თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2019, 12:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1574,
კომენტარები: 4
"ხანდახან რთული გზის გავლა გიწევს, მაგრამ ეს უნდა შეძლო"
ოლე გუნარის პრესკონფერენცია.
"ჩელსისთან" გასამართ მატჩამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. "წითლები" ინგლისის თასს დიდი მოლოდინით ელიან. იხილეთ ნორვეგიელის მატჩის წინა პრესკონფერენცია:

-ოლე, სევდიან ნოტაზე დავიწყებთ... ერიკ ჰარისონი გარდაიცვალა და ვფიქრობთ, რომ ყველა დამწუხრებულად გრძნობს კლუბში თავს, რას იტყვით ამის შესახებ?
-დიახ, რა თქმა უნდა, ყველამ განიცადა ეს ამბავი. ერიკი ფანტასტიკური მწრთვნელი იყო ამასთანავე შესანიშნავი ადამიანიც. მას პირადად მე არასდროს გავუწრთვნივარ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ შევხვედლირვართ ერთმანეთს. ის ამ კლუბისთვის ყოველთვის ყველაფერს იღებდა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "92 წლის კლასის" მიღმა სწორედ ეს კაცი დგას.

-ერიკს ძალიან უყვარდა ეს თამაში და "იუნაიტედის" სტილიც. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი "იუნაიტედი" ძალიან მოეწონებოდა მიუხედავად პსჟ-სთან განცდილი მარცხისა. ამ მატჩის შემდეგ რა განწყობა სუფევს გუნდში?
-ჩვენ გვინდა, რომ სწორი გზით ვიმუშავოთ და ჩვენი თავი შესაბამისად წარვადგინოთ გულშემატკივრების წინაშე. პსჟ ძალიან კარგი გუნდია და მატჩის შემდეგ მქონდა შეგრძნება, რომ ძალიან ძალიან ბევრი ვიწვალეთ. შემდეგ ამ მატჩს კიდევ ერთხელ ვუყურე და მივხვდი, რომ მათი კონტრშეტევები ათი წუთის განმავლობაში მეორდებოდა. ჩვენ მთლიანი მთა გვაქვს დასალაშქრი, მათ კი ეს უკვე შეძლეს.

-თქვენ ძალიან ხშირად აღგინიშნავთ, რომ გზად რამდენიმე რთული დავალება შეგხვდებათ. ფეხბურთელებისგან რა ისწავლეთ? და არის ეს დრო, სადაც "იუნაიტედი" თავის ნამდვილ სულს გამოავლენს?
-დიახ, აქ არავის არ ეცოდება საკუთარი თავი. ჩვენ ახლა ორი დიდი მატჩი გვაქვს წინ - "ჩელსი" და "ლივერპული" და აუცილებელია, რომ კონცენტრაცია შევინარჩუნოთ და ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობები გამოვავლინოთ, რადგან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ორი მატჩი ძალაინ რთული იქნება.

-როგორ ემზადება გუნდი? ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ენტონი და ჯესი მოედნიდან გაიყვანეთ...
-მათ ნახვას შემდეგ ორ მატჩში ვერ შეძლებთ. ვიმედოვნოთ, რომ მალე გამოჯანმრთელდებიან, თუმცა თუ ობიექტურად შევხედავთ სიტუაციას ისინი ორი-სამი კვირა თამაშს ვერ შეძლებენ. ანტონიო ვალენსია და მათეო დარმიანი ისევ ტრავმირებულნი არიან, მაგრამ ამას გარდა ყველაფერი კარგად არის. ძალიან მინდოდა, რომ ენტონისა და ჯესის ნაცვლად მეისონს ეთამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ტრავმირებულია. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გრინვუდს არ გაუმართლა.

-სხვა აკადემიელებიც არსებობენ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პირველ გუნდში მოსახვედრად...
-დიახ, რა თქმა უნდა! ანხელი და ჩონგი ჩვენთან ვარჯიშობდნენ და ძალიან კარგებიც იყვნენ, ასე რომ შეიძლება შანსიც კი მიიღონ.

-შემთხვევით რამე გადაწყვეტილება ხო არ მიგიღიათ ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით? მაგალითად, ინგლისის თასის მატჩები დავიდ დე ხეას ნაცვლად სერხიო რომერომ ჩაატარა...
-ეს თამაშები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჯერ უნდა ვნახოთ ვინ იქნება მზად და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება, ჯერ ვერაფერს გეტყვით.

-როგორ გგონიათ, რამდენად ამაღელვებელი მატჩი იქნება? გულშემატკივარი ამ მატჩს მოუთმენლად ელოდება.
-ინგლისის თასი ყოველთვის ამაღელვებელი უნდა იყოს. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ მატჩს. ორი ფავორიტი გუნდი ერთმანეთს ხვდება. ეს ზუსტად ინგლისის თასისთვის შესაბამისი მატჩი იქნება.

-რამდენად კარგი მოგონებები გაკავშირებთ 1999 წელს ინგლისის თასის თამაშზე "ჩელსის" წინააღმდეგ?
-სიმართლე რომ გითხრათ, ეს მატჩი არ მახსოვს, მგონი ტრავმირებული ვიყავი...

-თქვენ განმეორებით მატჩზე სათადარიგოთა სკამიდან გამოხვედით...
-მართლა? არ მახსოვს! (იცინის) არსებობს რამდენიმე მატჩი, რომლის შესახებაც უბრალოდ გავიწყდებათ. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ეს შევძელით. დავამარცხეთ "ლივერპული", "არსენალი", "ჩელსი" და ამის გაკეთება შევძელით. ძალიან რთული გზის გავლა მოგვიწია, მაგრამ თასი ჩვენს ხელში აღმოჩნდა.


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2019 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
რთული თამაში იქნება მაგრამ უნდა იბძოლონ ბიჭებმა და მოიგონ love
0
№2
ავტორი: LASHQARA
18 თებერვალი 2019 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მიდიი მიდიი ამაზე რთული არ იყო 1999 ფინალი fellow გუნდს რომელსაც სიტიმ 6-0 მოუგო ჩვენ როგორ შეიძლება რომ მაგ გუნდთან მოგების არ გვჯეროდეს love am
0
№3
ავტორი: kobinio
18 თებერვალი 2019 16:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
შემტევი სტილი თუ იქმება ჩელსი არაა ის გუნდი რაც იყო.შეიძლება მათი წამოცმა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2019 21:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ ვიცი წინასწარ ვერ იტყვი სტემფორდ ბრიჯზე თამაში სულ გვიჭირს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top