თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2019, 11:42
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1425,
კომენტარები: 6
"ძველი სანჩესისგან მხოლოდ ჩრდილია დარჩენილი"
პოლ მერსონი ალექსის სანჩესზე საუბრობს.
პოლ მერსონმა ალექსის სანჩესის ფორმაზე ისაუბრა. მისი აზრით, ჩილელმა "იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ თავდაჯერებულობა დაკარგა.

მერსონის განცხადებით, "არსენალში" მოთამაშე ალექსისისგან მხოლოდ ჩრდილიღაა დარჩენილი. სანჩესმა "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლის შემდეგ მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხა.

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგაც კი სანჩესი ნორვეგიელის პირველ არჩევანში ვერ აღმოჩნდა. 30 წლის ფორვარდი მარკუს რეშფორდის, ჯესი ლინგარდისა და ენტონი მარსიალის შემდეგ დგას.

"ვიმედოვნებ, რომ ძველ სანჩესს ვიხილავთ, მაგრამ ვეღარც თავდაჯერებულობას ვხედავ და ვეღარც ჟინს მის თვალებში."

"როდესაც ალექსის სანჩესს მიხსენებდით, პირველი რაც თავში მომდიოდა მისი დაუღალავი შრომა და მუდმივად გოლების გატანის წყურვილი იყო."

"ვფიქრობ, ის ზუსტად ისეთივე დატვირთვით თამაშობს, როგორც ყველა, მაგრამ იმ წყურვილს ვეღარ ვხედავ მასში. ეს სირცხვილია და ეს საწყენია, რადგან ის ძალიან, ძალიან კარგი იყო."

"ვფიქრობ, ეს ხალხისთვისაც მტკივნეული საყურებელია. ყველა განიცდის მის ასეთ ფორმაში ხილვას. ის ნამდვილი მებრძოლი იყო, რომელსაც ტალანტი არ აკლდა. შეიძლება, მან რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატაროს, მაგრამ ისეთივე სტაბილური აღარ არის და არც ისეთივე დიდებული, როგორცი წარსულიდან გვახსოვს,"
- დაასრულა მერსონმა.


წყარო: SkySports
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
17 თებერვალი 2019 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სამედიცინო სპირტზეა გადასული wink am
0
№2
ავტორი: shotkin
17 თებერვალი 2019 12:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არსენალშიც ბოლო პერიოდში ვერიყო ისეთი როგორიც ადრე და სადღაც გულიც მიგრძნობდა ტრანსფერამდე რო ჩაყვინთავდა მარა ესე ძაან არ მეგონა, მენეჯმენტიც არ გვივარგა რა და ეს ვუდვორდი არაა საკმარისი ბევრად ძლიერი კაცი გვჭირდება ვუდვორდის ადგილას აშკარად არიღებს სწორ გადაწყვეტილებებს ხშირად, აშკარაა რო კარგად ვერ საზღვრავენ ტრანსფერებში, რამდენი გაფუჭებული ტრანსფერი ამხსენდება ბოლო წლებში, უახლოეს პერიოდში კიდე ეს და ფრედი, აი ფრედი ვაფშე გვჭირდება თუარაა აღარ ვიცი, ან მაგის თამასს წელს რაღა აზრიაქ 2 თამაში აქ ჩატარებული სულ და რა ფორმაში ეხლა ეგ უნდა იყყოს მოკლედ რა
0
№3
ავტორი: wiking
17 თებერვალი 2019 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ამის შემცვლელად სანჩო იდეალურია, შვიდიანი იქნება თან ახალგაზრდაა და ბევრი იწერება, შორისაც გაედება ამით
0
№4
ავტორი: Lalana
17 თებერვალი 2019 13:02
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ყველაზე კარგი იქნება ეს გაუშვან და დეაპი დააბრუნონ.თან საკმაოდ იაფიც დაუჯდებათ.

ასევე ლუკაკუ იკარდიში გაუცვალონ.ანასთან ერთად ერთი მაღალი დონის ცენტრალური მცველია საჭირო.მატასაც გავუშვებდი და ნახევარ დაცვაში დავამატებდი ერთ კაცს მის მაგივრად და კიდევ ერთი მარჯვენა მცველი გვჭირდება.
0
№5
ავტორი: ikeoni
17 თებერვალი 2019 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Martla Ra chirs dzmao:(((
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
17 თებერვალი 2019 19:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეთი გაუმართლებელი ტრანსფერი ცოტა თუ იქნება, მართლა აჩრდილია დარჩენილი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top