თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2019, 17:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1551,
კომენტარები: 7
ვენგერი: "გუნდებს შორის დიდი სხვაობაა"
არსენ ვენგერი პარიზელთა უპირატესობას უსვამს ხაზს.
ვენგერი:
"არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წაგების მთავარი მიზეზი მოედნის ცენტრის დათმობა იყო.

წუხელ "წითელმა ეშმაკებმა" "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ჩაატარეს და ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობისას პირველი მარცხი განიცადეს. ნორვეგიელმა თავის მხრივ აღაიარა, რომ პსჟ-მ გაცილებით მაღალი კლასი გამოავლინა.

მატჩის შემდეგ თამაშის ანალიზისას ვენგერი "იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელის მოსაზრებას დაეთანხმა და ასევე განაცხადა, რომ "წითელთა" მარცხის მთავარი მიზეზი პოლ პოგბას, ანდერ ერერასა და ნემანია მატიჩის მიერ მოედნის ცენტრის ოპონენტებისთვის დათმობა გამოდგა.

"ამ გუნდებს შორის სხვაობა ტექნიკური თვალსაზრისით და თამაშის აღქმის უნარით ძალიან დიდი იყო და მატჩის მიმდინარეობისას მხოლოდ იზრდებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" სახლში თამაშობდა და მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში ჩემპიონთა ლიგის მატჩში. ეს ფაქტი თავად მეტყველებს გუნდებს შორის სხვაობაზე.

ჩემპიონთა ლიგაზე დაუშვებელია ნახევარდაცვის ხაზში მეტისთვის დომინირების უფლების მიცემა, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი მოწინააღმდეგ მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩაგრავდა ნახევარდაცვაში. პსჟ ხუთი ნახევარმცველით თამაშობდა და ბურთს არასდროს კარგავდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" კი ვერაფრით ახერხებდა ბურთის წართმევას, ხოლო როცა მათ ჰქონდათ, მალე კარგავდნენ, რადგან პსჟ ნახევარდაცვას მთლიანად ფლობდა.

როცა სახლში თამაშობ და ბურთს ვერ იჭერ, ნახევარდაცვაში ბრძოლას აგებ, ყოველთვის რთულ ვითარებაში აღმოჩნდები",
- განაცხადა ვენგერმა.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
13 თებერვალი 2019 17:56
  • სიახლეები: 2776
  • კომენტარები: 3861
გუშინ არაფერი დამიწერია ფიზიკურად ვერ შევძელი...ძნელია თამაში გაუხსნა ისეთ მოწინააღმდეგეს რომელსაც შეტევაში რეაქტიული მბაპე ჰყავს. იანგის მომენტი თუ გახსოვთ, ტიპს უბრალოდ ჩაურბინა და მორჩა. სხვა ტაქტიკის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ მივიღებდით მეტ გოლს მაგრამ ჩვენც აუცილებლად გავიტანდით. ალბათ უნდა შეგვეტია, უფრო აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ სოლსკიაერის ტაქტიკა უფრო ფრთხილ გათვლებზე გაკეთდა. ეგ არაფერი, ახალი მოსულია და ლოგიკურია, რომ ყველაფერს ერთად ვერ მოაგვარებს ეს კაცი, ყველაფერი უნდა გამოიცადოს, ყველა სტრატეგია, ყველა თამაში თავისებურ გამოცდილებას მისცემს და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონებში პროფესიულად უფრო გაზრდილ სოლსკიაერს ვიხილავთ, რომლისთვისაც ნებისმიერი გარემო გმოცდილი იქნება. კაცმა ბოლო ბოლო პირველი შეხვედრა ჩაატარა ამ ტურნირზე და ჩაიბარა ისეთი გუნდი რომლის ოთხეულიც თავად მოურინიოს სასწაული ეგონა მაგრამ ჰა შედეგი სახეზეა. ჩემპიონთა ლიგა სხვა ტურნირია, აქ სხვა სფეროა და ამ ტურნირზე გამოცდილების გარეშე ძნელია ვარსკვლავებით გაჭედილ ტუხელს ადგე და ესე მარტივად მოუგო. Respect ole !!!
4
№2
ავტორი: ikeoni
13 თებერვალი 2019 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ციტატა: Svani

100% ბრატ
1
№3
ავტორი: OzBeTa
13 თებერვალი 2019 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
პსჟ რა სასტავითაც ჩამოვიდა მარტო 3 ფეხბურთელი ჯობდა ჩვენს ფეხბურთელებს ვინც სტადიონზე იყვნენ, მბაპე, სილვა და ვერატი და დავიჯერო ასეთი ძნელი იყო ჩვენს 8 ფეხბურთელს რომელთაც უპირატესობა ჰქონდათ და უფრო ძლიერები იყვნენ შეეტიათ და მოეგოთ ეს მატჩი?! ძაან დაზადნეს და შეშინებულები თამაშობდნენ, ბურთს ვერ აკატავებდნენ გამუდმებით ჩაწოდებაზე იყვნენ სადაც არავინ იყო თავის მომგები. კაროჩე ძაან კატასტროფა თამაში ითამაშა ოლემ და მაგრად შეცდა ასე რომ ათამაშა გუნდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№4
ავტორი: Dato kutaisi
13 თებერვალი 2019 20:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მე სრულებით არ ვაკრიტიკებ ოლეს და ვერ ვხედავ მის ბრალეულობას იმ ზომით რომ ეს შედეგი მისი ბრალი იყოს.
ადამიანის ბუნება ხარბია და ნაგავში ვიჯექით პერსპექტივის შეგრძნება არ გვქონდა,მოვიდა ეს კაცი და თავისი ალალი გულით და მცირედი გამოცდილებით,შემართებით მიადგა მოიგო მატჩები ოთხეულში დააბრუნა და უცებ ყველას გაგვიჩნდა მეტის მოთხოვნა.ესეც ბუნებრივია და არც ესაა არაკანონზომიერი რომ მეტი მოგინდეს,ზუსტად ამისთვის გინდა კარგი ტრენერი.ოლე საკუთარი წარმატებული სტარტის ტყვე იყო გუშინ.
როდესაც ვამბობდით რომ უკლასო შემადგენლობა გვაყვსთქო და ეგონათ მე ვიყავი სულ უკმაყოფილო აი ამაზე ვამბობდი სულ.ამ შემადგენლობით ტოტენჰემის დონეს ვერ აცდები.არ ვამბობ ცალკე აღებული პოგბა მარსო რეში თუნდაც ლინგარდი არაა დონე და კარგი ფეხბურთელებითქო.უბრალოდ დაუბალანსებელი გუბდი ვართ.ჩავარდნილი რგოლები გვაქვს რომლებიც ვუდვორდის და წინა ტრენერების ბრალია და არა ოლესი.რა მასალაც დახვდა იმ მასალით მაქსიმუმს შვება.
რაც შეეხება გუშინდელ თამაშს გუშინ არ იყო ბრაიტონი,არ იყო ლესტერი ან ნებისნიერი ვისაც მოვუგეთ.როცა კონტრ შეტევაა შენი სტილი ეს ნიშნავს რომ დაცვა უნდა გქონდეს გაუვალი.ეს ნიშნავს რომ ბურთი შენ არ გაქვს და სივრცე გეხსნება და მიდიხარ კონტრზე.ვენგერმა თქვა სწორად ნახევარდაცვა დათმესო.მესმის რომ ჩაშლაზე კარგად თამაშობდა ვთქვათ მატიჩიც ერერაც პოგბაც,მაგრამ ბურთს ვერ ვიჭერთ.ბურთის დაჭერას ისევ დაცვა ჭირდება ტექნიკური მარტო სამი კაცი ცენტრში ვერ იზამს ამას.
ლინგარდი რომ ძალზედ მნიშვნელოვანი ძალაა გუნდში მეორე ტაიმში გამოჩნდა და გასაგები გახდა ყველა ტრენერი რო ირჩევს მას.
მთავარი პრობლემა რაც დავინახე გუშინ ეს იყო ფიზ მომზადება.ძალიან სწორად დავიწყეთ მაღალი პრესინგით არ ვაძლევდით შეტევის დაწყების შანსს შსცდონებსაც ბევრს უშვებდა პსჟ ამის შედეგად,მაგრამ დავიღალეთ და ესეც კანონზომიერია ამდენს ვერ შეძლებ.მოკლედ რეშის 9ზე დაყენებას შედეგი ვერ მოაქვს და ეგებ გაიგონ ბოლო ბოლო.რატო უზღუდავენ ამ ბიჭს საშუალებას გამოიყენოს თავისი პლიუსები?ვერ იყენებს 9ზე არ იცის რა ქნას იქ.
გუშინ დავწერე მოურინიოს აჩრდილი იყო მოედანზეთქო და ამაში ვიგულისხმე ერთი რამ,როცა გვიჭირს და გოლი გვაქვს გასატანი, ვიწყებთ მოუს დროსავით ჩაწოდებებს საჯარიმოში.არადა აღარ გვყავს ფელა აგერ გუშინ კიდევ ვია უწოდებდნენ სანჩესს და მატას?
დრო გვჭირდება და ტრანსფერები.
ოლე შენს გვერდში ვარ მიაწექი
3
№5
ავტორი: shotkin
13 თებერვალი 2019 20:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Svani
გუშინ არაფერი დამიწერია ფიზიკურად ვერ შევძელი...ძნელია თამაში გაუხსნა ისეთ მოწინააღმდეგეს რომელსაც შეტევაში რეაქტიული მბაპე ჰყავს. იანგის მომენტი თუ გახსოვთ, ტიპს უბრალოდ ჩაურბინა და მორჩა. სხვა ტაქტიკის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ მივიღებდით მეტ გოლს მაგრამ ჩვენც აუცილებლად გავიტანდით. ალბათ უნდა შეგვეტია, უფრო აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ სოლსკიაერის ტაქტიკა უფრო ფრთხილ გათვლებზე გაკეთდა. ეგ არაფერი, ახალი მოსულია და ლოგიკურია, რომ ყველაფერს ერთად ვერ მოაგვარებს ეს კაცი, ყველაფერი უნდა გამოიცადოს, ყველა სტრატეგია, ყველა თამაში თავისებურ გამოცდილებას მისცემს და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონებში პროფესიულად უფრო გაზრდილ სოლსკიაერს ვიხილავთ, რომლისთვისაც ნებისმიერი გარემო გმოცდილი იქნება. კაცმა ბოლო ბოლო პირველი შეხვედრა ჩაატარა ამ ტურნირზე და ჩაიბარა ისეთი გუნდი რომლის ოთხეულიც თავად მოურინიოს სასწაული ეგონა მაგრამ ჰა შედეგი სახეზეა. ჩემპიონთა ლიგა სხვა ტურნირია, აქ სხვა სფეროა და ამ ტურნირზე გამოცდილების გარეშე ძნელია ვარსკვლავებით გაჭედილ ტუხელს ადგე და ესე მარტივად მოუგო. Respect ole !!!

კი კი გეთანხმები ბევრი რამე უნდა დაინახოს მწვრთელმა ამ თამაშიდან იმედი სანჩესსაც მიხედავს და გაუშვებს გუნდიდან, და საბოლოოდ ვინც უვარგისია ისინი დაგვტოვებენ წელს იმედია.
0
№6
ავტორი: Svanchester
13 თებერვალი 2019 22:13
  • სიახლეები: 2776
  • კომენტარები: 3861
ციტატა: shotkin

სანჩესის პირველ რიგში გაშვების მომხრე უკვე მართლა ვარ. ტიპი რამდენჯერაც ბურთს იღებდა იმდენჯერ რაღაც უაზრობა უნდა ექნა, უკვე მართლა ტეხავს ეს 7 ნომერი რა უბედურება გახდა ჩვენთან. სანჩესი აი ვაფშე არაფერი არაა ძველისგან დარჩენილი, აი ვაფშე.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
14 თებერვალი 2019 18:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორად ილაპარაკა არსენმა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top