მარკ ოვერმარსის განცხადებით, "მეთოფეების" ყოფილი ფორვარდი ალექსის სანჩესი შესაძლოა, "არსენალში" დაბრუნდეს.
სანჩესი "ოლდ ტრაფორდზე" 2018 წლის იანვარში გადავიდა, თუმცა მას შემდეგ გუნდში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა.
30 წლის ფორვარდს 37 მატჩში მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი. შეგახსენებთ, რომ ჩილელს ტრავმებიც ხშირად აწუხებდა.
ოვერმარსს "არსენალს" უკავშირებენ და პრესის თანახმად, გულშემატკივარი მას მალე იხილავს "მეთოფეების" სპორტული დირექტორის თანამდებობაზე. მისი განცხადებით, სანჩესი, შესაძლია, "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას ნანობდეს. "ალექსისს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან "არსენალში" საოცრად თამაშობდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მისი "იუნაიტედში" გადასვლა სწორი არჩევანი იყო."
"ინგლისური ფეხბურთი სულ სხვა მოთამაშედ გაყალიბებს და შენ ირგვლივ გარემოს სრულიად ცვლის. ჩემთვის ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. არსენ ვენგერი ჩემზე ერთი წლით ადრე მოვიდა. ძალიან კარგი დრო იყო, ვფიქრობ, კლუბის ისტორია ცოტათი მაინც შევცვალეთ."
"ალექსისისნაირი ფეხბურთელები "არსენალისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია. მის შემდეგ "მეთოფეებმა" ბევრი ფეხბურთელის შეძენა სცადეს, თუმცა - უშედეგოდ. ასე რომ სავსებით ბუნებრივი იქნება თუ ისინი ალექსისის დაბრუნებას ეცდებიან."