თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2019, 18:10
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1554,
კომენტარები: 7
პოლ მერსონის პროგნოზი
ინგლისის თასის მე-5 ტური.
პოლ მერსონის პროგნოზი
მომდევნო კვირაში ინგლისის თასის მეხუთე ტური გაიმართება. "იუნაიტედი" ამჯერად "ჩელსის" ეწვევა. ოლე გუნარის გუნდის დაუმარცხებელი სერია პსჟ-მ შეწყვიტა. აღნიშნულ მატჩში ტრავმები მიიღეს ენტონი მარსიალმა და ჯესი ლინგარდმა. ოლე გუნარის განცხადებით კი დუეტი შემდეგი 2-3 კვირა თამაშის ჩატარებას ვერ შეძლებს. სოლსკიაერმა აღნიშნა, რომ მათ ნაცვლად გრინვუდის გამოყენებას აპირებდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მეისონიც ტრავმირებულია.

"იუნაიტედი" რთულ სიტუაციაშია და სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მეისონი "წითლებს" დამარცხებას უწინასწარმეტყველებს:

"პსჟ-სთან გამართული მატჩის შემდეგ "იუნაიტედი" მიწაზე დაბრუნდა. ეს რთული მატჩი იქნება და მგონია, რომ ეს თამაში "ჩელსის" გამარჯვებით დასრულდება. ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხებამ "იუნაიტედი" მრავალმხრივ გატეხა და ისინი გამარჯვებას სწორედ ამიტომ ვერ მოახერხებენ.

გარდა ამისა, მათ არ ეყოლებათ ჯესი ლინგარდი. მან ტრავმა სწორედ პსჟ-სთან მიიღო. ალექსის სანჩესმა კი ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო.

ეს მატჩი ორივე გუნდისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. "მანჩესტერ იუნაიტედი ახლა დიდი წნეხის ქვეშაა. მგონია, რომ პსჟ-სთან დამარცხება კიდევ ვერ გადაიტანეს. ამ კვირამ შეიძლება ისინი საბოლოოდ ჩაძიროს, რადგან "ჩელსისთან" წაგების შემთხვევაში ინგლისის თასს გამოეთიშებიან. ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენა კი თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია. პირადად ჩემი აზრით, სწორედ ეს პერიოდი გადაწყვეტს ოლეს კლუბში დარჩენის საკითხს.

პროგნოზი: "ჩელსი" 2-1 "იუნაიტედი".


წყარო: SkySports
სხვა
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
15 თებერვალი 2019 18:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მთავარია ფსიქოლოგიურად არ გატყდნენ თორე მოგება გამორიცხული იქნება.
2
№2
ავტორი: shotkin
15 თებერვალი 2019 20:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ჩელსი ჩვენ წინააღმდეგ ზოგადად ძაან იღბალა გუნდია ხოლმე არვიცი რა მოხდება მარა შეგვიძლია მოგება თავისუფლად თუ ფსიქოლოგიურად გადატანილი აქვთ პსჟს ამბავი
1
№3
ავტორი: ikeoni
15 თებერვალი 2019 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
Modi shen exla xo ici Rac unda qna
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
15 თებერვალი 2019 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მერსონ მოდი გააფსი რა ბიორლისთან მოიგებსო მანჩესტერიო და დაგვთარსა 2-2 რო ვითამაშეთ ამიტო 100სში 1ერთს ბებიაჩემიც გაარტყამს გჯ ქენი ეხა
0
№5
ავტორი: bachooo
15 თებერვალი 2019 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ეს პროგნოზი მომეწონა და რატო wink რამდენჯერაც ამის პროგნოზი ვნახე სულ პირიქით ასრულდა wink მე მჯერა ოლეს პოლიტიკის love არამგონია გატეხილები იყვნენ love
0
№6
ავტორი: reddevil12
15 თებერვალი 2019 22:09
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ჩელსიმ 6-0 რო წააგო არ არიან გატეხილები?
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
16 თებერვალი 2019 09:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
ციტატა: reddevil12
ჩელსიმ 6-0 რო წააგო არ არიან გატეხილები?

აი გეთანხმები აბსოლუტურად.ექსპერტი კი არა ორღობის ჭორიკანაა ვაფშე.წინაპირობებზე როცა ლაპარაკობს 6-0 წინაპირობა არაა ნეტა?ჩვენი პრობლემა ლინგარდი მარსიალის არყოფნაა თორე ფსიქოლოგიური კუთხით საერთოდ არ ვართ წამგებიან პოზიციაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top