თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2013, 00:00
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2299,
კომენტარები: 26
რობინ ვან პერსი - დიდი მატჩების ვარსკვლავი
ვან პერსი:”მხოლოდ დიდი მატჩებისთვის ვცხოვრობ."
რობინ ვან პერსი - დიდი მატჩების ვარსკვლავი
იუნაიტედის ვარსკვლავი, რომელიც ახალი გუნდი მიჰყავს დიდი წარმატებისაკენ. ამ შესანიშნავ ფეხბურთელს გაეხსნა დიდი ფეხბურთის ფართო ასპარეზი, რომელშიც მზადაა ბოლომდე იბრძოლოს და დაამტკიცოს, რომ უდიდესი შესაძლებლობები აქვს. მის განსხვავებულ ფეხბურთის სტილს და შესანიშნავ მოქმედებას მოედანზე ყველას აოცებს. წარუმატებელი ლონდონური კარიერის შემდეგ მის კარიერაში ნათელი წერტილი გაჩნდა. მან გადადგა ნაბიჯი იმისკენ, რისკენაც მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ისწრაფვოდა. მისი შოკისმომგვრელი ტრანსფრი ეშმაკებში, ნებისმიერ გუნლშემატკივარში დიდ გაოცებას იწყვევდა თუმცა სინამდვილეში ყველაფერი პირიქით წარიმართა. ეს ფაქტი იყო მის კარიერაში აღმასვლა და მიზანთან მიახლოვება.

რობინ ვან პერსი - დიდი მატჩების ვარსკვლავი


რობინ ვან პერსი უერთდება წითელ ეშმაკებს. იწყება მისი ახალი კარიერა, რომელსაც უამრავი ადამიანი ადევნებს თვალყურს. ნებისმიერი ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივრის მთავარი კითხვა იყო:” გაამართლებს რობინ ვან პერისი იუნაიტედში? რათ ნდა იუნაიტედის ის?” ყველანი პასუხის მოლოდინში იყო. ფაქტი კი ფაქტად რჩებოდა, ისტორიას არ ახსოვს ფეხბურთელი, რომელიც იუანიტედმა ”გააფუჭა”. იწყება სეზონი და თითქოს ყველა კითხვას უნდა გაეცეს ამით პასუხი, თუმცა ევერტონთან პირველი მარცხის შემდეგ უფრო მეტი კითხვა დაგროვდა. დიდ კრიტიკის წარცეცხლში გაახვიეს ჰოლანდიელი ფორვარდი. მასზე წამოვიდა ფსიქოლოგიური წნეხი. თუმცა რობინი დარწმუნებული იყო საკუთარ გადაწყვეტილებასა და ძალებში. მან მეორე მატჩშივე გასცა პასუხი ყველა ინტრიგანს. მან შესანიშნავად დაიწყო ოცნების თეატრში გამოსვლა და მის ოცნების სპექტაკლს დასასრული არ უჩანს. ყველაფერი გრძლედება მატჩით საუტჰემპონთან სადაც ის ასრულებს ჰეტრიკს და ყველანაირ უარყოფით სტერეოტიპს ამსხვრევს. ის იუანიტედის გულშემატკივრების ნამდვილი თილისმა გახდა.

რობინ ვან პერსი - დიდი მატჩების ვარსკვლავი


დავისი დაუღალავი შრომით და იუანიტედის სიყვარული რობინი გუნდს დაეხმარა დიდი წამრმატებებითვის მიეღწია. ის დაეხმარა ეშმაკებს დაემარცხებინა უდიდესი მეტოქეები და და კიდევ ერთ საჩემპიონო ბრძოლაში დააწინაურა. ისინი მეოცე პრემიერ ლიგის ტიტულისკენ ისრაფვიან. მან ყველა დიდ თამაშში გაოიჩინა თავი და კლუბს წარმატება მოუტანა. ეს ყველაფერი მისი განსხვავებული ხედვისა და მიდგომის შედეგია. მოახლოვდა ყველაზე მნიშნველოვანი მომენტი სეზონში. იუანიტედმა მადრიდის რეალის წინააღმდეგობა უნდა დაძლიოს და კიდევ ერთი ნაბიკი გადადგას ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. ამ მატჩებშიც სწორედ ჰოლანდიელი მარგალიტი არის ეშმაკების კოზირი. რობინს მომავლის ხედვის ორი განსხვავებული ფორმა აქვს - ერთი რომელსაც მოუთმენლად ელის და მეორე რომელიც შიშს გვრის. პირველ ადგილზე ამ ფეხბურთელისთვის იუნაიტედის ტიტულები დგას, რომელიც უდიდეს შტაბეჭდილებას ახდენს მასზე და სიამაყით აღავსებს, ხოლო მეორე საშინელი გრძნობა არის სიცოცხლე ფეხბურთის გარეშე.

რობინ ვან პერსი - დიდი მატჩების ვარსკვლავი


მოვიდა ის უდიესი მომენტი. დადგა დრო როცა იუანიტედი რეალს თავისივე ციხესიმაგრეში, სანტიაგო ბერნაბეუზე უნდა დაუპირისპირდეს. უდიდესო მოლოდინი, მთელი ყურადღება ესპანეთისკენაა მიპყრობილი. რონალდო საკუთარი გუნდის წინააღმდეგ და რობინ ვან პერსის წინაშე. ძალზედ დაძაბული და ემოციებით აღსავსე მატჩი. იუანიტედი ყველასაგან მოულოდნელად ხელთ იგდებს უპირატესობას და წინ გადის. თუმცა მხოლოდ 10 წუთით. რონალდო ათანაბრებს. ამ ყვეალფრის შემდეგ იწყება რობინ ვან პერსის გამოსვლა. ბრწყინვალე ფინტები, მოწინააღმდეგის დაცვის დარბევა, უმნიშვნელოვანესი მომენტების ავტორი. თუმცა არცერთი დაგვირგვინებული მომენტი. ხარიხა, ძელი, მეკარე, მცველს ცარიელი კარიდაგ გამოაქვს ბურთი. რობინი ვერ ახერხებს თვის გამოჩენას. მან იბრძოლა ბოლომდე თუმცა უიღბლობამ ყველაფერი გადაწყვიტა. ის მაინც კმაყოფილია რაგადნ სწორედ ასეთი დიდი მატჩებისთვის მოვიდა იუნაიტედში. მას მოსწონს მატჩები, სადაც შედეგის გამოცნობა შეუძლებელია. განსაკუთრებული გრძნობაა, როცა გამარჯვებისა და დამარცხების ზღვარზე დგახარ.

რობინ ვან პერსი - დიდი მატჩების ვარსკვლავი


”ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული დაპირისპირება ფეხბურთში. ეს ხომ რეალთნ დაპირისპირება იყო სანტიაგო ბერნაბეუზე. სულ ცოტა ხანში ეს დაპირისპირება მანჩესტერში გადაინაცვლებს და უკვე ოლდ ტრაფორდზე გადაწყდება ყველაფერი. მესმის, რომ შედარებით სუსტ გუნდებთან დაპირისპირება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იქ უნდა მოვიპოვოთ ჩემპიონობა. ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, თუმცა უდიდესი მოწინააღმდეგები ნამდვილი მწვერვალია ყოველი ჩვენგანისთვის. მატჩები ინგლისისა და ევროპის გრანდებთან უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს სეზონი თავისი თანმიმდევრობით მართლაც განსაკუთრებულია. ჩვენ შესანიშნავ პოზიციაზე ვართ და ყველა ჩემპიონატისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. სანამ საქმეს ბოლომდე აქრ მიიყვან მანამდე ვერ იფიქრებ, რომ ყველაფერი დასრულდა. როცა დიდ კლუბებს ეთამაშებ, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობ შინ თუ გარეთ. ეს იუანიტედის ჩვენ ყველგან ბოლომდე ვიბრძვით. უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ვართ და ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მოედანზე მზად. ვითამაშეთ როგორც საჭირო იყო. რა თქმა უნდა შეიძლებოდა ყველაფერი უკეთესად ან უარესად დამთავრებულიყო”.რონალდომ შესანიშნავი გოლი გაიტანა. რობინმა მთელი თავისი ძალისხმევა დადო მოედანზე თუმცა მას არ უმართლება. ვან პერსი მიიჩნევს, რომ ეს მატჩი არა რომელიმე ორი ფეხბურთელის დაპირისპირება. ეს არის ორი უდიდესი გუნდის დაპირისპირება, რომელთან უდიდესი ისტორია აქვთ. ამ მატჩს მთელი მსოფლიო ელის და ფეხბურთელები ყვეალფერს გააკეთბენ იმისთვის, რომ მაყურებელს სანახაობრივი მატჩი აჩვენონ:”ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ ორი გუნდი თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნებაა. მინდა გითხრათ, რომ ფეხბურთელისთვის ორმაგი სიამოვნება და პასუხისმგებლობაა.

რობინ ვან პერსი - დიდი მატჩების ვარსკვლავი


იუანიტედის ნამდვილი სუპერვარსკვლავი და გუნდის მთავარი გოლეადორი უდიდეს მიზნებს ისახავს კლუბისთვის, რომლისთვისაც ბოლომდე იბრძოლებს. ლონდონურ კლუბში უტიტული კარიერის შემდეგ მას ახალი ცხოვრება დაუდგა. ის იბრძვის ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის მოსაგებად, რაც ორმაგად მეტი სტიმულია ამ ფეხბურთელისთვის. რობინ ვან პერსი ახალგაზრდა ეშმაკებთან წერს იუანიტედის ახალ და შესანიშნავ ოსტორიას. მისი საფეხბურთო ასპარეზი ძალიან დიდია. შეუძლია კარიერის საკუთარი სურვილისამებრ წარმართვა. თუმცა ის თავს თავის ახალ კლუბს უძღვნის, რომელმაც მას ახალი სუნთქვა გაუხსნა და მის ტიტულებისადმი სწრაფვას აკმაყოფილებს. რობინ აქვს შანსი გახდეს იუნაიტედის ლეგენდა და მისი შესანიშნავი ისტორიის ნათელი ფრაგმენტი.

R.v.Persie სტატია © Redarmy.ge
სტატიები
26 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2013 00:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იუანიტედის ნამდვილი სუპერვარსკვლავი და გუნდის მთავარი გოლეადორი უდიდეს მიზნებს სახავ კლუბისთვის, რომლისთვისაც ბოლომდე იბრძოლებს. ლონდონურ კლუბში უტიტული კარიერის შემდეგ მას ახალი ცხოვრება დაუდგა.


გული დამწყდება ეს კაცი წელს თუ ტრებლის ვერ მოიგებს!
0
№2
ავტორი: Vodafone
18 თებერვალი 2013 00:16
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
sagol avtor

Robin Van Perfect
0
№3
ავტორი: UTD-Rule
18 თებერვალი 2013 08:25
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ბექა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: buka oboladze
18 თებერვალი 2013 09:53
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
saghol avtor dzalian sainteresoa.
0
№5
ავტორი: Shako Jones
18 თებერვალი 2013 11:42
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ხედირა და ალონსს რაუქნა
0
№6
ავტორი: Tsuki
18 თებერვალი 2013 12:15
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
საღოლ კაია :)
0
№7
ავტორი: dachi_mu
18 თებერვალი 2013 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
magaria robina.
0
№8
ავტორი: GENIUS
18 თებერვალი 2013 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ეძახონ ვან პერსის მოღალატე და კი აწევს პრემიერ ლიგის თასს წელსვე და ჯერარდი ...... სასაცილოა და მეცოდება ჯერარდი
0
№9
ავტორი: sHumaHer
18 თებერვალი 2013 16:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 90
კაიაა
0
№10
ავტორი: m-an-united
18 თებერვალი 2013 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
uxx! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top