თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2019, 02:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1972,
კომენტარები: 8
"კუთხურამდე ყველაფერს ვაკონტროლებდით"
რამ გადაწყვიტა დღევანდელი მატჩის ბედი - ერერა მატჩის შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრებმა 2-0 ანგარიშის სხვაობით დაამარცხეს. ანდერ ერერას განცხადებით, კუთხურამდე ყველაფერი იდეალურად მიდიოდა და სწორედ ამ კუთხურმა გადაწყვიტა დღევანდელი მატჩის ბედი.

"ვფიქრობ, პირველი გოლამდე ყველაფერი თანაბრად მიდიოდა. ძალიან დაძაბული თამაში იყო. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ისინი დავჯაბნეთ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ისინი გვჯობდნენ. ძალიან რთულია ეს ყველაფერი. პსჟ უმაღლესი დონის გუნდია და როდესაც მათნაირ გუნდთან თამაშობ კუთხურიდან ნამდვილად არ გინდა ბურთის გაშვება. სხვა მომენტი პირველი 60-65 წუთი მათ არ ჰქონიათ. ის ორი მომენტიც, რომელიც შექმნეს თამაშგარე მდგომარეობა იყო. გოლის შემდეგ კონტრშეტევებზე გადავიდნენ. ყველამ ვიცით, რომ მათ ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ."

"პირველ ტაიმში პრესინგს ვთამაშობდით და მათ თავისუფალ სივრცეებს არ ვუტოვებდით, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ ეს სივრცეები მუდმივად ჩნდებოდა. თუმცა ეს ფეხბურთია და ყველა თამაშისგან რაღაცის სწავლა შეიძლება. არ შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ გოლის ასე გაშვება, რადგან ყველაფერი გაცილებით უფრო რთული ხდება. თუმცა ჩვენ მატჩი მოვიგეთ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, მოვიგეთ "არსენალის" წინააღმდეგ და ისინი პსჟ-ზე არაფრით ნაკლები არ არიან. პარიზში დანებებული არ ჩავალთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათთვის მატჩი გავართულოთ. ახლა ინგლისის თასისკენ უნდა მივმართოთ კონცენტრაცია."

"ეს შედეგი ძალიან მტკივნეული არ იქნება, რადგან ასე დავმარცხდით. როდესაც მარცხდები და შენი თამაში გაცილებით უარესია შენი მოწინააღმდეგის თამაშზე, ეს მტკივნეულია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კუთხურამდე ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებდით. არ ვამბობ, რომ უკეთესი ვიყავით, მაგრამ არც მათ ჰქონდათ შანსები. 0-0 უკეთესი შედეგი იქნებოდა, ყველაფერი პარიზში გადაწყდებოდა. ეს ახლა გაცილებით უფრო რთულია ჩვენთვის, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე წარსულში გამარჯვების კარგი მაგალითები გვაქვს, ასე რომ ვნახოთ რა მოხდება."

"ჩელსისთან" დიდი მატჩი გვაქვს სათამაშო, ასე რომ დროს არ დავკარგავთ იმის ფიქრში, თუ რა მოხდა დღეს. ამ ჩემპიონატში წავაგეთ ფინალი გასულ წელს. ამ სეზონში კი ამ თასის მოგების რეალური შანსი გვაქვს, ასე რომ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის."

წყარო: ManUtd.com
სხვა
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 თებერვალი 2019 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ar amartlebs magram mainc tramvebs davabralebdi Saertod ver chaerto verc sanchesi da verc mata tamashi
0
№2
ავტორი: stepno
13 თებერვალი 2019 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბიჭებოო ძაან ნუ გადაუვლით ეხლა ამის გამოს ამ კაცს და ზოგადად გუნდს :) მართლა დასანანი გოლი გაუშვით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი დაცვის ცენტრის სისუსტეე :)) შემდეგ სეზონში დარწმუნებული ვარ 2 ჯერ უფრო ძლიერი მანჩესტერი იქნება. მინდა ვთქვა რომ არალეარული და სასწაული არ იქნება პსჟ-ს გამოგდება კიი ძაალიან რთული იქნება მაგრამ როგორც ოლემ აღნიშნა არა შეუძლებელი ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მითუმეტეს როდესაც მანჩესტერი ხარ. ძალიან ბევრი საცოდავი და ბოღმიანი ადამიანის კომენტარი ვნახე ფბ-ზე, რომ ვითომ დაინახეს მანჩესტერის ნამდვილი სახე და გრანდებთან არაფრის მაქნისებია რ არიაან და ასე შემდეგ მაგრამ მალეე გაჩუმდებიან და მალე გააჩუმებს მანჩესტერი ყველას.
1
№3
ავტორი: giorgisamnidze99
13 თებერვალი 2019 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: stepno

მეგობარო ჩვენ გვჯეროდეს ჩვენი გუნდის სხვას თუ არ უყვარს მანჩესტერი ჩვენ ხო გვიყვარს ფანებს მილიონობით ისინი უყურებ რო წააგოს მანჩესტერმა რო გალანძღონ და რაგაც სუსტი წერტილი უნახონ წელს 4 დავჯერდეთ და პარიზთან გავიბრძოლებით ნამდვილად იქაც 0 არ ვითამაშებთ გოლს გავიტანთ უეჭველი ამიტო ტყვილა იშლი ნერვებს ჯერ არაფერი დაკარგული არააა და არც იქნება სანამ მეორე თამაშის საბოლოო სასტვენი არ გაისმება.. პოგბას გარეშეც შეულია ჩვენ გუნდს თამაში და ეგააც არ იქნება პრობლემა ამიტო მონდომება იყოს და დაუზარებლობა ყველა ბურთზე უნდა ითამაშონ საპასუხო მაჩზე თვით დეხეამაც 11 კაცმა და შეილება მოგებაზეც ფიქრი
0
№4
ავტორი: stepno
13 თებერვალი 2019 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: giorgisamnidze99

რათქამუნდა გეთანხმებიი ძმაო. დიდი იმედებით ველოდები პარიზში გასამართ მატჩს და მგონია რო ოლე დაინახავდა ბევრ შეცდომას და გამოასწორებს ყველაფერს. მარტივად ვერ გავა პსჟ დარწმუნებული ვარ მაგაში და მაგრად მჯერა რომ პირველ გოლს ჩვენ გავიტანთ პსჟ-ში და აი მერე რა მოხდება კაცმა არ იცის.
1
№5
ავტორი: giorgisamnidze99
13 თებერვალი 2019 10:44

არქილევსის ქუსლში დარტყმასავით იქნება სწრაფი გოლი რო გავიტანოთ და მერე აიჭრებიან ისინი როგორც ოლდზე მოგვიგეს უშანსოთ ისე უნდა მოუგოს ოლემ უშანსოთ ტუხელს პარიზში
0
№6
ავტორი: M.Rashford
13 თებერვალი 2019 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
თავისუფლება აკლდა გუნდს ფაქტია. სუშერის მოსვლის პირველი შეხვედრა იყო შედევრი, გუნდი ფეხბურთით ტკბებოდა, ამ ბოლო მატჩებში გადაეშვა ტაქტიკებში და ტაქტიკურად ვერ აჯობა გამოცდილ ტუჰელს... ტრამვებმაც დიდი როლი ითამაშეს მატჩზე. უფრო მეტი მრისხანება მართებდა გუნდს, შეტევაშ საერთოდ არ ყოფილან სახიფათოები, ბურთიც უფრო ხშირად უნდა დაეჭირათ....
0
№7
ავტორი: K1llsw1tch
13 თებერვალი 2019 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
პირველ ტაიმში მეტი აქტიურობა იყო საჭირო, მაგრამ ყველაფერს ოლეს ვერ დავაბრალებთ. ამ ფორმაციას, ამ შემადგენლობას მეტი არ შეუძლია. ნახევარი გუნდი საუკეთესო შემთხვევაში საშუალო დონეა. იანგმა ჩაწოდება ვერ ისწავლა, მატიჩი ზანტია, სანჩესი ჩამოსაწერია, ბაიის მეორე გოლზე ჩამოეძინა, მატაც დიდი ვერაფერი. ლუკაკუ უფრო ადრე იყო შემოსაყვანი.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
13 თებერვალი 2019 14:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცოტა უიღბლობა ცოტა გამოუცდელობა, პესეჟეს ცოტათი მაღალი კლასი და ეგაა სხვა კიარაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top