თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2019, 17:52
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1606,
კომენტარები: 6
მარსიალი და ლინგარდი "ლივერპულთან" მატჩს გამოტოვებენ
ოლე გუნარი ტრავმირებულებისა და აკადემიელების შესახებ.
მარსიალი და ლინგარდი
ოლე გუნარის განცხადებით, ჯესი ლინგარდი და ენტონი მარსიალი შემდეგ ორ მატჩს გამოტოვებენ.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდებს პსჟ-სთან გამართული მატჩის დატოვება მიღებული ტრავმების გამო ნაადრევად მოუწიათ.

"არამგონია, რომ მათი ხილვა შემდეგი ორი მატჩის განმავლობაში შევძლოთ. ვიმედოვნოთ, რომ მალე დაბრუნდებიან, მაგრამ ობიქეტურად თუ შევხედავთ სიტუაციას, ისინი მინიმუმ 2-3 კვირა ვერ ითამაშებენ. რაც შეეხება ანტონიო ვალენსიასა და მათეო დარმიანს, ისინი ისევ ტრავმირებულნი არიან. ახალი არაფერი, თუმცა ყველა დანარჩენი ძალიან კარგად გრძნობს თავს."

"ვფიქრობდი, რომ რადგან ენტონი და ჯესი არ მეყოლებოდა მეისონი შემომეყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ტრავმირებულია და ვერც ის შეძლებს თამაშს. არ გაუმართლა, მაგრამ კიდევ მიიღებს შანსს."

"რაც შეეხება ანხელსა და ჩონგს, ისინი ჩვენთან ერთად ვარჯიშობდნენ და ძალიან კარგებიც იყვნენ, ასე რონ შესაძლოა, რომ ისინი "ჩელსისთან" იხილოთ."

"ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს რამდენიმე დღე. ეს მატჩები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ასე რომ ჩვენ ჯერ დაველოდებით და ვნახავთ ვის გამოყენებას შევძლებთ ორშაბათს,"
-დაასრულა სოლსკიაერმა.

ManUtd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
15 თებერვალი 2019 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
ლინგარდი რამე დანაკლისი არა.
რეშფორდო კიდე მარცხენა ფლანგის გარდა სხვა პოზიციებზე უშედეგოა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 თებერვალი 2019 18:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან ცუდია, თან წინ ორი რთული მატჩია.
0
№3
ავტორი: Human
15 თებერვალი 2019 18:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
წესით რეში უნდა გადაიწიოს რომელიმე ფლანზე, ალბათ უფრო მარცხენაზე და ლუკაკუ წინ და სანჩესი ან მატა უნდა დააყენოს რომელიმე (გააჩნია რეშს რომელ ფლანგზე დააყენებს.) ჩემი აზრი ასეთია.

ნუ სანჩესი და მატა რო ვერ გაამწვავებენ თავიანთი ფორმებიდან გამომდინარე და იმ შედეგს ვერ დადებენ რაც იუნაიტედს სურს. ეს ნათლად გამოჩნდა პსჟსთან.

ისე ყველაფერს ხო ბედიც უნდა რა, ესეთ გადატვირთულ კალენდარში ამათი ტრამვები ძალიან ცუდია და უდიდესი დანაკლისი. და რაც მთავარია იმედია კიდე ვინმე არ დაგვემტვრევა ჩელისთან, თორე მერე ლივერი მოდის და ეგ თამაში უფრო მადარდებს
0
№4
ავტორი: shotkin
15 თებერვალი 2019 20:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ლუკაკუ დადგება მარჯვნივ რაშფორდი წინ მარცხნივ სანჩესი 10 იანზე პოგბა და უკან მატიჩი ერერა
0
№5
ავტორი: ikeoni
15 თებერვალი 2019 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Imedia male dabrundebian raa:((
0
№6
ავტორი: giorgi_mg
15 თებერვალი 2019 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გაჭირვწბულს ქვა აღმართში დაეწიაო ეგ ანდაზა გვჭირს ეხლა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top