თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2019, 18:31
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1588,
კომენტარები: 8
ფილ ნევილი: "ალექსისი ის ფეხბურთელი აღარ არის რომელიც გვიყვარდა"
ფილ ნევილის თქმით ძველი ალექსის სანჩესი უბრალოდ აღარ არსებობს.
ფილ ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახლო წარსულში, ცნობილმა ღირსების დამცველმა ფილ ნევილმა, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი გუშინდელი მარცხის შემდეგ, "წითელი ეშმაკების" ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ძველი ალექსისისგან აღარაფერია დარჩენილი.

"მეორე ტაიმში იყო 20 - წუთიანი მონაკვეთი, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ბურთს ნორმალურად არცკი შეხებია, ალექსის სანჩესზეც შეიძლება იგივეს თქმა. ეს უკვე აღარ არის ის ალექსის სანჩესი, რომელიც ჩვენ მისი "არსენალში" ყოფნის დროს გვიყვარდა.

მას გადაბმულად სჭირდება 10 - 15 მატჩის ჩატარება, რომ ფორმაში შევიდეს და ათამაშდეს. ახლა ის სათამაშო ფორმის ვარდნას განიცდის, მასში ვერ ხედავ იმ ფეხბურთელს, რომელიც თუნდაც სათადარიგო სკამზე გიზის, შემოიყვან და მოახდენს თამაშზე ზეგავლენას.

არ ვფიქრობ, რომ მისთვის ყველაფერი დამთავრდა, ჩემი აზრით ის ადაპტაციას ხელთავიდან გაივლის. თავდაჯერებულობის მომენტია. მას თავისებური მიდგომა სჭირდება. სოლსკიაერს შეუძლია მასზე მუშაობა".
- განაცხადა დასასრულს ნევილმა.



წყარო: sports
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
13 თებერვალი 2019 19:20
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აქ ვიცით ეგ კაი ხანია
0
№2
ავტორი: shotkin
13 თებერვალი 2019 20:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არაა უნდა გავუშვათ ეს უბრალოდ საშინელება იყო გუშინ, 10-15 თამაში რო გჭირდება ფორმაში მოსასვლელად ეგეთი როხოც გვწყავს და არავის არუნდა ასეთი ფეხბურთელები, ხარისხი არ არის ამ კაცში არიგრძნობა, რა გაწვავებაზე და კრეატიულობაზეა ლაპარაკი პასს ვერ აკეთებს სწორს 3-4 მეტრში მოძრაობაში, საერთოდ ამოვარდნილია ტემპიდან და ყველაფრიდან სერიოზულად უნდა დაისვას საკითხი გუნდსი და გადახედონ ფეხბურთელებს ინდივიდუალურად და ვისშიც არ იგრძლობა პერსპექტივა და მომავალი უნდა წავიდნენ ახალი გუნდი იქმნება და იმედია სწორ ფეხბურთელებს მოიყვანს ზაფხულში ოლე
0
№3
ავტორი: ikeoni
13 თებერვალი 2019 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ვერც კი წარმოვიდგენდი სანჩესის ესეთ ცუდ ფორმას
0
№4
ავტორი: giorgi_mg
13 თებერვალი 2019 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვინ იფიქრებდა რომ სანჩესი ვერ მოერგებოდა მანუს, დაჟე სოლსკიაერის სტილსაც ვერ მოერგო
0
№5
ავტორი: JuanMata
14 თებერვალი 2019 02:26
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამის ტრანსფერში 50-60 ლიმონი თუ ავიღეთ კარგი იქნება და მარჯვენა ვინგერი ვიყიდოთ.
არ ვიცი რა ჭირს სანჩესს, მაგრამ ამის თამაშს მირჩევნია გომესს ვუყურო მარცხენა ფლანგზე.
0
№6
ავტორი: kobinio
14 თებერვალი 2019 08:12
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
აშკარად სხვაგანაა ტიპი
0
№7
ავტორი: f.c.mu
14 თებერვალი 2019 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
წაგების ერთ ერთი უმთავრები მიზეზი რაც იყო ზუსტად ისაა რომ ზამენაზე შემოსულებმა ვერ ჩაანაცვლეს, ძირითადის ხალხი, პირიქით მაგის მერე უფრო აირია თამაში.

ეს თუ ათამაშდება მაგას რა ჯობია, მაგრამ ფაქტია ესეთ გადამწყვეთ თამაშში ამის შემოყვანას აზრი არ აქვს, ამას ჯობდა ისევე ლუკაკუ შემოეყვანა. სანჩესი უნდა ათამაშო ცოტა სუსტებთან რო არ გაუჭირდეს, ერთი ორს ადვილად გაცდეს, მოატყუოს, აჯობოს, უნდა ირწმუნოს რო შეუძლია. წლის ბოლომდე ყველა ვარიანტში აქ იქნება, მერე უკვე დაიწყება საუბრები გაშვებაზე.

ბევრს გაეცინება მაგრამ ზუსტად ამ დროისთვის იყო ფელაინი კარგი როცა გუნს თამაში არ მისდის საჯარიმოში აქტიურად მაღალი ბურთების ჩაწოდება.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
14 თებერვალი 2019 18:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართლა რა მოუვიდა რთული სათქმელია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top