თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2019, 17:29
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1550,
კომენტარები: 7
ნევილი: "პსჟ უკეთესი გუნდია, ეს უნდა ვაღიაროთ"
ნევილისა და შმეიხელის განსხვავებული მოსაზრებები.
ნევილი:
პეტერ შმეიხელი და გარი ნევილი პარიზში გასამართ მატჩზე სხვადასხვა აზრის არიან. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" გუშინ საკუთარ სტადიონზე 2-0 ანგარიშით დამარცხდა. სამ კვირაში კი ოლე გუნარის შეგირდები პარიზს ეწვევიან.

"უნდა ვაღიაროთ, რომ პსჟ უკეთესი გუნდია და ვფიქრობ, რომ "იუნაიტედისთვის" ყველაფერი უკვე დასრულებულია."

შმეიხელმა და ნევილმა ორივემ მიიღეს 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობა და დიად დანიელს ყოფილი თანაგუნდელის შეფასება საერთოდ არ ესმის.

"არ ვიცი, რატომ თქვა ნევილმა ეს. პარიზში გასამართ მატჩამდე სამი კვირაა, ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. გუშინდელი თამაშიდან "იუნაიტედმა" უკვე საკმარისზე მეტი ისწავლა, კარგი გაკვეთილი მიიღო."

"სამი კვირა საკმარისზე მეტი დროა გაუმჯობესებისთვის. შეგიძლია, ბევრი ივარჯიშო, შეგიძლია შესაბამისი გეგმა მოიფიქრო."

თავად სოლსკიაერიც უარს აცხადებს დანებებაზე და აცხადებს, რომ საფრანგეთში "იუნაიტედი" თავის სიტყვას იტყვის:

"გასახდელში ძალიან დიდი მოტივაცია სუფევდა. ყველას სურს, რომ ეს ყველაფერი თავის ადგილას დალაგდეს. ჩვენ ამ დღეს უბრალოდ ჩავლის საშუალებას მივცემთ. პირველ რიგში, პარიზში პირველივე ტაიმში ერთი ბურთის გატანას და არცერთის გაშვებას უნდა დავუმიზნოთ. ვნახოთ, რა მოხდება. წინ ბევრი დროა."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ZEUS
13 თებერვალი 2019 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
“უნდა ვაღიაროთ, რომ პსჟ უკეთესი გუნდია და ვფიქრობ, რომ "იუნაიტედისთვის" ყველაფერი უკვე დასრულებულია."

ესეთი რაღაცა არ უნდა თქვა მანჩესტერის ლეგენდამ, პირიქით უნდა გაამხნევოს ყველა რა სიტუაციაც არ უნდა იყოს.

არ მოველოდი ნევილისგან.
0
№2
ავტორი: ikeoni
13 თებერვალი 2019 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ნევილმა იცის ხოლმე ესეთი გამოხტომები...გარიი გარიიიიი
0
№3
ავტორი: Gamkrelidze
13 თებერვალი 2019 18:27
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ცენზურას თამაშს თავი დაანებე გარი :)) კლუბის ლეგენდა რო გქვია ეგეთები არ უნდა იძახო.
0
№4
ავტორი: shotkin
13 თებერვალი 2019 20:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ZEUS
“უნდა ვაღიაროთ, რომ პსჟ უკეთესი გუნდია და ვფიქრობ, რომ "იუნაიტედისთვის" ყველაფერი უკვე დასრულებულია."

ესეთი რაღაცა არ უნდა თქვა მანჩესტერის ლეგენდამ, პირიქით უნდა გაამხნევოს ყველა რა სიტუაციაც არ უნდა იყოს.

არ მოველოდი ნევილისგან.

კაი რა:) შეიძლება მაგან არ თქვას მარა ვინმემ ხო უნდა თქვას, აი რა შანსები აქვს მანჩესტერს შენიაზრით? იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც ნახე, არ ვარ პესიმისტო ვიყოთ ობიექტურები და რეალისტები, 2 ბურთით სახლში მარცხები და საპასუხო თამაშში არ გყავს პოგბა არც მატიჩი არიქნება ყვითლების გამო, ნახევარდაცვაში ამ ფეხბურთელებთან ერთად გვაჯობეს ჩავდივართ იქ 0:2 ჰანდიკაპი ამოსაღებია მე პირადად ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ ცენტრში გარღვევა გვაქ და სრული შემადგენლობა რომც გვყავდეს ისედაც გაგვიჭირდებოდა და ეხლა ხოს აერთოდ
0
№5
ავტორი: wasabi
13 თებერვალი 2019 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ეს არ იყო სიტიში გადასვლისთვის შმეიხელის საცემად რო იწევდა? პროსტა ნევილი ყოველთვის მანჩესტერული სულის გამო მიყვარდა, გუნდის ჯილკა იყო, ბოლომდე მებრძოლი გუნდისთვის თავდადებული და თუ ვინმეს უნდა დაეცვა იუნაიტეტი მარცხის შემდეგ ეს უნდა ყოფილიყო.
0
№6
ავტორი: giorgi_mg
14 თებერვალი 2019 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეს კაცი მუდაობს ექპერტად და ლაპარაკში უხდიან ფულს, მე დიდად ამის კომენტარებს სერუოზულად არ აღვიქვავ., თორე ვინმეს ეჭვი ეპარება რომ იუნაიტედი მაგრად უყვარს და გული არ შეტკივა?! იქნებ ასეთი განცხადებების მერე უფრო გაბრაზდნენ და ისევ გადააბან მოგებები ან უკეთესად ათამაშდნენ.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
14 თებერვალი 2019 18:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე წაგება იყო მოულოდნელო, თორე წაგებაში ამ ერაპზე საგანგაშო არაფერია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top