თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2019, 00:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1930,
კომენტარები: 8
რაფაელი: "იუნაიტედს" ამის გაკეთება შეუძლია"
ბრაზილიელის სამოტივაციო გზავნილი ყოფილ კლუბს.
რაფაელი:
"წითელი ეშმაკების" ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა რაფაელმა განაცხადა, რომ თუ პარიზში "იუნაიიტედი" თავის ფეხბურთს ითამაშებს, ისინი ამ რაუნდის გადალახვას შეძლებენ.

რაფაელი ინგლისური გრანდის ღირსებას 2008 - წლიდან 2015 - წლამდე იცავდა და კლუბი გულშემატკივრების მხრიდან დღემდე დიდი სიმპათიებით სარგებლობს. "ოლდ ტრაფორდზე" ის ყოველთვის უყვარდათ და უყვართ.

საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, რომელიც 4 - თებერვალს გაიმართა, რაფაელის "ლიონმა" ტომას ტუხელის გუნდს 2-1 სძლია, სწორედ ამ ფაქტს გაუსვა ხაზი ბრაზილიელმა და "წითელ ეშმაკებს" მიანიშნა, რომ ამის გაკეთება მათაც შეუძლიათ.

"ჩვენ მათ 2-1 მოვუგეთ, ამის გაკეთება თქვენც შეგიძლიათ. თუ "იუნაიტედი" თავისი ფეხბურთის თამაშს შეძლებს ისინი ამ ბარიერს აუცილებლად დაძლევენ. "პსჟ" - ესთან მატჩი გადატანილი ოპერაციის გამო ვერ შევძელი, იმედია მოედანზე მალე დავბრუნდები.

"იუნაიტედის" წინააღმდეგ მათ მატჩს თვალყური ვადევნე, ისინი დაუმარცხებელი გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებენ. საფრანგეთში მათზე ცუდის თქმა ნამდვილად არავის შეუძლია, რადგან მათ ფანტასტიკური შემადგენლობა ჰყავთ. თუმცა კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგათ, მათთვის პრობლემას ადრიენ რაბიო წარმოადგენს, რადგან მას ზაფხულში წასვლა სურს, რაბიო მათთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ნეიმარი ტრავმირებულია.

"იუნაიტედის" შემთხვევაში ყვლაფერი სხვაგვარადაა, მათ შესანიშნავი პერიოდი უდგათ, ბოლო დროს მათ ბევრი მატჩი მოიგეს, ისინი კარგ ფორმაში იმყოფებიან. ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება.

"ლიონი" შთამბეჭდავი ქალაქია, კლუბიც ამავდროულად შესანიშნავი. ჩემი ცხოვრებით სიამოვნებას ვიღებ, აქ სამნახევარი წელიწადია ვიმყოფები, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ისევ ძალიან მიყვარს. "იუნაიტედის" გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ხშირად მწერენ მესიჯებს, ეს ძალიან მახარებს.

რა თქმა უნდა ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს წარმოადგენს. ჩვენ მოგვწონს მოწოდება: "ერთხელ წითელი - ყოველთვის წითელი" და მე რ თქმა უნდა ყოველთვის "წითელი" ვიქნები. ამ კლუბმა ყველაფერი მომცა. იქ მე ტიტულები მოვიგე, ეს ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი ნაწილია".
- განაცხადა რაფაელმა United Review - სთვის მიცემულ ინტერვიუში.



წყარო: manutd.one
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
16 თებერვალი 2019 10:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვან გაალმა ისე მოისროლა გეგონება კაფუ ეჯდა სკამზე და იმას გაუბთავისუფლა ადგილი
0
№2
ავტორი: shotkin
16 თებერვალი 2019 10:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
თასის ნახევარფინალში 18 წლამდელებმა ლივერპული დააქამბექეს 02: დან 3:2 მოვიგეთ და ეს გრინვუდი რა მაგარია რა გოლები შეაგდი. ნეტა როდის ათამაშებს ოლე ამ გრინვუდს პირველ სასტავში ძაან მინდა რო ათამაშოს მალე
0
№3
ავტორი: ikeoni
16 თებერვალი 2019 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: SANDROGRIGA
ვან გაალმა ისე მოისროლა გეგონება კაფუ ეჯდა სკამზე და იმას გაუბთავისუფლა ადგილი

აბაა
0
№4
ავტორი: 100%Red
16 თებერვალი 2019 12:34
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ რაფა მაგრა მევასებოდა(((((((((((((
0
№5
ავტორი: OzBeTa
16 თებერვალი 2019 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ვეთანხმები რაფიკას, პსჟს თუ ბურთს დაუწერ და არ მიცემ საშუალებას შეგიტიოს დაცვა ყავს იმენა დირკა და თავისუფლად შეიძლება რომ გავუტანოთ 3 გოლი. ოლეს შეცდომა ეგ იყო ზუსტად რომ არ შეუტია თამამად და ფრთხილი თამაში არჩია და აი ზუსტად პსჟს სუსტი ადგილი სადაცაა იქ არ დაარტყაა და რაშიც ძლიერები არიან ბურთით ის დაუთმო და იასნად წავაგებდით :))) არადა ლიონი პსჟს რო ვუყურე აი ლიონმა ბურთი ვაბშე არ მიცა და მოუგეს კიდეც ტიები პანიკაში იყვნენ დაჟე მეკარემ სასწაულები აკეთა თორე ლიონს უნდა ამოეტენა დაჟე. ჩვენ კიდე ბურთი მივეცით და დაშინებულები თამაშობდნენ კაი რააა... არადა თამაშის დასაწყისსში თუ გახსოვთ ჩვენ მაღალი პრესინგი გვქონდა მათ საჯარიმოშიც და ბურთსაც ვფლობდით პირველი 10 წუთი და პანიკაშ იყვნენ ტიპები უმისამართოდ ისვრიდნენ ბურთს, მასე უნდა მოვწოლოდით ბოლომდე და აღარ უნდა მოგვეცა ბურთი და უეჭველი გავუტანდით.
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№6
ავტორი: shotkin
16 თებერვალი 2019 14:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეხლა ყველაფერი 2 მაგად რთულადაა წაგებაცაა და წაგებაც კაი 2:0 ჰადიკაპიც რო დავივიწყოთ, გუნდს არ ეყოლება პოგბა და რა შანსებზეა საუბარი მატიჩის არიქნება და ალბათ ერერა ფრედის დუეტი იქნება ნახევარდაცვაში და მატასი ან პერეირასი და დიდი იმედები არმაქ იმის რო გავალთ შემდეგ ეტაპზე, უბრალოდ კარგი იქნება თუ იბრძოლებენ და გოლების გასატანად გავლენ მინდა რო ბრძოლა დავინახო
0
№7
ავტორი: makaveli
16 თებერვალი 2019 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: shotkin
თასის ნახევარფინალში 18 წლამდელებმა ლივერპული დააქამბექეს 02: დან 3:2 მოვიგეთ და ეს გრინვუდი რა მაგარია რა გოლები შეაგდი. ნეტა როდის ათამაშებს ოლე ამ გრინვუდს პირველ სასტავში ძაან მინდა რო ათამაშოს მალე

გრინვუდმა ითამაშა? აბა ოლემ რო თქვა ტრავმა აქვს თორე შანსს მივცემდი ჩელსისთანო?
0
№8
ავტორი: shotkin
16 თებერვალი 2019 15:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: makaveli
ციტატა: shotkin
თასის ნახევარფინალში 18 წლამდელებმა ლივერპული დააქამბექეს 02: დან 3:2 მოვიგეთ და ეს გრინვუდი რა მაგარია რა გოლები შეაგდი. ნეტა როდის ათამაშებს ოლე ამ გრინვუდს პირველ სასტავში ძაან მინდა რო ათამაშოს მალე

გრინვუდმა ითამაშა? აბა ოლემ რო თქვა ტრავმა აქვს თორე შანსს მივცემდი ჩელსისთანო?

ოფიციალურ ფბს გვერდზე დევს ვიდეო და ითამაშა როგორც ჩანს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top