად.ან სად იჩითებიან ასე ერთნაირები ამდენი წლები
0
№3
ავტორი: krekera
19 თებერვალი 2019 08:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ბრავო ბიჭებოო და ბრავო ოლეე!!! სერიოზული განაცხადია უკვე ეს... რამდენიმე კარგი ტრანსფერი და ცენზურა ბევრს
1
№4
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2019 09:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Smolingi unda idges dziritadshi yvela pontshi martla saocrad idga... madloba oles da gunds eseti bzolistvis❤️
1
№5
ავტორი: Human
19 თებერვალი 2019 09:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
კარგი მატჩი იყო, მაგრამ აშკარაა, რო გუნდი კონტრშეტევაზე უკეთესად თამაშობს ვიდრე პოზიციურ შეტევას. დასახვეწია პოზიციური შეტევები !

ოლეს ბრავო! იმსახურებს უფრო მეტ დროს და ტრასფერებს !
1
№6
ავტორი: kobinio
19 თებერვალი 2019 09:33
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Guardiola- ს კომენტარი ვინც ნახეთ მანამდე რომ თურმე იუბაიტედი ძალიან თავდაჯერებულია... გადაეცით ოლეს ყ%% წოვოს დილა საღამო.ტიპი რა დაბიღმილია აზე ხართ?! :)) ესეიგი სწორი გზით მივდივართ ძმებო
1
№7
ავტორი: JuanMata
19 თებერვალი 2019 11:44
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პსჟ-თან ზედმეტად დაძაბულები იყვნენ, ზუსტად თავდაჯერებულობა დააკლდათ.
გამოუცდელები არიან ლიგაზე და არაა ადვილი ასეთ გუნდთან თამაში, მითუმეტეს როცა ეს გუნდი, პირველ ნომრად არ იწყებს თამაშს და თავის ჩვეულ ტაქტიკაზე უარს ამბობს.

ჩელსისთან მატჩს რაც შეეხება, ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. პოგბას პასი რაღაც შედევრი იყო.
ჟოზეს დროს ზუსტად ეს გვაკლდა, შეტევაში ჩართული ნახევარმცველები, რომლებიც ცენტრფორვარდის პოზიციას იკავებენ, როცა ფორვარდი ფლანგზე გადის. ერერა საუკეთესო იყო ამ მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ პოგბა გოლს+პასი გააკეთა.

მატიჩი ძაან კარგია, მითუმეტეს ოლეს მოსვლის შემდეგ, სულ სხვა როლში და ძალიან კარგად გამოსდის, მაგრამ დასვენება ჭირდება. ცუდია რომ მისი შემცვლელი არ გვყავს არავინ. ეტყობა დაღლა და მერე უაზრო ჯარიმებს იკიდებს, წითელზე იჯდა გუშინ, თავისუფლად შეეძლო გაეგდო მსაჯს, მაგრამ დაგვინდო (კიმპემბეს არ გაგდების საკომპენსაციო იყო wink ).

დაცვის ცენტრის საუკეთესო ვარიანტი მგონი ისევ სმოლინგი-ლინდელოფია.
0
№8
ავტორი: LASHQARA
19 თებერვალი 2019 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დიდებული მწვრთნელია ოლე გუნარი, მე დღეს რასაც ვხედავ არ წარმომედგინა 2თვის წინ, საერთოდ ოცნებაშიც არ მიფიქრია, ტრანსფერები ზაფხულში და საოცრება იქნება მანჩესტერი love am
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
19 თებერვალი 2019 12:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ზუსტად იმას უსვამს ხოლმე ხაზს რაც გამოსასწორებელია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top