თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2019, 12:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1612,
კომენტარები: 5
ბერბატოვი: "მისი ხილვა "იუნაიტედში" მსურს
ბულგარელის სიმპათიები იტალიელი ნახევარმცველისკენ იხრება.
ბერბატოვი:
"მანჩეტსერ იუნაიტედის" ყოფილმა შემტევმა დიმიტარ ბერბატოვმა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ფეხბურთელი დაასახელა, ვისაც სამომავლოდ "წითელი ეშმაკების" მაისურში ხილვას ისურვებდა.

ბულგარელმა, იტალიელი მარკო ვერატის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ის "ბარსელონას" ლეგენდარულ ნახევარმცველებს ჩავისა და ინიესტასაც შეადარა, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას კი მინიშნებაც გაუკეთა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მარკო ვერატის მოქმედებები მოედნის ცენტრალურ ზონაში ძალიან მომეწონა. მომწონს თუ როგორ აკონტროლებს ის თამაშის ტემპს, ცდილობს ბურთი დაიჭიროს, მოწინააღმდეგს კი მოდუნების სშუალებას არ აძლევს.

დაუჯერებელ ტალანტს ფლობს, მისი თამაში ლეგენდარული ხავისა და ინიესტას თამაშს მაგონებს. შესანიშნავი იქნებოდა მისი ხილვა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მატიჩის გვრდით. სერბი შავ სამუშაოს ასრულებს, ხოლო ვერატი თამაშს კარგად აკონტროლებს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ "პსჟ" მას გაყიდის".
- ციტირებს Betfair - ბერბატოვის სიტყვებს.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2019 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ხო არავინ გაყიდის მაგ თესლაკს
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
18 თებერვალი 2019 13:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ყველაზე მეტად თუ ვინმე ამ პოზიციაზე მინდა ზუსტად ვერატია.ძაან მაგარია ძაან
0
№3
ავტორი: LASHQARA
18 თებერვალი 2019 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეგ ვის არ უნდა wink
0
№4
ავტორი: kobinio
18 თებერვალი 2019 16:42
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
გამოსირებულ ტუხელს არ ევასება და არაა გამორიცხული გაყიდონ.რაბიოს მერე რა გასაკვირია ეგეც გაყიდონ.მარა რაბიოზე ისე არიან გაყურსულები გეგონება რომელიმე უკეთესი გვყავს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2019 21:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დიდხანს რო ინტერესდებიან ხოლმე ვინმეთი ბოლოს როგორც წესი ვერ ყიდულობენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top