"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი "ოლდ ტრაფორდს" მთავარი მწვრთნელის რანგში კიდევ ერთხელ დაუბრუნდება.
ინგლისური პრესა იუწყება, რომ 2019 წლის 26 მაისს იგეგმება საქველმოქმედო მატჩი, სადაც ერთმანეთს 1998/99 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდები მიიღებენ მონაწილეობას, "წითელ ეშმაკებს" ლეგენდარული სერ ალექსი მთავარი მწვრთნელის რანგში წარუძღვება.
აღნიშნულ წლებში ინგლისურმა გრანდმა ტრებლი მოიპოვა, რამეთუ "წითლებმა" ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, ინგლისის თასიც და პრემიერ ლიგაც მოიგეს.