თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2019, 13:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1443,
კომენტარები: 8
ერერა პოზიტიურ განწყობაზეა
ანდერ ერერა მატჩის შემდეგ.
ერერა პოზიტიურ განწყობაზეა
ანდერ ერერას მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" საფრანგეთში გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე გასვლა ჯერ კიდევ შეუძლია.

ტომას ტუხელის გუნდმა "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ პირველ შეხვედრაში 2-0 გაიმარჯვა პრესნელ კიმპემბესა და კილიან მბაპეს გოლებით.

ამ შედეგით დასრულდა ოლე გუნარ სოლსკიაერის 11-მატჩიანი წაუგებელი სერია "იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელის პოსტზე.

ერერა შეშფოთებულია გაშვებული გოლების გამო და აღიარებს, რომ მეტოქემ გვაჯობა, მაგრამ ესპანელს მიაჩნია, რომ "ტოტენჰემსა" და "არსენალთან" გასვლაზე ბოლო მატჩებში მოპოვებული გამარჯვება გუნდს მოტივაციის ამაღლებაში უნდა დაეხმაროს.

"ვფიქრობ, პირველ გოლამდე თანაბარი თამაში იყო. ვერ ვიტყვით, რომ უკეთესად ვთამაშობდით, მაგრამ არც ისინი გვჯობნიდნენ. სიტუაცია გართულდა, რადგან ასეთი ტიპის გუნდებთან, ძალიან კარგ გუნდებთან, გოლის გაშვება კუთხურიდან ნამდვილად არ გინდა. პირველ 60 ან 65 წუთში თამაშიდან არავითარი მომენტი არ შეუქმნიათ. ორი მომენტი, რომელიც მათ შექმნეს, თამაშგარე იყო.

მაგრამ გოლის შემდეგ კონტრშეტევებზე თამაში შეეძლოთ და მათ ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. დაცვიდან თამაშის აგება შეეძლოთ, ჩვენ პრესინგს ვაწარმოებდით, ამიტომ გოლის შემდეგ ის სივრცეები გაუჩნდათ, რაც პირველ ტაიმში არ ჰქონდათ. ეს ფეხბურთია - ამისგან უნდა ისწავლო. ასეთი გუნდების წინააღმდეგ სტანდარტულებიდან გოლის გაშვება დაუშვებელია, რადგან ყველაფერი რთულდება.

ახლა კარგი მაგალითები გვაქვს. გასვლაზე დავამარცხეთ "ტოტენჰემი" და "არსენალი". ეს ორი გუნდი ისეთივე კარგია, როგორც პსჟ, ამიტომ ასე ადვილად არ დავნებდებით. მაგრამ, ახლა, ინგლისის თასზე "ჩელსისთან" გასამართ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და ოთხეულში ადგილი შევუნარჩუნოთ".


ერერა შესანიშნავად აცნობიერებს უდრეკობის მნიშვნელობას ამ მარცხის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა გუნდმა მიაყენა ოლე გუნარის გუნდს.

"ვფიქრობ, ეს შედეგი დიდ ზიანს ვერ მოგვაყენებს წაგების სტილიდან გამომდინარე. თუ მარცხდები მაშინ, როცა მეტოქე გჯობნის, ეს უკვე საზიანოა! ბევრ პრობლემას ვერ გვიქმნიდნენ. ვერც ჩვენ, გულახდილად რომ გითხრათ, მაგრამ 0-0 მისაღები შედეგი იქნებოდა, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს შემდეგ მატჩში. ახლა უფრო რთულდება საქმე, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ კარგი მაგალითები გვაქვს.

მომხდარზე ფიქრით დროის დაკარგვას არ ვაპირებთ. "ჩელსისთან" დიდი მატჩი გველის გასვლაზე და ინგლისის თასი არის ტურნირი, რომლის ფინალშიც წინა წელს დავმარცხდით - მაგრამ მოგება დავიმსახურეთ. ინგლისის თასზე ბრძოლისა და ოთხეულში ადგილის შენარჩუნების შანსი გვაქვს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ZEUS
13 თებერვალი 2019 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
კარგია ერერა პოზიტიურათ რომ ხარ, შემოგევლე მაგ გულში <3 სულით მანჩესტერელი!

გუშინდელი დღის მერე შემზიზღდა ეს დი მარია. არც არასდროს მეხატებოდა გულზე მაგრამ ბევრი მოუვიდა ძალიან გუშინ... ელემენტარული ზრდილობაა,კარგი აღნიშნე, აღნიშნე. მარა მერე რაღას ამატებ ამ ცეკვებს და თითის ტუჩზე მიდებებს? ძალიან გააღიზიანა გულშემატკივარი, და მეც საკმაოდ მომეშალა ნერვები. ნეტა საერთოდ მოემტვრია ეგ ხელები იანგს ჯობდა.
1
№2
ავტორი: 100%Red
13 თებერვალი 2019 13:48
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ ეს ლინგარდის და მასიალის ტრამვა იქნებოდა ბლ###
ვერ ვიტყვი მოგიგებდიტტქო მარა ამათმა ტრამვამ კიდე გაგვინახევრა შანსები, აუ ძაან დასანანია
0
№3
ავტორი: stepno
13 თებერვალი 2019 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მარსიალი და ლინგადი ძალიან დაგვაკლდენ მე-2 ტაიმში:) სანჩესი 0 იყოო ვერც მატა ბრწრყინავდაა. ცოტა არ გაგვიმართლაა და გეაა ფეხბურთი რაა. ეხლაა პარისზში უნდა დავამტკიცოთ რომ ჩვენი მოგონილია ქამბექიი წიინ მანჩესტერი იუნაიტედ love love love
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 თებერვალი 2019 14:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩელსისთან მოგებაზე უნდა ითამაშონ და ლივერპულს სახლში აუცილებლად უნდა მოვუგოთ, პესეჟეს ბარიერის გადალახვა უკვე ილუზიაა და სასწაულის იმედად ყოფნაა ამიტო რაც რეალურია ის უნდა გააკეთეონ მაქსიმალურად.
0
№5
ავტორი: ikeoni
13 თებერვალი 2019 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
ალბათ ესაა ყველაზე მთავარი ეხლაა
0
№6
ავტორი: The Special One
13 თებერვალი 2019 17:03
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ტუხელმა გამოცდილებით აჯობა,ჩვენ თამაშზე იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა,ოლემ ვერც გარისკა რო შეეტია,მაგრამ არც დაცვა უნდოდა და ამ საშუალოში გავიჭედეთ და მაგან დაგვღუპა.ოლეს არ აქ ისეთი გამოცდილება რომ ჯერ ასეთი გუნდები გამოაგდოს,მაგრამ თანახმა ვარ ეს გამოცდილება იუნაიტედთან ერთად დააგროვოს,მისი გაშვება ხომ საერთოდ აბსურდია.პარიზში კიდევ სასწაულის იმედზე უნდა ვიყოთ.

ტუხელმა გამოცდილებით აჯობა,ჩვენ თამაშზე იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა,ოლემ ვერც გარისკა რო შეეტია,მაგრამ არც დაცვა უნდოდა და ამ საშუალოში გავიჭედეთ და მაგან დაგვღუპა.ოლეს არ აქ ისეთი გამოცდილება რომ ჯერ ასეთი გუნდები გამოაგდოს,მაგრამ თანახმა ვარ ეს გამოცდილება იუნაიტედთან ერთად დააგროვოს,მისი გაშვება ხომ საერთოდ აბსურდია.პარიზში კიდევ სასწაულის იმედზე უნდა ვიყოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№7
ავტორი: mishiko1
13 თებერვალი 2019 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
დროა გამოვფხიზლდეთ და მთელი ყურადღება ჩემპიონატს დაუთმოთ. არამგონია იმის ძალა გვქონდეს პარიზში ჩავიდეთ 3-0 მოვიგოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ თან პოგბას გარეშე, ამ დროისთვის შეიძლება კავანი და ნეიმარი დაბრუნდნენ პსჟ-ში და ამ შემთხვევაში კი ძალიან გაგვიჭირდება ფრეც კი.
0
№8
ავტორი: wasabi
13 თებერვალი 2019 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
სიტისთან იმ საშინელი მარცხის შემდეგ მეგონა რო ყველაფერი დამთავრებული იყო, რომ არასოდეს აღარ ვუყურებდი მანჩესტერის თამაშს და საერთოდ კინაღამ გავაფრინე, მაგრამ თუ რამე მასწავლა ამ გუნდის გულშემატკივრობამ ისაა რომ მანჩესტერი ყოველთვის ბრუნდება, უფრო ძლიერი ვიდრე ადრე და ეს მანამდე იქნება ესე სანამ გუნდში იქნებიან ისეთი ხალხი რომელსაც მანჩესტერ იუნაიტეტი ყვეალაფერს ურჩევნიათ, დიდი ხანია მოგვიწია ცდამ ფერგის მერე, ვინც მოვიდა ყველა ფიქრობდა რო გუნდზე უფრო მნიშვნელოვანი იყო და ეხლა არის ისეთი მწრთვნელი რომელიც ესე არ ფიქრობს. მესმის გაბრაზება იმედგაცრუება, დაცინვა რომელმაც ეხლა მთელი ინტერნეტი მოიცვა, მაგრამ ყოველთვის ვაჩუმებდით ხოლმე და ყოველთვის გავაჩუმებთ. GGMU <3
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top