გუნდი ლონდონში გაემგზავრა.
ხვალ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრაში ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.
როგორც უკვე იცით, ენტონი მარსიალი და ჯესი ლინგარდი პსჟ-სთან შეხვედრაში დაშავდნენ, მიღებული ტრავმების გამო ახალგაზრდა შემტევებს მინიმუმ 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევთ.
ამ დანაკლისის გამო, ოლე გუნარ სოლსკიაერმა მეისონ გრინვუდის დაყენება გადაწყვიტა, მაგრამ ახალგაზრდა ტალანტს ტრავმა აღმოაჩნდა. თუმცა გუნდთან ერთად "წითელი ეშმაკების" ახალგაზრდა ფეხბურთელი, ტაჰიტ ჩონგი იმყოფება. სოლსკიერის განცხადებით, შესაძლოა, ახალგაზრდა ჰოლანდიელი "ჩელსისთან" შეხვდრაში ვიხილოთ.
გუნდთან ერთად არ იმყოფებიან ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, მარკოს როხო და ფილ ჯონსი.
გუნდის სრული წინასწარი განაცხადი:მეკარეები: დე ხეა, რომერო, გრანტი.
მცველები: დალო, ლინდელოფი, ბაიი, შოუ, იანგი, სმოლინგი.
ნახევარმცველები: პოგბა, მატიჩი, ერერა, მაკტომინეი, ფრედი, პერეირა.
თავდამსხმელები: ლუკაკუ, რეშფორდი, სანჩესი, მატა, ჩონგი.