თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2019, 20:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2680,
კომენტარები: 16
გლეიზერების კლუბს მსურველი გამოუჩნდა
"წითელი ეშმაკების" პოტენციური მყიდველის ვინაობა ცნობილია.
გლეიზერების კლუბს მსურველი გამოუჩნდა
საუდის არაბეთის პრინცი და ტახტის მემკვიდრე, მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი - სულ მალე შესაძლოა, ინგლისური გრანდის "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მესაკუთრე გახდეს. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

მოჰამედ ბინ სალმანი, ტახტის მემკვიდრედ 2017 წლიდან ითვლება, ის ასევე ქვეყნის თავდაცვის მინისტრიც გახლავთ.

პრინცი, კლუბის აქციების სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ჩამოდის, უცნობია გლეიზერების პოზიცია აღნიშნულის თაობაზე. თუმცა, პრესაში გაჟონა იმ ინფორმაციამაც, რომ თითქოს ამერიკულ ოჯახს კლუბის აქციების გაყიდვა აქამდეც სურდათ.

3,8 მილიარდი ფუნტი სტერლინგი - ეს ის თანხაა, რომელსაც საუდის არაბეთის პრინცი კლუბის აქციების სანაცვლოდ გადაიხდის. მოლპარაკებების დაწყება მომვალი სეზონის სტარტზევე იგეგმება.

როგორც ჩანს, "ოლდ ტრაფორდელებისთვის" მომავალი ზაფხული უჩვეულოდ ცხელი იქნება.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
16 თებერვალი 2019 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მოვიდეს ძმაო ტრანსფერები არ მოგვაკლდება wink wink
0
№2
ავტორი: 100%Red
16 თებერვალი 2019 21:49
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: ikeoni
მოვიდეს ძმაო ტრანსფერები არ მოგვაკლდება wink wink

აბაა ჩვენც ხო უნდა გვეშველოს ოდესღაც))
0
№3
ავტორი: onlyred
16 თებერვალი 2019 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ეს სირთაოზა გლეიზერები წავიდნენ ამათი სისხლი დავლიე მე
0
№4
ავტორი: giorgi_mg
16 თებერვალი 2019 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეს ინფო ადრეც დაიწერა და იმედია სიმართლეა. დღეს მაგათ აქვთ ფული და თუ იყიდა რათქმაუნდა ფულსაც დახარჯავს, თუ ფული არ დახარჯე ვერაფერს მოიგებ, მაგალითი უამრავია უკვე, თუმცა გლეიზერებიც საკმაო თანხებს ხარჯავენ, უბრალოდ ცუდი მენეჯერები მოიყვანეს, რომლებმას ეს თანხები შესაბამისად ვერ განკარგეს.
0
№5
ავტორი: Malboro463
16 თებერვალი 2019 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ე ბიჭო გაყიდეთ ეგება გვეღირსოს ყველა პოზიციაზე ვარსკვლავები

ტიტულს აკადემის 19-20 წლის ბიეებით ვერ მოიგებ
2
№6
ავტორი: Dato kutaisi
16 თებერვალი 2019 23:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
1. მოუს წასვლა
2. ფელაინის წასვლა
3. გლეიზერების ...
სეზონის უდიდესი მიღწევებია.ისეთი მიღწევებია უტიტულოდ რომ დავრჩეთ მაინც რო გადაფარავს ყველაფერს
3
№7
ავტორი: shotkin
17 თებერვალი 2019 00:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Malboro463
ე ბიჭო გაყიდეთ ეგება გვეღირსოს ყველა პოზიციაზე ვარსკვლავები

ტიტულს აკადემის 19-20 წლის ბიეებით ვერ მოიგებ

ზუსტად ამ კლუბმა მოიგო ბავშვებით ტიტული
2
№8
ავტორი: stepno
17 თებერვალი 2019 02:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ე ბიჭოოო ყველაზე მაგარი ტრანსფერიი იქნებაა :DDD იმედი მაქ სიმართლეააა
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
17 თებერვალი 2019 08:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: shotkin
ციტატა: Malboro463
ე ბიჭო გაყიდეთ ეგება გვეღირსოს ყველა პოზიციაზე ვარსკვლავები

ტიტულს აკადემის 19-20 წლის ბიეებით ვერ მოიგებ

ზუსტად ამ კლუბმა მოიგო ბავშვებით ტიტული

ეგ გასაგებია რასაც ამბობ მაგრამ მას შემდეგ ძალიან შეიცვალა ფეხბურთი.ის პერიოდი აღარაა ნიჭი და ჟილკა რომ იგებდა ყველაფერს.დღეს უკვე მუშაობს სწორი ტაქტიკა+გამოცდილება+ტალანტი.ასე რომ ტრანსფერები როცა გაკეთდება უნდა გაკეთდეს ჩემი აზრით ასეთი პრინციპით:ყველა რგოლში უნდა გვყავდეს ვარსკვლავი რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და მასთად უნდა შევაწყვილოთ ახალგაზრდა ტალანტები.ასე გავალთ იმ შედეგზე რასაც ფერგი აკეთებდა.ყველა ახალგაზრდას ჰიბრიდულ რეჟიმში აგუებდა გუნდს.ბალანსი ასე მიიღწევა და თაობათა ცვლაც მტკოვნეული აღარაა
0
№10
ავტორი: JuanMata
17 თებერვალი 2019 10:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს კაი ამბავია, მაგრამ სპორტულ დირექტორზე რატომ არაფერი ისმის?
გლეიზერებმაც კაი ბევრი თანხა ჩაყარეს ბოლო წლების ტრანსფერებში, სულ მცირე მარტო ჟოზემ და ლუიმ 600-700 მილიონი დახარჯეს და ნახევარი უკან გაუშვეს, მეორე ნახევარს ახლა გაუშვებენ და ვინც დარჩა ისინიც არ იკლავენ დიდად თავს.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top