თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2019, 19:06
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1557,
კომენტარები: 4
"მთელი არსებით მძულს წაგება"
"ყყინულის კაცის" ვრცელი ინტერვიუ.
ვიქტორ ლინდელოფის ჩატარებულმა მატჩებმა ბოლო დროს გულშემატკივარი მოხიბლა. შვედმა 27 მატჩი გაიტანა და "ბარნლისთან" თავისი პირველი გოლიც გაიტანა "იუნაიტედის" მაისურით. გულშემატკივარმა მას "ყინულის კაცი" შეარქვა. იხილეთ ვიქტორ ლინდელოფის ვრცელი ინტერვიუ:

"წაგება მთელი არსებით მძულს. ეს ყველაზე საშინელი რამაა იმათ შორის, რაც შეიძლება, რომ დამემართოს. მე ყოველთვის გამარჯვება მსურს, წაგების შემდეგ ვგიჟდები, ემოციებს ვერ ვაკონტროლებ. ეს შეიძლება რამდენიმე საათი გაგრძელდეს და ჩემმა ცოლმა ამის შესახებ შესანიშნავად იცის.

სახლში დაბრუნებულს ცოტა ხანი არც კი მელაპარაკება ხოლმე (იცინის). მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაშვება. არაუშავს, თუ ამაზე გაბრაზდებით, ეს აუცილებელიც კი არის, თუმცა ამ ყველაფერს ჩავლის უფლება უნდა მივცეთ. რამდენიმე საათი საკმარისი უნდა იყოს ფორმაში ჩასადგომად და მგონია, რომ ეს ძალიან კარგად გამომდის.

ვზივარ და ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე: "კარგი, წავაგეთ, რაც, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია, თუმცა მოდი სვლა განვაგრძოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ისევ არ მოხდება. მე გამარჯვება ძალიან მიყვარს, მაგრამ ზუსტად ისევე ვიქცევი გამარჯვების შემთხვევაში, როგორც დამარცხების შემდეგ. ვცდილობ, მეორე დღეს ესეც წარსულში დავტოვო, რათა მომავალ მატჩზე კონცენტრირება და კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება შევძლო.

რაც შეეხება ჩემს მანჩესტერში ცხოვრებას, აქ ყველაფერი ძალიან მომწონს. საოცარი ხალხია, რესტორნებიც და სხვადასხვა ადგილბიც შესანიშნავია. კარგად დასვენებასაც და გართობასაც მოახერხებ. ვფიქრობ, ამ ქალაქს ყველაფერი აქვს, რაც გჭირდება.

მე ქალაქიდან ცოტა მოშორებით ვცხოვრობ და იქაც ძალიან ლამაზი გარემო გვაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ცოლსაც მოსწონდეს ეს ყველაფერი და მიხარია, რომ ისიც სიამოვნებას იღებს აქ ყოფნით.

ზოგადად სეზონის განმავლობაში სახლში ყოფნა და დასვენება მიყვარს, მაგრამ როცა გარეთ გავდივარ და გულშემატკივრებს ვხვდები, რომლებსაც ფოტოს გადაღება ან უბრალოდ გამარჯობის თქმა სურთ, ძალიან მსიამოვნებს.

გულშემატკივრები ყოველთვის გვერდით გვიდგანან და დამატებით ენერგიას გვმატებენ. ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ და ყველა მატჩი მოვიგოთ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მათთვის გვინდა. მე ძალიან მადლიერი ვარ თითოეული მათგანის, რადგან საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ბოლო რამდენიმე კვირით, ალბათ, ყველა მოხიბლული იყო. ჩვენ ძალიან კარგ მატჩებს ვატარებდით.

ყველამ შეძლო მისი შესაძლებლობევის გამოვლენა. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ, მეტი გავაკეთოთ და გულშემატკივრის გახარება განვაგრძოთ. ჩვენ ყოველთვის ჩვენი შესაძლებლობების 100% უნდა დავტოვოთ მოედანზე, არა 99% ან 90%, არამედ მთლიანად ყველაფერი, რაც გაგვაჩნია.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, როცა გუნდს რამეში ვადგები. მე გუნდური მოთამაშე ვარ და ჩემთვის კლუბი ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. უბრალოდ მიხარია, როცა გუნდისთვის სასარგებლოდ ვთამაშობ, გუნდს კარგად ვიცავ და მეტოქეს გოლის გატანის საშუალებას არ ვაძლევ. ყველა მატჩში ეს მიზანი მაქვს."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 თებერვალი 2019 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Yvelaze magari progresi aqvs da darwmunebuli var kide Bevrad gaumjobesdeba❤️
0
№2
ავტორი: giorgi_mg
15 თებერვალი 2019 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მგონი ისევ სმოლინგი კობია შეუწყვილოს, აბა ამ ბაილის არ დაადგა საშველი, ძალიან არასტაბილურია.
ლინდელოფზე რასაც ვწერდი გამართლდა, შემტევ სტილში უფრო კარგად გამოიყურება და უფრო მეტის იმედი უნდა გვქონდეს მომავალი წლიდან.
0
№3
ავტორი: zura_33
15 თებერვალი 2019 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ერთი ესეთიც და რიო-ვიდას დუეტივით იქნება
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
16 თებერვალი 2019 10:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლინდელოფს დიდი პროგრესი აქვს თუმცა ჯერ კიდევ ჭირდება გაუმჯობესება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top