თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2019, 22:44
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1614,
კომენტარები: 5
"ის შანსს იმსახურებს"
წითური პრინცის განცხადებით ოლე გუნარი კლუბში უნდა დარჩეს.
დარჩება თუ არა ოლე გუნარ სოლსკიაერი კლუბში ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კლუბის ლეგენდა პოლ სქოულზი თავის მეგობარზე ფიქრობს, რომ ის შანსს იმსახურებს.

"მე მისი მუშაობა ძალიან მომწონს. ჯერჯერობით ყველაფერს შესანიშნავად ართმევს თავს და არანაირი პრეტენზია არ მაქვს მასთან."

"ვიცი, რომ მის მომავალზე ძალიან ბევრი დაიწერება და ძალიან ბევრი კითხვაც დაისმევა, რადგან მან პსჟ-სთან წააგო. ეს შესაძლოა, რომ მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ მწრთვნელსაც მოსვლოდა, რადგან პსჟ უმაღლესი დონის კლუბია."

"ვფიქრობ, რომ მან საოცრებები გააკეთა, ძალიან კარგად ათამაშა გუნდი და ამ ყველაფრის გამო შანსს იმსახურებ."

"ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ შემადგენლობის მიღმა საოცარი ნიჭი იმალებოდა და ვფიქრობ, ეს ყველამ იცოდა. ოლე ღიმილიანი სახით მივიდა, ბიჭებს მკლავები მოხვია და დაანახა, თუ რამდენი პოტენციალი აქვს თითოეულ მათგანს. მან ფეხბურთელებს თავისუფლება მისცა და შედეგი ყველამ ძალიან კარგად დაინახეთ."

"ოლეს ძალიან ენდომება "იუნაიტედის" მწრთვნელის რანგში რაიმეს მოგება. ინგლისის თასი კი იდეალური გამოსავალია, ვფიქრობ, პსჟ-სთან წაგების შემდეგ "იუნაიტედისთის" ეს ტიტული საუკეთესო გამოსავალია."

"ჩელსი" ძალიან დიდ გასაჭირშია. შეძლებენ დაბრუნებას? არ ვიცი, მაგრამ ოლეს მათთან გამკლავება მოუწევს."

"ისინი იმედგაცრუებულები იქნებიან. რასაც ახლა ვკითხულობ ის საერთოდ არ მიქმნის იმის წარმოდგენას, რომ მათთან ბედნიერი გარემო სუფევს. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ "იუნაიტედი" ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს,"
- დაასრულა პოლ სქოულზმა.


წყარო: Goal.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
17 თებერვალი 2019 22:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართალია, პესეჟესთან წაგების გამო ყველაფრის წყალში ჩაყრა არ შეიძლება.
0
№2
ავტორი: giorgi_mg
17 თებერვალი 2019 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მართალია პოლი, პსჟსთან წაგება არ ნიშნავს რომ რომელიმე დაბალი დონის გუნთან წავაგეთ, წლებია ეს გუნდი ფულს ხარჯავს და საუკეთესოებს ყიდულობს, პლიუს ყოველ წელს ჩემპიონები ხდებიან და დიდი გამოცდილებაც დაუგროვდათ ლიგაზე, ასე რომ შეძლება ფინალისტთან ან საერთოდაც ჩემპიონთან წავაგეთ. ბოლობოლო სევილიის თამაში გავიხსენოთ და სად სევილია სად პსჟ და ის თამაში და სად ეს, დამეთანხმებით დიდი სხვაობაა.
0
№3
ავტორი: LASHQARA
18 თებერვალი 2019 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რა წუწუნია ბიჭო, მაგრად ტეხავს, პსჟ-სთან ტოტენჰემი არ წაააგებს და გადახევს შუაზე? თუ რას იძახით, კაცმა ერთი თამაში წააგო რაც მოვიდა და ეს რა მწვრთნელიაო, ვიღაც ვიღაცეები იძახით, სად ვიყავით და სად ვართ ხედავთ? რა ფეხბურთს ვთამაშობდით და ეხლა რას თამაშობს გუნდი, კიდე გასვლაა სათამაშო და საერთოდ არაფერი გამიკვირდება მაგ თამაშში, სიზმარშიც ვერ ვნახავდით ოთხეულს, ამას ქვია ფართოდ დახუჭული თვალები, რასაც ბევრი აკეთებს, სახელები ნუ გაგიჟებთ, ბაბუმდე ბექემს, სქოულზს, გიგზს და კიდევ ბევრს არავინ იცნობდა, მაგრამ მინიმუმ შემდეგი ერთი საუკუნე არავის დაავიწყდება ეს ფეხბურთელები, იქნებ რას შვება ეს კაცი, ვაცადოთ რა, ყველაფერი კარგათ მიყავს, თუ ვერ შევიდა გუნდი ოთხეულში ბაზარი არაა, ეხლა იდეალურია გუნდის მდგომარეობა, კიდევ ვიმეორებ უკეთესს ვერ ინატრებდა კაცი love am
1
№4
ავტორი: kantona-7
18 თებერვალი 2019 01:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არავითარი ოლეს წასვლა პირიქით 5 წლიანი კონტრაქტი და წესიერი ხალხი უყიდონ თუუნდათ მართლა შედეგი. რაუნდა მოიგო დარმიანით და როხოთი ვერვიგებ და რასთხოვენ ამკაცს, საიდან ამოგვათრია ეხლა ოთხეულში როვართ ხომარ დაავიწყდათ.წესიერი ტრანფერი გვინდა მინიმუმ 5 და ეშველება გუნდს მჯერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: krekera
18 თებერვალი 2019 08:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ოლე თუ გაუშვეს უკვე მართლა შარშია უნაიტედი, ესეიგი ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი აღარ დარჩა მენეჯმენტში!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top