18-02-2019, 10:05
ნანახია: 1880,
კომენტარები: 5
"ჩელსი" - SarriBall შემსრულებლების გარეშე?
რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე ?
SarriBall - ის პრემიერა პრემიერ ლიგაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაწილობრივ შედგა, თუმცა "ჩელსის" გულშემატკივრები უფრო მეტს ელიან იტალიელი სპეციალისტისგან. მაურიციო სარი მოსვლის დღიდან ცდილობს თავისი ფილოსოფია მოარგოს გუნდს, თუმცა როგორც თვითონ ოფიციალურ განცხადებებში აღნიშნავს ხოლმე, მას არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ძალუძს ისეთ დავალებების შესრულება, რასაც ის მოითხოვს. SarriBall ფილოსოფია ჯერ კიდევ "ემპოლიდან" დაიწყო და უმალ მიიქცია ყურადღება, როგორ, ერთ დროს ფეხბურთელი, რომელსაც ყველა სუსტ ლიგაშიც კი არ გამოუვიდა პროფესიონალურად თამაში, რომელიც პარალერულად მუშაობდა ბანკში და უცებ მიჰყო ხელი მწვრთნელობას თან საკმაოდ წარმატებულად, უცებ მოექცა დიდი ფეხბურთის არეალში. მაურიციო სარი არასოდეს არ ღალატობს თავის ფილოსოფიას, ყოველთვის მაქსიმალურად მომთხოვნი და საკმაოდ მკაცრი მწვრთნელია.
სათამაშო ფორმაცია : 4 - 3 - 3.
გამორჩეული ფიგურა : ედენ აზარი.
ტაქტიკური ანალიზი
"ჩელსი" და Sarriball როგორც კამპანია ჯერჯერობით ვერ შედგა, მიზეზი ალბათ უფრო დროის სიმცერე და თავად სარის პრინციპული მიდგომაა. ტაქტიკური ანალიზი, რომ გავაკეთოთ "ჩელსის' აუცილებლად დავინახავთ ძალიან ბევრ განსხავებას Sarriball ყველაზე კარგი წარმომჩენი "ნაპოლისგან". ზოგადათ ეს ფილოსოფია მოიცავს :
1. დამუშავებული ბურთის ფლობა.
2. უბურთოთ გუნდის მუდმივი გადაადგილება.
3. თავისუფალი ზონების ათვისება/წარმოქმნა.
4. უსწრაფესი მოქმედება მეტოქის საჯარიმოში.
5. ე.წ ჩაკიდული პასებით, მეტოქის საჯარიმოს გახსნა.
6. პრესინგი როგორც ზონური, ასევე კაცი-კაცზე (უკნიდან).
7. დამუშავებული უსწრაფესი კონტრშეტევები.
8. ყველა შეტევა ცენტრის ნახევარდაცვის გავლით.
ლოგიკურია გაჩნდება კითხვა, ამ ზემოთ აღნიშნულ 8 პუნქტს, თითქმის ყველა მწვრთნელი იყენებსო და რატომ არის სარი განსაკუთრებულიო? ამ კითხვას პასუხი ძალიან მარტივია, სარიმ ეს ყველაფერი აქცია ერთ დიდ მექანიზმათ, რომელიც საათივით მუშაობს. თითოეულ ფეხბურთელს ამ მექანიზმში ანიჭებს კონკრეტულ ფუნქციას, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაუხვიოს, შეიძლება აქვე იმის თქმაც, რომ ფეხბურთელეს არ აძლევ თავისუფლად მოქმედების საშუალებას.
სათამაშო ძირითადი ფორმაცია გახლავთ 4-3-3, თუმცა გუნდი პრესინგზე ადის 4-4-2 სისტემით, გარდა ამისა სარის შეტევის ძალიან ბევრი სისტემა აქვს მარაგში, თუმცა ყველა ერთიდაიგივე ხასიათისაა, მოვლენები უნდა განვითარდეს მეტოქის საჯარიმოში, ექსპერტები ამას დიდ მინუსად მიიჩნევ, ვინაიდან არ აძლევს ის ფეხბურთელებს ზედმეტ გასაქანს. მას ყოველთვის ხასიათური, დამუშავებული შეტევის ბოლო ფაზები ჰქონდა, როდესაც ვინგერი საჯარიმოსთან ახლოს არის, მეტოქის საჯარიმოში კონკრეტულ ადგილას 3-4 ფეხბურთელი სულ ელოდება ბურთს, საინტერესო მათი განლაგებაც, არა თავისუფალ ადგილას, არამედ იქ სადაც სარის აქვს მოხაზული! ცოტა მოსაბეზრებელიც არის ამის ყურება, ბურთის გაუთავებელი გორაობა და მომენტის ძიებაში ყოფნა, მაგრამ ამას თავად უწოდებს ფილოსოფიას. გუნდი შეტევის დროს ფლანგებს ძალიან დიდ მნიშვენლობას ანიჭებს, შეიძლება ითქვას, რომ ვინგერების და გამთამაშლების როლი SarriBall - ში უდიდესია. მეკარიდან შეტევას გუნდი იწყება შემდეგ ნაირად: 2 ცენტრალური მცველი, რომლებს შორისაც სივრცე საკმაოდ დიდია, ეძებს გამთამაშებელს, ვინც ბურთი უნდა აიტანოს, ამასობაში ფლანგის მცველები ფაქტიურად ცენტრამდე ადიან და სივრცე ნახევარდაცვაში ძალიან დიდია, თუმცა მეტოქის საჯარიმოში ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყრის თავს, წინ მოქმედებს ე.წ მიეცი-გაეხსენის პრინციპი, სწორედ ამ ყველაფერს მიიჩნევენ ექსპერტები ყველაზე დიდ დეფექტად, ვინაიდან ერთი არასწორი პასი, ძალიან ცუდი კონტრშეტევის საბაბი შეიძლება გახდეს.
რაც შეეხება ისეთ მატჩებს, სადაც ბურთით დომინატი არ არის "ჩელსი", ამის მკაფიო მაგალითი ვნახეთ "სიტისთან", სადაც გუნდმა 6:0 დათმო, არანაიარად არ უღალატა სარიმ თავის ფილოსოფიას, რასაც გუნდი 1 წუთიდან თამაშობდა, იგივე ითამაშა 90 წუთამდე. ძალიან დიდი სამუშაო აქვს, როგორც ჩანს ეს ე.წ გეგმა ბ, ჯერ ვერ მოარგო ჩელსის. არ არის მისი ფილოსოფია ასე 1 წელში მარტივად ასათვისებული, ყველა გუნდში, სადაც კი მუშაობდა საკმაო რაოდენობის დრო დასჭირდა, ოპტიმალურ ვარიანტამდე მისასვლელად.