"არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით გარდასახული "მანჩესტერ იუნაიტედი" შეაფასა.
მიუხედავად "ოლდ ტრაფორდზე" პსჟ-სთან განცდილი მარცხისა, ნორვეგიელის სტატისტიკა "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელის პოსტზე, შთამბეჭდავია. ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ოლე გუნარმა მოიგო 10 მატჩი შესაძლო 11-დან.
ვენგერის აზრით, სოლსკიაერს ძალიან დაეხმარა ის ფაქტი, რომ საწყის მატჩებში მისი მეტოქე მოკრძალებული "კარდიფი", "ჰადერსფილდი", "ბორნმუთი", "ნიუკასლი" და "რედინგი" იყვნენ. ეს გამარჯვებები გუნდს დიდ იმპულსს მატებდნენ. "ოლემ დიდებულად იმოქმედა "მანჩესტერ იუნაიტედზე", ბიძგი მისცა მათ, გააჩინა თავისუფლება და პოზიტიური განწყობა.
როცა მოურინიო წავიდა, მომდევნო ხუთი მატჩი ზედგამოჭრილი იყო. ყოველი გამარჯვება თავდაჯერებულობას გმატებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემთვის ახლა კონტრშეტევებზე მოქმედ გუნდს წარმოადგენს ძალიან მობილური ფეხბურთელებითა და პოგბათი ცენტრში. პირველ რიგში სწორედ პოგბა ქმნის სხვაობას.
მოურინიო ყოველთვის მკაცრი იყო დისციპლინაში. პოგბა დიდებული ფეხბურთელია, როცა ზოგჯერ არასაკმარისად დისციპლინირებული. ახლა მის სასარგებლოდ მოქმედებენ მატიჩი და ერერა, ამიტომ საკუთარი ნიჭის გამოვლენას ახერხებს", - განაცხადა ვენგერმა.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.