თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2019, 13:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1558,
კომენტარები: 5
"ყველას ძალიან გვსურს მისი დარჩენა"
ენტონი მარსიალის განცხადებით, ოლე მას უფრო აგრესიულ შეტევებს სთხოვს.
ენტონი მარსიალი პრემიერ ლიგის გასული ტურის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო. პრესამ ოლე გუნართან ერთად ინტერვიუ მასაც ჩამოართვა პსჟ-სთან მატჩის წინ.

-ახალი მწრთვნელის მოსვლის შემდეგ კლუბის შემადგენლობა არ შეცვლილა, თუმცა შედეგები სრულიად შეიცვალა. რა მოხდა?
-"დიახ, ცვენ გვყავს მწრთვნელი, რომელსაც, ალბათ, სულ სხვა მიზნები, მიდგომა და განზრახვები აქვს. ჩვენ ყველა ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რის გაკეთებასაც ის გვთხოვს. ალბათ, ჩვენთვის მისი სტილით ფეხბურტის თამაში გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე იმ სტილით, რომელსაც მის მოსვლამდე გვთხოვდნენ. ვფიქრობ, ახლა ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებთ და იმედი მაქვს, რომ ასეც განვაგრძობთ."

-ფეხბურთელებს სოლსკიაერის დარჩენა სურთ?
-"ცხადია, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის ამ მომენტისთვის და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ მასთან მუშაობით. ვიმედოვნებ, რომ ის ჩვენთან დიდი ხნით დარჩება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მასთან მუშაობა ძალიან გვსიამოვნებს და ძალიან კარგია მისი მწრთვნელის რანგში ხილვა."

-მწრთვნელმა თქვენზე ბევრი ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ თქვენი თამაშით მოხიბლულია. თუმცა სურს, რომ რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანოთ და სეზონში 20 ბურთი მაინც იყოს ხოლმე თქვენს ანგარიშზე. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ეს თქვენთვის? ფიქრობთ, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივარს თქვენი საუკეთესო ფორმა ჯერ კიდევ არ უნახავს?
-"დიახ, მას ეს ძალიან ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის. სხვათაშორის მხოლოდ მას არა, სხვა მწრთვნელებსაც, რომლებთანაც წარსულში მიმუშავია. ყველა მეუბნებოდა, რომ ამაზე უნდა ვიმუშავო, თანაც ძალიან ბევრი ვიმუშავო. ბევრჯერ უნდა გავცდე დაცვის ხაზს, ფეხბურთელები ჩამოვიტოვო და შემდეგ შევძლებ მეტი გოლის გატანას."

-როდესაც ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შედგა, "იუნაიტედის" ბევრმა გულშემატკივარმა იფიქრა, რომ მის გუნდს თამაში უკვე წაგებული ჰქონდა. თუმცა ახლა უმეტესობა გამარჯვებას ელის. შეგიძლიათ ისაუბროთ ამ ორ თვეში მომხდარ ცვლილებებზე?
-"ვფიქრობ, რომ ჩვენმა ახალმა მწრთვნელმა გუნდში ძალიან დიდი თავდაჯერებულობა შემოიტანა, ძალიან დიდი მოტივაცია და ეს ძალიან გვეხმარება. ამ ყველაფერმა ჩვენი განწყობა აამაღლა. ის ჩვენ ძალიან გვენდობა და ჩვენც ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, რომ იმედები არ გავუცრუოთ. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა. ამ მომენტისთვის ძალიან კარგ ფორმაში ვართ."

-რადგანაც ახლა ასეთ ფორმაში ხართ და თანაც პსჟ-ს რამდენიმე ძირითადის ფეხბურთელი აკლია, ფიქრობთ, რომ ამის მიხედვით "იუნაიტედი" დღეს ფავორიტი იქნება?
-"არა, არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ აკლიათ რამდენიმე ფეხბურთელი და ეს ჩვენთვის დადებითია, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ მათ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი კიდევ ჰყავთ. ასე რომ მგონია, რომ საოცარი მატჩ გველის წინ. დიდებული თამაში იქნება და მხოლოდ გამარჯვების იმედი მაქვს."

-პოგბას უკეთესს თამაშს როგორ ახსნით? ხომ არ ფიქრობთ, რომ ის გაცილებით უფრო თავისუფლად გრძნობს თავს და ამიტომაც თამაშობს ბევრად უკეთ?
-"პოლი პოლია - ვფიქრობ, ეს თქვენც ბევრჯერ აღგინიშნავთ ადრე. ყველამ კარგად იცის, რომ ის ძალიან ნიჭიერია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ამას თავადვე ამტკიცებს. ვფიქრობ, რომ შემდეგ მატჩებში გაცილებით მეტს დაგვანახებს და ეს ჩვენთვის საოცარი იქნება."

-თქვენ მწრთვნელის შეცვლამდე ძალიან კარგად თამაშობდით. ოლე გუნარს რაიმე სპეციფიკურის გაკეთება ხომ არ უთხოვნია თქვენთვის?
-"ერთადერთი რასაც მთხოვს არის ის, რომ მეტი შევუტიო და სწორედ ეს არის ჩემი სამუშაო - მატჩის ბედის გადაწყვეტა უნდა შემეძლოს და თამაშის საკუთარ თავზე აღება. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, როგორც ჩემთვის, ასევე სხვა ფეხბურთელებისთვისაც. ვიმედოვნებ, რომ ასე თამაშს განვაგრძობთ - ეს არის ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია. ვიმედოვნებ, რომ ისევ ისეთივე ეფექტურები ვიქნებით, როგორც ახლა ვართ და მაღალი დონის ფეხბურთს ვითამაშებთ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
12 თებერვალი 2019 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Midi midi marso dges psj unda gavacamtverot.
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
12 თებერვალი 2019 15:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აუ დღეს გადავუვლიდეთ პსჟს და ისედაც არაფხიზელი ვიქნები მარა მერე მთლად მოვიღებ ბოლოს:))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 17:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მეტი უნდა აიღოს საკუთარ თავზე, რიგ მომენტებში ჩანს რო შეუძლია ამის გაკეთება.
0
№4
ავტორი: mishiko1
12 თებერვალი 2019 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ვანახოთ ახლად გამომცხვარ გრანდს ვინ არის ნამდვილი გრანდი რომ ჩვენამდე მათ ბევრი უკლიათ. მანიუ საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.
0
№5
ავტორი: ikeoni
12 თებერვალი 2019 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
არაა პსჟ ფავორიტიი არააა ხო გამაგიჟეს ამათმააა:)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top