თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2019, 14:39
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1356,
კომენტარები: 4
"ენტონისა და ჯესის გარეშეც შევძლებთ კარგი მატჩების ჩატარებას"
ოლე გუნარი ტრავმების შესახებ.
ოლე გუნარ სოლსკიაერს სჯერა, რომ მის გუნდს კიდევ შესწევს გამარჯვების ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ჯესი ლინგარდი და ენტონი მარსიალი არ იქნებიან.

"ყველაფერი იცვლება, როცა ტრავმებს იღებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი თამაშის ხარისხზე დიდ გავლენას მოახდენს. ჩვენ "არსენალის" დამარცხება რეშისა და ენტონის გარეშე შევძელით. ახლა ენტონი და ჯესი არ გვეყოლება, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ რამეს მოვახერხებთ."

"სანჩესი მარტივად იგებს ბურთს, ძალიან დიდი ენერგიულობით გამოირჩევა და თუ მოახერხებს გოლის გატანას, იმედი მაქვს, რომ მეტი თავდაჯერებულობით იქნება."

"აქ უკვე ორი თვე გავატარე. პირველი ნახევრის განმავლობაში ის ტრავმირებული იყო. ტრავმების შემდეგ დაბრუნება ყოველთვის რთულია, ასე რომ ძალიან დიდი უსამართლობა იქნება, თუ მისგან ისევ იმ სიმაღლეზე ყოფნას მოელით ამ მოკლე დროში. დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლომდე ის თავისი ფორმის პიკს დაუბრუნდება."

"რაც შეეხება რომელუს, ის ჩვენ ჯესისა და ენტონისგან განსხვავებულ რაღაცას გვთავაზობს, ასე რომ არ იდარდოთ მასზე. მან მანამდეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ინგლისის თასზე ძალიან კარგად ითამაშა, ასე რომ ვნახოთ თუ რა მოხდება."

"ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის შეუძლიათ შენი გაოცება დიდ თამაშებში. მაგრამ შესაძლოა, რომ მათი მატჩებში ჩართვა ერთი ნაბიჯით ადრე ან ერთი ნაბიჯით გვიან აღმოჩნდეს. ჩვენ უბრალოდ კარგად უნდა დავაკვირდეთ მათ მდგომარეობას და გადავწყვიტოთ, თუ ვინ უნდა ითამაშოს "ჩელსისთან". მხოლოდ ამის თქმა შემიძლია,"
- დაასრულა სოლსკიაერმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
18 თებერვალი 2019 16:46
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მარსიის და ლინგარდის არყოფნაში იმედია სანჩესი და ვინმე კიდე ხზ. გამოიჩენს თავს და ზამენაზე დასასმელი კაცი მაინც გვეყოლება.სანჩესს ბოლო შანსი აქვს ასე მგონია
0
№2
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2019 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
იმედია შევა რა ალექსისი ფორმაში
0
№3
ავტორი: kobinio
18 თებერვალი 2019 17:12
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
გაყიდიან ალბათ სეზონის ბოლოს
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2019 22:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია რო მალე დაბრუნდნენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top