თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2019, 19:06
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1547,
კომენტარები: 2
კულიბალი თავის მომავალზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ სამიზნედ ისევ კალიდო კულიბალი რჩება.
კულიბალი თავის მომავალზე საუბრობს.
კალიდო კულიბალით "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე დიდი ხანია ინტერსდება. "ნაპოლელი" მცველის განცხადებით, ის ძალიან მოხარულია, რადგან "წითლების" ინტერესის საგანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" დაცვაში დიდი პრობლემები აქვს, შესაბამისად, ისინი ამ პოზიციის გაძლიერებას ზაფხულში ეცდებიან.

27 წლის მცველი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესში ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიოს დროს ექცეოდა, თუმცა პორტუგალიელს შესაბამისი თანხები არ მისცეს "ნაპოლელის" შესაძენად.

ამასობაში მცველი ისეთ ფორმაში შევიდა, რომ მისი სახელი დიდ კლუბებს დაუკავშირეს. კულიბალი კი ამ ყურადღებით ძალიან მოხარულია.

"ჩემი მომავალი? არ ვიცი... არც ის ვიცი ვარ თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცველი. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ყოველთვის ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთებას. რადგან აქ ვარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ "ნაპოლისთან" ერთად გავიზარდო. მე გასაგრძელებლად ძალიან დიდი მოტივაცია მაქვს და ძალიან მინდა, რომ ასე გაგრძელდეს ყველაფერი."

"რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, რომ ბევრი გუნდი ინტერესედება ჩემით, მაგრამ ძალიან მინდა, რომ მოედანზე უკეთესი ვიყო. მინდა, რომ ყველამ დაინახოს, რომ უდიდეს კლუბებში თამაშის ღირსი ვარ, ეს ჩემი მიზანია."

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ზაფხულისთვის თანხებს ამზადებს. შეგახსენებთ, რომ "წითლებმა" იანვარში არავინ არ დაიმატეს და კულიბალი "ეშმაკების" მთავარ სამიზნედ რჩება.

კლუბი ასევე შკრინიარითაც ინტერესდება. ვის შეძენას შეეცდება "იუნაიტედი" ამას საზფხულო ფანჯრის გახსნითანავე ვნახავთ.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
17 თებერვალი 2019 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგრად გვჭირდება ეს კაცი
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 თებერვალი 2019 10:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გახდება ესეც მარადიული ინტერესი როგორც ჩანს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top