თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2019, 19:23
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1679,
კომენტარები: 6
"დაბრუნება ყოველთვის უნდა შეძლო"
ოლე გუნარის განცხადებით, "ჩელსისთან" გამარჯვება ფეხბურთელებს პოზიტიურ განწყობას დაუბრუნებს.
ოლე გუნარმა აღიარა, რომ პსჟ-სთან დამარცხების შემდეგ მისი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად გატყდნენ, თუმცა ნორვეგიელს სჯერა, რომ "ჩელსისთან" გამარჯვება იდეალური პასუხი იქნება პარიზელებთან გამართულ მატჩზე.

"მე მატჩის შემდეგ ნორვეგიაში ვიყავი. ეს პსჟ-სთან გამართულ მატჩამდე იყო დაგეგმილი. მიხარია, რომ ოჯახის მონახულება შევძელი. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ კარგად ვგრძნობდი თავს. მე მეზიზღება წაგება, მთელი არსებით მეზიზღება და, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ბიჭებსაც."

"რა თქმა უნდა, ისინი კარგად არ გძნობდნენ თავს, მაგრამ ამაზე ლაპარაკს და ამ მომენტებზე ჩაჭიდებას არ ვაპირებ. წინ დიდი მატჩები გველის, ასე რომ უნდა გამოვფხიზლდეთ, საკუთარ თავებს დავუბრუნდეთ და ორშაბათს გულშემატკივრისთვისაც დავბრუნდეთ."

"ჩელსისთან" გამარჯვება ძალიან დაგვეხმარება. ამ კლუბში ყოველთვის უნდა დაბრუნდე. "იუნაიტედში" ყოველთვის დიდი გამოწვევები გელის, "ჩელსისთან" გასვლაზე თამაშიც ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ასე რომ უბრალოდ შემდეგი 2-3 დღე მაქსიმალურად უნდა დავტვირთოთ ჩვენი თავი, ძალიან კარგად უნდა ვივარჯიშოთ, რათა ორშაბათისთვის მზად ვიყოთ."

"ჩვენ თავადაც ძალიან კარგად ვიცით, რომ პსჟ-სთან ჩვენუ თავი დავკარგეთ. ეს შვიდი, რვა, ცხრა ან ათი წუთი გაგრძელდა, მაგრამ დანარჩენ მომენტებში დაცვის მხრივ ძალიან ცუდადაც არ გვქონდა საქმე."

"თამაშის წაგების გამო არ პანიკდები და არც მთლიან განწყობას არ ცვლი, არც მთლიან ტაქტიკას. ჩვენ უბრალოდ მუშაობა უნდა განვაგრძოთ. ესაა და ეს. უბრალოდ იმაზე უნდა ვიმუშავოთ, რომ შევძლოთ იმ სტილის თამაში, რაც ჩვენს ხასიათში ზის. ჩვენი შემტევი და პოზიტიური გონებით თამაშის სტილი კი არასდროს შეიცვლება."

"ჩვენ გვსურს, რომ "ჩელსისთან" სათამაშოდ წავიდეთ, შემდეგ "ლივერპულს" ვუმასპინძლოთ და ჩვენი თავი გამოვავლინოთ, ღირსეულად ვითამაშოთ. სხვს გუნდებსაც აწუხებთ ტრავმები. ამას უნდა შეეგუო და გუნდიც ამ გარემოებიდან გამომდიბარე მომართო."

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 თებერვალი 2019 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Midi ole sheni imedi gvaq yvelaferi winaa❤️
1
№2
ავტორი: OzBeTa
15 თებერვალი 2019 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ახლა იძახი ჩვენი შემტევი სტილი არ შეიცვლებაო არა პსჟ სთან კარისკენაც რომ არ გაგიხედავს, ძაან მეწყინა და იმედია მეორედ ამ შეცდომას აღარ გაიმეორებ ხომ ხედავ ეს დაცვა არ გამოგვდის რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№3
ავტორი: makaveli
15 თებერვალი 2019 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: OzBeTa
ახლა იძახი ჩვენი შემტევი სტილი არ შეიცვლებაო არა პსჟ სთან კარისკენაც რომ არ გაგიხედავს, ძაან მეწყინა და იმედია მეორედ ამ შეცდომას აღარ გაიმეორებ ხომ ხედავ ეს დაცვა არ გამოგვდის რა

შენი აზრით დაცვითი ტაქტიკით გამოვიდა სათამაშოდ? უბრალოდ ვერ ითამაშა პოგბამ და ვერ ითამაშა გუნდმა, მარსიალის დალინგარდის ტრავმებიც ძაან დაგვეტყო, სანჩესის თამაშს ფედერიკო მაკედა გვყოლოდა ეგ ჯობდა და მატა კიდე ძალიან ნელია და დაცვას ვერ ადგება ვერანაირად განსხვავებით ლინგარდისგან რომელიც რეაქტიული რაკეტასავით დარბის და არ იღლება. არაუშავს მთავარი წელს ოთხეულია და შემდეგი წლიდან უნდა ვიბრძოლოთ მაღალი მიზნებისთვის
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
16 თებერვალი 2019 10:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ჩელსისაც თუ ვერ მოუგეს მერე სერიოზული პრობლემა იქნება ფსიქოლოგიური გუნდში, წინ ლივერპულია და კარგი განწყობით უნდა დახვდნენ.
0
№5
ავტორი: OzBeTa
16 თებერვალი 2019 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ციტატა: makaveli
ციტატა: OzBeTa
ახლა იძახი ჩვენი შემტევი სტილი არ შეიცვლებაო არა პსჟ სთან კარისკენაც რომ არ გაგიხედავს, ძაან მეწყინა და იმედია მეორედ ამ შეცდომას აღარ გაიმეორებ ხომ ხედავ ეს დაცვა არ გამოგვდის რა

შენი აზრით დაცვითი ტაქტიკით გამოვიდა სათამაშოდ? უბრალოდ ვერ ითამაშა პოგბამ და ვერ ითამაშა გუნდმა, მარსიალის დალინგარდის ტრავმებიც ძაან დაგვეტყო, სანჩესის თამაშს ფედერიკო მაკედა გვყოლოდა ეგ ჯობდა და მატა კიდე ძალიან ნელია და დაცვას ვერ ადგება ვერანაირად განსხვავებით ლინგარდისგან რომელიც რეაქტიული რაკეტასავით დარბის და არ იღლება. არაუშავს მთავარი წელს ოთხეულია და შემდეგი წლიდან უნდა ვიბრძოლოთ მაღალი მიზნებისთვის

დაცვიდან თამაში აირჩია კი ძმა კონტრშეტევებზე მაგას ყველა ვხედავდით და შენ ვერ დაინახე? პოგბამ ვერ ითამაშა იმას არ ნიშნავს რომ პოგბაა მთელი გუნდი და სხვამ არ უნდა შეუტიოს. გადაგდებული ბურთები მაღალი იყო უამრავი ჟოზე როგორც თამაშობდა ისეთი სტილი აირჩია ამ მატჩშში და ჟოზემ იმიტო ვერ გაქაჩა რომ ეს დაცვა არ გამოგვდის და ამან მაინც დაცვა და ფრთხილი თამაში არჩია თან იმ პსჟსთან რომელსაც შეტევა ჰყავს რეაქტიული. ბურთი თუ მაგათ მიეცი ჩათვალე რომ 90% თამაში უკვე წააგე. აი ლიონთან რო წავიდა საყურებლად იქიდან დავიჯერო დასკვნა ვერ გამოიტანა რომ ლიონმა ბურთი რო არ მიცა მოუგო კიდეც და ეგ უნდა გაეთვალისწინებინა, მაგრამ დაზადნა შეეშინასავით ასე მგონია რომ თამამად შეეტია და ბურთი დაეჭირა. არაუშავს ეს მატჩი დიდი გამოცდილება იქნება მისთვის აი მეორე მატჩში ვნახოთ როგორ გამოასწორებსს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№6
ავტორი: qamari
16 თებერვალი 2019 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144

ძალიან კარგია ,რომ ნუანსებში ვერკვევით ,მარა ჩვენი გუშემატკივრების ნდომა და გუნდის შესაძლელობა არ ემთხვევა ერთმანეთს ,ამ ფეხბურთელებმა სევილიასთანაც ორი გოლი გაუშვეს და შედარებისთვის პროგრესია ,მოკლედ საოცრება კარგია მარა ის ერთ კონკრეტულს ეხება და არა მრავალჯერადს .
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top