თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2019, 22:31
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1379,
კომენტარები: 4
"არ ვარ მიჩვეული მოედნის გარეთ ყოფნას"
ალექსის სანჩესს მეტი სათამაშო დრო სურს.
ალექსის სანჩესს თავისი კარგი ფორმის ჩვენება სურს. "არსენალიდან" გადასვლის შემდეგ ჩილელს ძველი ფორმის დაბრუნება ძალიან გაუჭირდა. ალექსის სანჩესის განცხადებით ეს ყველაფერი მას ძალიან ამწუხრებს.

"ოლე მე არ დამლაპარკებია და არც იმაზე გვისაუბრია, თუ რა უნდა გავაკეთო მოედანზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოცდილი ფეხბურთელი ვარ და თავადაც კარგად ვიცი რა უნდა გავაკეთო და რა არ უნდა გავაკეთო."

"თუ ბურთთან ხშირი შეხება არ მაქვს ბრწყინვალებას ვკარგავ, ვკარგავ მონდომებასაც, ხანდახან მსურს, რომ ყველა მატჩი ჩავატარო. ხან მოედანზე ვარ, ხანაც მოედნის მიღმა, მე კი თამაშს მიჩვეული ვარ."

"მაგრამ თავს არ ვიმართლებ, თუნდაც მხოლოდ 10 ან 20 წუთი მომეცეს, მე ჩემი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვიყო, რადგან სწორედ ამიტომ ვარ აქ."

"მინდა, რომ კლუბს მეტი მოვუტანო. ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ვერაფერს ვაკეთებ, რადგან მჯერა, რომ ჩემი შესაძლებლობები არც თუ ისე ცუდია და მინდა, რომ ეს ხალხმა დაინახოს."

"არ ვიცი ისინი რას ფიქრობენ ჩემზე, მაგრამ ფეხბურთი არის ის, რაც ბავშვობიდანვე მიყვარდა და ეს ჩემი მისწრაფებაა."


წყარო: Goal.com
სხვა
4 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
17 თებერვალი 2019 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ღმერთმა ქნას შენ რამე გეშველოს love
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 თებერვალი 2019 22:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რამდენინე თამაში უნდა გადაბმულად და იქნებ შევიდეს ფორმაში. ვერავინ ვერ დამაჯერებს რო ჰოპ და ასე უცებ დაბერდა ან თამაში დაავიწყდა, რაიმე გასაღები უნდა უპოვოს ოლემ და თვითონაც რაღაც უნდა შეცვალოს. 2-3 წელი კიდე შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, თუ წავიდა დარწმუნებული ვარ ახალ კლუბში საუკეთესო ფორმას თუ არა თავის თავს დაუბრუნდება.
1
№3
ავტორი: giorgi_mg
17 თებერვალი 2019 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
"ოლე მე არ დამლაპარკებია და არც იმაზე გვისაუბრია, თუ რა უნდა გავაკეთო მოედანზე"
ეს ტექტი ძალიან ცუდად მომხვდა, იმედია ეს სიმართლე არ არის, რადგან გუნდში ასეთი დონის ფეხბურთელი გყავდეს და არ ელაპარაკებოდე ტაქტიკაზე, ფუნქციაზე ან რამე მსგავსზე ცოტა არ იყოს შემაშფოთებელია.
ძალიან შემტკივა ამ ადამიანზე გული და მის მდგომარეობაზე გუნდში, დიდი იმედი მაქვს მოიკრებს ძალებს და ისე არ წავა თავისი სათქმელი არ თქვას.
0
№4
ავტორი: JuanMata
17 თებერვალი 2019 23:32
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: giorgi_mg
"ოლე მე არ დამლაპარკებია და არც იმაზე გვისაუბრია, თუ რა უნდა გავაკეთო მოედანზე"
ეს ტექტი ძალიან ცუდად მომხვდა, იმედია ეს სიმართლე არ არის, რადგან გუნდში ასეთი დონის ფეხბურთელი გყავდეს და არ ელაპარაკებოდე ტაქტიკაზე, ფუნქციაზე ან რამე მსგავსზე ცოტა არ იყოს შემაშფოთებელია.
ძალიან შემტკივა ამ ადამიანზე გული და მის მდგომარეობაზე გუნდში, დიდი იმედი მაქვს მოიკრებს ძალებს და ისე არ წავა თავისი სათქმელი არ თქვას.


მაგას ოლეც ამბობს თავის პრესკონფერეციებში: "თავდამსხმელებს არ ვეუბნები რა უნდა აკეთონ, ისინი თავისუფლები არიან და ვიცი რომ მათ აქვთ კრეატივი და შეუძლიათ შეუტიონ" - რაღაც ამდაგვარი უთქვამს.
ლინგარდს აშკარად ეტყობა, რომ დავალება აქვს მიცემული და ხშირად იწევს ნახევარდაცვაში და ჩაჭრაზე თამაშობს. დანარჩენებს ვერ ვიტყვი რამე განსაკუთრებული დავალება აქვთ მეთქი, მისდით ბურთი და ცდილობენ გაამწვავონ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top