თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2019, 10:05
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 1747,
კომენტარები: 5
"ჩელსი" - SarriBall შემსრულებლების გარეშე?
რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე ?
SarriBall - ის პრემიერა პრემიერ ლიგაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაწილობრივ შედგა, თუმცა "ჩელსის" გულშემატკივრები უფრო მეტს ელიან იტალიელი სპეციალისტისგან. მაურიციო სარი მოსვლის დღიდან ცდილობს თავისი ფილოსოფია მოარგოს გუნდს, თუმცა როგორც თვითონ ოფიციალურ განცხადებებში აღნიშნავს ხოლმე, მას არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ძალუძს ისეთ დავალებების შესრულება, რასაც ის მოითხოვს. SarriBall ფილოსოფია ჯერ კიდევ "ემპოლიდან" დაიწყო და უმალ მიიქცია ყურადღება, როგორ, ერთ დროს ფეხბურთელი, რომელსაც ყველა სუსტ ლიგაშიც კი არ გამოუვიდა პროფესიონალურად თამაში, რომელიც პარალერულად მუშაობდა ბანკში და უცებ მიჰყო ხელი მწვრთნელობას თან საკმაოდ წარმატებულად, უცებ მოექცა დიდი ფეხბურთის არეალში. მაურიციო სარი არასოდეს არ ღალატობს თავის ფილოსოფიას, ყოველთვის მაქსიმალურად მომთხოვნი და საკმაოდ მკაცრი მწვრთნელია.

სათამაშო ფორმაცია : 4 - 3 - 3.
გამორჩეული ფიგურა : ედენ აზარი.

ტაქტიკური ანალიზი

"ჩელსი" და Sarriball როგორც კამპანია ჯერჯერობით ვერ შედგა, მიზეზი ალბათ უფრო დროის სიმცერე და თავად სარის პრინციპული მიდგომაა. ტაქტიკური ანალიზი, რომ გავაკეთოთ "ჩელსის' აუცილებლად დავინახავთ ძალიან ბევრ განსხავებას Sarriball ყველაზე კარგი წარმომჩენი "ნაპოლისგან". ზოგადათ ეს ფილოსოფია მოიცავს :

1. დამუშავებული ბურთის ფლობა.
2. უბურთოთ გუნდის მუდმივი გადაადგილება.
3. თავისუფალი ზონების ათვისება/წარმოქმნა.
4. უსწრაფესი მოქმედება მეტოქის საჯარიმოში.
5. ე.წ ჩაკიდული პასებით, მეტოქის საჯარიმოს გახსნა.
6. პრესინგი როგორც ზონური, ასევე კაცი-კაცზე (უკნიდან).
7. დამუშავებული უსწრაფესი კონტრშეტევები.
8. ყველა შეტევა ცენტრის ნახევარდაცვის გავლით.

ლოგიკურია გაჩნდება კითხვა, ამ ზემოთ აღნიშნულ 8 პუნქტს, თითქმის ყველა მწვრთნელი იყენებსო და რატომ არის სარი განსაკუთრებულიო? ამ კითხვას პასუხი ძალიან მარტივია, სარიმ ეს ყველაფერი აქცია ერთ დიდ მექანიზმათ, რომელიც საათივით მუშაობს. თითოეულ ფეხბურთელს ამ მექანიზმში ანიჭებს კონკრეტულ ფუნქციას, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაუხვიოს, შეიძლება აქვე იმის თქმაც, რომ ფეხბურთელეს არ აძლევ თავისუფლად მოქმედების საშუალებას.

სათამაშო ძირითადი ფორმაცია გახლავთ 4-3-3, თუმცა გუნდი პრესინგზე ადის 4-4-2 სისტემით, გარდა ამისა სარის შეტევის ძალიან ბევრი სისტემა აქვს მარაგში, თუმცა ყველა ერთიდაიგივე ხასიათისაა, მოვლენები უნდა განვითარდეს მეტოქის საჯარიმოში, ექსპერტები ამას დიდ მინუსად მიიჩნევ, ვინაიდან არ აძლევს ის ფეხბურთელებს ზედმეტ გასაქანს. მას ყოველთვის ხასიათური, დამუშავებული შეტევის ბოლო ფაზები ჰქონდა, როდესაც ვინგერი საჯარიმოსთან ახლოს არის, მეტოქის საჯარიმოში კონკრეტულ ადგილას 3-4 ფეხბურთელი სულ ელოდება ბურთს, საინტერესო მათი განლაგებაც, არა თავისუფალ ადგილას, არამედ იქ სადაც სარის აქვს მოხაზული! ცოტა მოსაბეზრებელიც არის ამის ყურება, ბურთის გაუთავებელი გორაობა და მომენტის ძიებაში ყოფნა, მაგრამ ამას თავად უწოდებს ფილოსოფიას. გუნდი შეტევის დროს ფლანგებს ძალიან დიდ მნიშვენლობას ანიჭებს, შეიძლება ითქვას, რომ ვინგერების და გამთამაშლების როლი SarriBall - ში უდიდესია. მეკარიდან შეტევას გუნდი იწყება შემდეგ ნაირად: 2 ცენტრალური მცველი, რომლებს შორისაც სივრცე საკმაოდ დიდია, ეძებს გამთამაშებელს, ვინც ბურთი უნდა აიტანოს, ამასობაში ფლანგის მცველები ფაქტიურად ცენტრამდე ადიან და სივრცე ნახევარდაცვაში ძალიან დიდია, თუმცა მეტოქის საჯარიმოში ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყრის თავს, წინ მოქმედებს ე.წ მიეცი-გაეხსენის პრინციპი, სწორედ ამ ყველაფერს მიიჩნევენ ექსპერტები ყველაზე დიდ დეფექტად, ვინაიდან ერთი არასწორი პასი, ძალიან ცუდი კონტრშეტევის საბაბი შეიძლება გახდეს.

რაც შეეხება ისეთ მატჩებს, სადაც ბურთით დომინატი არ არის "ჩელსი", ამის მკაფიო მაგალითი ვნახეთ "სიტისთან", სადაც გუნდმა 6:0 დათმო, არანაიარად არ უღალატა სარიმ თავის ფილოსოფიას, რასაც გუნდი 1 წუთიდან თამაშობდა, იგივე ითამაშა 90 წუთამდე. ძალიან დიდი სამუშაო აქვს, როგორც ჩანს ეს ე.წ გეგმა ბ, ჯერ ვერ მოარგო ჩელსის. არ არის მისი ფილოსოფია ასე 1 წელში მარტივად ასათვისებული, ყველა გუნდში, სადაც კი მუშაობდა საკმაო რაოდენობის დრო დასჭირდა, ოპტიმალურ ვარიანტამდე მისასვლელად.
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
18 თებერვალი 2019 10:17
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ცოტა ზედაპირული ანალიზია, ვინაიდან მისი ფილოსოფიაზე უფრო საუბარი ღირს ვიდრე წერა, თუმცა ხოტბის შესხმა გამომივიდოდა რაც არ მინდა :D არადა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწვრთნელია თავისი გიჟური მიდგომემით და ტაქტიკით!
0
№2
ავტორი: M.Rashford
18 თებერვალი 2019 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
შეკიტინება იცის იმენა, აწვება რქებით ერთ წყობას. არ თქვას ახზლა ვინმემ ცუდი სასტავი გაყსვ ცელსისო, პროსტა პრემიერლიგაში იტალიელ მწვრთნელებს ამ ბოლო დროს არ მისდით კარგად საქმეები ფაქტია. ჟორჟინიო წამოიყვანა, კანტე დახვდა მსოფლიოს საუკეთესო ცენტრი, პლიუს აზარი ყავს, ვვილიანი მარა პრინციპულ შეხვედრაში სამარცხვინოდ წააგო.... კაი მწვრთნელია მაგრამმ რაღაც სულ აკლდა თუნდაც მაგის ნაპოლს, ჩელსიში დიდი ხანი არცაა რაც მოსულია, ჯერ უნდა მიეცეს შანსი, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესი შედეგი უნდა ჰქონოდა. მითუმეტეს დასაწყისი კაი იყო
0
№3
ავტორი: JuanMata
18 თებერვალი 2019 12:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: M.Rashford
შეკიტინება იცის იმენა, აწვება რქებით ერთ წყობას. არ თქვას ახზლა ვინმემ ცუდი სასტავი გაყსვ ცელსისო, პროსტა პრემიერლიგაში იტალიელ მწვრთნელებს ამ ბოლო დროს არ მისდით კარგად საქმეები ფაქტია. ჟორჟინიო წამოიყვანა, კანტე დახვდა მსოფლიოს საუკეთესო ცენტრი, პლიუს აზარი ყავს, ვვილიანი მარა პრინციპულ შეხვედრაში სამარცხვინოდ წააგო.... კაი მწვრთნელია მაგრამმ რაღაც სულ აკლდა თუნდაც მაგის ნაპოლს, ჩელსიში დიდი ხანი არცაა რაც მოსულია, ჯერ უნდა მიეცეს შანსი, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესი შედეგი უნდა ჰქონოდა. მითუმეტეს დასაწყისი კაი იყო


ჩელსი საერთოდ ცუდი გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მუდმივად პრობლემები აქვს მწვრთნელებთან, უკვე იწერება, რომ აზარი, ლუისი უკმაყოფილოა და არ მოსწონთ, რასაც აკეთებენ.

რთულია ეგეთ სიტუაციაში მწვრთნელმა რამეს მიაღწიოს. სარის მერე მოვა სხვა მწვრთნელი და იმასაც იგივე პრობლემები შეექმნება.
0
№4
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2019 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
დღეს უნდა მოვგოთ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2019 21:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩელსისთან გასვლაზე ნებისმიერ შემთხვევაში რთულია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top