თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2019, 00:30
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2709,
კომენტარები: 12
მიმოხილვა: ჩელსი 0-2 იუნაიტედი
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა.
მიმოხილვები
12 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
19 თებერვალი 2019 00:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთლიანობაში ყველა კარგი იყო, ლუკაკუს წინა თანაშებთან შედარებით არაუშავდა. ფანებზე აღარ ვამბობ არაფერს, ცა და დედამიწაა გულშემატკივრობა სახლში და გაავლაზე.
1
№2
ავტორი: maturelly
19 თებერვალი 2019 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
არადა რამდენი ამბობდა რომ ვერ მოვიგებდით, რაღაც პონტში მეც მეეჭვებოდა ცოტა მაგრამ ჰერერამ და პოგბამ მაგრად შეასრულეს ))
0
№3
ავტორი: Svanchester
19 თებერვალი 2019 00:42
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
რა შეიძლება ითქვას: "პსჟ" - ეს შემდეგ დავბრუნდით, თუმცა როგორ არ შეიძლება დაბრუნდე როდესაც "მკვლელი ბავშვის სახით" გუნდს უდგას სათავეში. რომერო თითოეულ თამაშში ამტკიცებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ღირსეული შემცვლელია. საიმედო კარის დარაჯი რომელიც დე ხეას არყოფნასაც კი არ გაგრძნობინებს. შოუ ნამდვილად ვერ ადგა დილით მარჯვენა ფეხზე, უხასიათოდ გამოიყურებოდა და შესაბამისად შეცდომებიც მრავლად ჰქონდა, თუმცა იყო მომენტები სადაც ბოლობდე იბრძოლა და გუნდს არ დააღალატა. სმოლინგი ძირითადის მცველად უნდა იქცეს, საიმედო ცენტრია ამ ეტაპზე. იმედია არ აიტრავმება და მინიმუმ ესე თამაშს გაგრძელებს. "ყინულის კაცი" ნელნელა სტაბილურობას უახლოვდება, რიტმს გრძნობს და ადაპტაციის კრიზისული დრო უკან რჩება. იანგის კაპიტნობა ბევრად მირჩევნია ვალენსიას კაპიტნობას. ხისტი ფეხბურთელია, ფეხბურთელი რომელსაც მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა შეუძლია, თუმცა დღეს ნაადრევად გაყვითლდა, მე იანგში საიმედო ფეხბურთელს ვხედავ რომელიც მინიმუმ ერთი სეზონი სულ თავისუფლად შეძლებს ნორმალურ ასპარეზობას, ფრენას არავინ მოსთხოვს ისეთ ასაკშია უკვე. მსოფლიო დონის ნახევარმცველი გვყავს გუნდში: პოგბა არის ზე კლსის მქონე ფეხბურთელი რომელსაც მცირეოდენი ასპექტები აქვს დასახვეწი. სწორედ ის ფეხბურთელია რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ზოგჯერ უბრალოდ ხასიათს აფუჭებინებს ყველაფერს. თუმცა სოლსკიაერის გუნდში მოსვლის მერე ბევრად უფრო გაიზარდა ყველანაირად. მატიჩი შავი სამუშაოს შემსრულებელი ფეხბურთელი რომლის კისერზეც მთელი საყრდენი ზონაა. კარგ ფორმაშია, სტაბილურობს და გაქვს რწმენა იმის, რომ არ დაგაღალატებს. უბრალოდ არ გადაიწვას წინ სეზონის დასკვნითი ნაწილი მოდის და საჭიროა როტაციული გადაწყვეტილებების მიღება, ამ ეტაპზე კი დგას რობოტივით. ერერა კლასის შესაბამის თამაშებს აჩვენებს, თან სულს და გულს რო დებს თითოეულ მომენტში, მოედნის თითოეულ მონაკვეთში და მთელი არსებით რო თამაშობს აი ეს რაღაც "მანჩესტერულზე" უფრო მაგარი შეგრძნებაა. ამ კაცს ბუნებას ცოტა მეტი კლასი რო მიეცა უდავოდ ერთ ერთი საუკეთესო იქნებოდა თავის პოზიციაზე. სამწუხაროდ დიდ თამაშებში იკარგება. რაც შეეხება შემტევ ზოლს, ვიტყოდი რო რეშფორდს საიმედო ზურგი ესაჭიროება, ისევე როგორც ლუკაკუს, ზურგი რომელიც მოამარაგებს გამჭოლი გადაცემებით, მარკუსი ინდივიდია რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მინიმუმ ერთი კაცის მოტყუება, დღეს კარგი სოლო რეიდი გამოუვიდა უბრალოდ პასის მომენტში შეიმჩნეოდა, რომ იმ გარბენის მერე ძალა ვერ ეყო ზუსტი ყოფილიყო. ლუკაკუს ფსიქოლოგიური პრობლემების კორიდა ეწყება ვატყობ. ნაადრევად დასკვნების გაკეთება შეუძლებელია თუმცა აშკარაა, რომ სხვაგან არის. ვერ პოულობს თავის თავს და მოუწევს საკუთარ თავზე მაღლა ახტომა ძირითადისთვის. არ შეეფერება ის კლასი იუნაიტედის მთავარ ცხრიანს რომელსაც მთელ რიგ მომენტებში ამჟღავნებს. მართლა ტოვებს იმ შთაბეჭდილებას რომ თითქოს ბურთის მიღება დამუშავების პრობლემა აქვს. სანჩესი დიდი ალბათობით დაგვტოვებს ზაფხულში. არამგონია მარსიალი შემადგენლობიდან ამოაგდონ და მაგას მისცენ რეგულარული სათამაშო დრო, ნუ რასაც ითხოვს. როდესაც პროფესიონალი ხარ და შეგიძლია ძველ დონეზე დაბრუნება ამას ნებისმიერ მოცემულ შანსში უნდა ამტკიცებდე. საბოლოო ჯამში ოლე დაბრუნდა გამარჯვებებით.
2
№4
ავტორი: giorgi_mg
19 თებერვალი 2019 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გილოცავთ მოგებას!
მატიჩის ადგილას ვინმე ნორმალური გვჭირდება და ბევრად კარგი გუნდი ვიქნებით.
0
№5
ავტორი: Lalana
19 თებერვალი 2019 00:59
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
გილოცავთ ყველას ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას.შემდეგი ლივერპული უნდა იყოს.იყო დადებითი მხარეებიც მატჩში და ასევე უარყოფითიც.ჯერ მოდი უარყოფითით დავიწყებ რომ ბოლოში დადებითზე გავიდე.აშკარაა რომ ნახევარდაცვა საკმაოდ გადაიღალა და ზოგადად უჭირთ ბურთის დაჭერა.ასევე ლუკ შოუს ვერ გამოუვიდა ისეთი თამაში როგორიც საჭირო იყო.მეტი კომბინირებული თამაში გვჭირდება და მეტად უნდა ვაკონტროლებდეთ ბურთს.არაა საჭირო ბურთი მეტოქეს გადააბარო,შემდეგ კი პრესინგის საშუალებით იბრუნებდე და ეგრევე შეტევაზე გადადიოდე,ასეთ დროს ძაან დიდი ენერგია იხარჯება,რადგან როდესაც პრესინგის შემდეგ ეგრევე ცდილობ სწრაფი პასით გადახვიდე მეტოქეზე რიგ შემთხვევაში ასეთი პასები არაზუსიტია და ისევ იკარგება ბურთი.ამიტომ ჯობს პოზიციურადაც შეეცადონ შეტევებს,რაც საკმაოდ იშვიათია ჩვენს გუნდში.მითუმეტეს მეორე ტაიმში ნამეტანი დავუთმეთ ბურთი.რაც შეეხება დადებითს,პოგბა როგორც ყოველთვის მთავარი დამრტყმელი ძალაა ნახევარდაცვაში,სმოლინგი კი მშვენიერ ფორმაშია და ეს კარგია,აღარ ვიხილავ მის ნაცვლად ჯონსს.ასევე ერერამაც კარგი მატჩი ჩაატარა,ბოლომდე იბრძოდა თითოეულ ბურთზე და დაღლილობის და მიუხედავად მაინც კარგად იბრძოლა.ასევე საინტერესო გადაწყვეტილება იყო მატას დაყენება რაშფორდისა და ლუკაკუს უკან,მაგრამ რიგ შემთხვევებში ცრუ ცხრიანის როლს ასრულებდა,საკმაოდ ბევრჯერ ცვლიდნენ პოზიციებს და ამით სივრცეებსაც ათავისუფლებდნენ,მაგრამ პოგბას გარდა ბოლო პასის გამკეთებელი მაინც ვერავინ აღმოჩნდა დღეს.ძაან მაგარი ბრძოლა გველის ლივერპულთან,მაგრამ ნახევარდაცვა ისეა გადაღლილი როგორ გაუმკლავდებიან მათ არ ვიცი,იმედი მაქვს ჩვენთვის სასარგებლო შედეგს დააფიქსირებენ.
1
№6
ავტორი: tedore
19 თებერვალი 2019 00:59
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას ბიჭებო! ძალიან გამეხარდა ეს მოგება, უბრალოდ ერთ რამეზე მწყდება გული და უნდა ვთქვა. პსჟ წაგების მერე 100მდე კომენტარი იდო აქ მიმოხილვაზე თითქოს როცა გუნდი აგებს ჩასაფრებული ვართ. როცა ვიგებთ თითქოს არაფერი მომხდარა
3
№7
ავტორი: stepno
19 თებერვალი 2019 01:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
esete dalagebuli dacva saukunea gunds ar utamashias. psj analogiurad unda mougoot wiiin utd
0
№8
ავტორი: rooney123
19 თებერვალი 2019 02:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
გუნდს უჭირს ბურთის დაჭერა საერთოდ არ არის პოზიციური შეტევები უმეტესად არის კონტრშეტევები მატიჩი გასაშვებია და ვინმე ისეთი უნდა მოიყვანონ ზაფხულში ვინც ბურთს დაიჭერს და გაანაწილებს ვერატი მაგალითად პლიუს კულიბალიც და მარჯვენა მცველი და მარჯვენა ვინგერი და ერთი ცენტრ ფორვარდი
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
19 თებერვალი 2019 07:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ბევრი კომენტარია უკვე სადაც იწერება ან მატიჩია გასაშვები ან ერერაა უკლასო და ასე შემდეგ.ერთი კითხვა მაქვს.მართლა გგონიათ რომ ბურთის ფლობა გაკონტროლება 3 ნახევარმცველითაა შესაძლებელი?ან რატო გგონიათ რომ ერერას კლასი აქვს დაბალი?რაში გამოიხატება ეს?სვანი ძმა დიდ თამაშებში იკარგებაო თქვი და ვერ დაგეთანხმები.დიდი თამაში იყო ჩელსთან 2:0რომ მოვუგეთ აზარი რო გათიშა განაშიდან.ამ თამაშში სხვა დავალება ქონდა და რაც ქნა კი ვნახეთ.ან ამ მატიჩთან რა გინდათ ვერ ვხვდები.ტიპი რობოტივით დგას და არ იწვება ამდენი თამაშია და ამის გამო გაფუჭებული შეიძლება 2-3 გაგახსენდეთ სეზონში.მთლად 3 პოგბა რომ იდგეს გეუბნებით ბურთს ამ ფორმაციით ვერ დავიჭერთ.მცველები უნდა ამას ტექნიკური მცველები.
და ბოლოს.ერთადერთი რაც გუშინ მეუცხოვა და შეიძლებოდა მისი სხვგვარად გამოყენება ეს იყო მატა 2 თავდამსხმელის უკან.სანჩესი შეიძლება ასეთ ფორმაციაში ყველაზე ეფექტური იყოს შეტევისთვისაც და ცენტრისთვისაც
1
№10
ავტორი: giorgisamnidze99
19 თებერვალი 2019 08:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
წაივარჯიშეს ბიჭებმა შემდეგი ლივერპულია იქაც წაივარჯიშებენ მერე დიდი ანგარიშით მოიგებენ პალასთან რო კარგი ვარჯიში გამოუვიდეს პარიზამდე .. ფა კაფი ჩვენია
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top