თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2019, 20:09
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1844,
კომენტარები: 8
"იუნაიტედის" საგაზაფხულო მიზნები
"წითელი ეშმაკების" პრიორიტეტული ტრანსფერები.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე, ოთხ შესაძლო ტრანსფერზე იმუშავებს. - იუწყება ისეთი ცნობილი გამოცემა როგორიცაა - Mirror.

"წითელ ეშმაკებს" დაცვისა და ნახევარდაცვის შესამჩნევად გაძლიერება სურთ. ზემოთ აღნიშნული წყაროს მტკიცებით, "ოლდ ტრაფორდზე" კარიერა, შესაძლოა შემდეგმა ფეხბურთელებმა განაგრძონ: "კალიდუ კულიბალი - ცენტრალური დაცვის ხაზის წარმომადგენელი, რომელმაც, ბოლო წლების სათამაშო ფორმით, გრანდების ყურადღება მიიქცია, ნეაპოლიტანელებს მის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გამომუშავება შეუძლიათ.

2018 - წლის მუნდიალის ტრიუმფატორი ფეხბურთელი, მადრიდის "ატლეტიკოს" მარცხენა მცველი ლუკას ერნანდესი, რომელიც ასევე სახელდება ინგლისური გრანდის სამომავლო გეგმად.

სიაში შემდეგი, იტალიური "ფიორენტინას" მარჯვენა მცველი ნიკოლა მილენკოვიჩია. 21 - წლის ფეხბურთელი იმედისმომცემ მოთამაშედ ყალიბდება. სწორედ ამიტომ "წითლებს" მისი ხელიდან გაშვება არ სურთ.

რაც შეეხება მეოთხე ტრანსფერს, ვუდვორდი ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი გარემარბის დუგლას კოშტას შეძენასაც ეცდება. ეს უკანასკნელი, მასიმილიანო ალეგრის გეგმებში ნაკლებად ჯდება".

ტრანსფერმარკეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოთხივე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების ჯამი 210 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც ჩანს ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდს წინ სერიოზული მიზნები აქვს.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
15 თებერვალი 2019 20:21
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დუგლას კოშტა მეზიზღება და ნახევარდაცვაზე თუმიდგა საქმე მანდ მატიჩის შემცვლელი უფრო გვჭირდება ჩამშლელად ვიდრე შემტევი ნახევარმცველი, გუნდს ასე თუ ისე ყავს მაინც, რაშფორდი, მარსიალი ლინგარდი და ლუკაკუ (სანჩესისი იმედი აღარ მაქ)

დუგლას კოშტა მეზიზღება და ნახევარდაცვაზე თუმიდგა საქმე მანდ მატიჩის შემცვლელი უფრო გვჭირდება ჩამშლელად ვიდრე შემტევი ნახევარმცველი, გუნდს ასე თუ ისე ყავს მაინც, რაშფორდი, მარსიალი ლინგარდი და ლუკაკუ (სანჩესისი იმედი აღარ მაქ)
1
№2
ავტორი: ikeoni
15 თებერვალი 2019 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
ვნახოთ რა იქნება ფაქტია რო გაძლიერება გვჭირდება
1
№3
ავტორი: bachooo
15 თებერვალი 2019 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ამ განცხადებებს ჯობია საქმე გააკეთონ და იყიდონ რა ნორმალური მცველი ჯობია <3
0
№4
ავტორი: OzBeTa
15 თებერვალი 2019 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
რაბიოს დათრევა შეიძლება უფასოდ ეგ უნდა მოვიყვანოთ, კულიბალი, სანჩო და მარჯვენა მცველი ვინმე კაი სწრაფი და გამოცდილი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№5
ავტორი: de gea1
15 თებერვალი 2019 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
კულიბალი, დე ლიგტი, ერიქსენი, იკარდი დიბალა გრიზმანი ამ ბოლოსამიდან ერთერთი გვინდა, ცენტი ერთი ვინმე მაგარი რაბიო თუნდაც
0
№6
ავტორი: Chaxrux
16 თებერვალი 2019 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Duglas costa sanchesis pontia, richarlisoni daitrion bevrad jobia, sanchosac magrad aqeben tan ingliseliaa...
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
16 თებერვალი 2019 10:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცენტრალური მცველი და მარჯვენა ვინგერი განსაკუთრებით ჭირდება გუნდს.
0
№8
ავტორი: kobinio
16 თებერვალი 2019 23:46
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ასე გაყურსულები რატო არიან რაბიოზე ვერ გავიგე.რაბიო უფასოდ იჩითება და ვინ გვინდა უკეთესი? რაბიო დასაკერია უეჭველი თან ფული უყვარს

ასე გაყურსულები რატო არიან რაბიოზე ვერ გავიგე.რაბიო უფასოდ იჩითება და ვინ გვინდა უკეთესი? რაბიო დასაკერია უეჭველი თან ფული უყვარს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top