კატალონიური გრანდის ღირსების დამცველი ივან რაკიტიჩი ზაფხულში შესაძლოა "ნისლიან ალბიონზე" გადაბარგდეს. გავრცელებული ინფორმაციებით ესპანელებმა ფეხბურთელს სატრანსფერო ფასი უკვე დაადეს.
The Sun – ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავეყრდნობით, 30 – წლის ნახევარმცველის შეძენით ინგლისური გიგანტი "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. მანკუნიანელები მზად არიან ბართომეუს რაკიტიჩის სანაცვლოდ 65 – მილიონი ევრო გადაუხადონ.
მიმდინარე კონტრაქტი ივანს "ლურჯ - ბროწეულისფერებთან" 2021 - წლამდე აკავშირებს.
თავის მხრივ ტრანსფერი ლოგიკურობას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ კატალონიელებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჰოლანდიური "აიაქსიდან" ფრენკ დე იონგის გადაბირება შეძლეს, რომელიც კარიერას ესპანურ გრანდში ზაფხულიდან გაგრძელებს, ამ ყველაფრის ფონზე "კამპ ნოუზე" რაკიტიჩის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.