თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2019, 12:42
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1644,
კომენტარები: 9
"ეს მშვენიერი იქნება!"
პოლ პოგბა მატჩის წინ.
პოლ პოგბას განცხადებით დღევანდელი მატჩი განსაკუთრებული იქნება. ეს მატჩი მისთვის გამორჩეულია პერსონალურადაც. თუმცა ის არაფერს ყურადღებას არ აქცვე სდა მისი მთელი კონცენტრაცია დღევანდელი გამარჯვებისკენ არის მიმართული.

"საოცრად აღელვებული ვარ და მოუთმენლად ველი დღევანდელ მატჩს. ეს უმაღლესი დონის თამაში იქნება, ჩვენ ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებიტ. ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გვსურს წასვლა. ჩვენ ვთამაშობთ იმისათვის, რათა დიდ ჩემპიონატებზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ. აუცილებელია, რომ დიდ გუნდებსაც შესაფერისი წინააღმდეგობა გავუწიოთ და დავანახოთ თუ რა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ სწორედ ამიტომ ვთამაშობთ, ვვარჯიშობთ და ვწვალობთ."

"რა თქმა უნდა, ეს მატჩი ჩემთვის სხვა მხრივაც გამორჩეულია. რადგან როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მარსელში ვიყავი მამაჩემის გამო."

"ჩემთვის პირველი შემთხვევაა, როცა სახლში მშობლიური ქვეყნის გუნდს ვეთამაშები, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან მშვენიერი იქნება. ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი, ყველა ჩემ ირგვლივ იქნებიან და ვიმედოვნებ, რომ დღეს გამარჯვებას შევძლებთ."

"მათ ძალიან ბევრი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჰყავთ და ისინი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ლიგას იგებენ. მათი მთავარი მიზანი ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მე ორივე მეკარესთან მაქვს ნათამაშები, ბუფონთანაც და ალფონსთანაც. ასევე ნათამაშები მაქვს კილიანსა და პრესნელთან. ასე რომ მოუთმენლად ველოდები მათ წინააღმდეგ გამართულ მატჩს. თუმცა ჩემთვის უპირველესი გამარჯვების მოპოვებაა. მხოლოდ ეს მსურს!"

"მბაპე განსაკუთრებულია, ყველაზე მეტად იმიტომ რომ ის მხოლოდ 20 წლისაა და მისი თამაში თავისი დახვეწილობით 27 წლის ფეხბურთელის მატჩს ჰგავს. ისე თამაშობს, რომ შეგრძნება გიჩნდება, თითქოს, ძალიან დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეა."

"მას ძალიან კარგად ესმის ფეხბურთი და სწორედ ეს არის განსხვავება მასსა და სხვა ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ნაკლები ნიჭით არ არიან დაჯილდოვებულნი. ის დაახლოებით ისეთივე ფეხბურთელია, როგორიც იყო ტიერი ანრი და რონალდუ. ის სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია, ძალიან სწრაფია, საოცარ ასისტებს აკეთებს. მისი შეჩერება ნებისმიერ მცველს გაუჭირდება."

"უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ნეიმარი დღეს აქ არ არის. მისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში იღბლიანები აღმოვჩნდით. ის გარდამტეხი ფეხბურთელია, რომელსაც მთელი მატჩის შემოტრიალება შეუძლია. ისეთი ფეხბურთელია, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვს როგორ შეაჩერო. ის მის ირგვლივ იმხელა სივრცეს იქმნის, იმდენ ფეხბურთელს ჩამოიტოვებს ხოლმე და იმდენი გოლი გააქვს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დაუჯერებელია. ისინი ყველა ძალიან საშიშები არიან, ბევრი გოლის გატანა შეუძლიათ. ასე რომ მხოლოდ ერთი ფეხბურთელს არ ვუფრთხით, მთლიანი გუნდი ძალიან კარგად თამაშობს. მათთვის მთავარი იარაღი მაინც შეტევის ხაზია. ასე რომ ვიმედოვნებ, მათ შეჩერებას შევძლებთ."

"რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ პსჟ ფავორიტია, ეს საერთოდ არ მანაღვლებს. ხანდახან ძალიან კარგია, როცა აუტსაიდერი ხარ და შემდგომ ყველას აოცებ. მატჩი 90 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს და ჩვენ ბოლო წუთამდე არ ვნებდებით. ეს პსჟ და "მანჩესტერ იუნაიტედია". ვნახოთ, რა მოხდება,"
- დაასრულა პოგბამ.


წყარო: ManUtd.com
სხვა
9 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
12 თებერვალი 2019 12:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
დავაი პოოოლ გადარიე ერთი-ორჯერ ჰა სამჯერ ბუფონი))
0
№2
ავტორი: manchestereli777
12 თებერვალი 2019 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 თებერვალი 2019 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
და ვინ თქვა, რომ პსჟ ფავორიტია??? belay
1
№4
ავტორი: Lalana
12 თებერვალი 2019 12:59
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ნორმალური დაცვის ფლანგი რომ გვყავდეს ამ ცენტრს აიტანდა კაცი,მაგრამ ზუსტად იმათი პლიუსი ფლანგებიდან გარღვევაა,ამიტომ რამდენად შეაჩერებენ შოუ და იანგი მათ შეტევებს არ ვიცი.ერთადერთი ეგ მანაღვლებს,თორემ შეტევით ვიცი რომ შეუტევენ და ბოლომდე იბრძოლებენ მოგებისთვის.
0
№5
ავტორი: MANCHESTERA99
12 თებერვალი 2019 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
დღეს შოუს უნდა დაამტკიცოს რომ ექსტრა კლასის მცველი, მპაბე შეაჩერონ და განწირულია პსჟ!!! მომწონს შემართება წინ UNITED!!!!!!

Fergus wasvlis mere agar velodi ase manches tamassh!!! Rogorc dges velodebi,
0
№6
ავტორი: solskjaer
12 თებერვალი 2019 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
სენტ ეტიენს რო ვეთამაშეთ ევროპაზე დაავიწყდა
1
№7
ავტორი: Dato kutaisi
12 თებერვალი 2019 15:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: MANCHESTERA99
დღეს შოუს უნდა დაამტკიცოს რომ ექსტრა კლასის მცველი, მპაბე შეაჩერონ და განწირულია პსჟ!!! მომწონს შემართება წინ UNITED!!!!!!

Fergus wasvlis mere agar velodi ase manches tamassh!!! Rogorc dges velodebi,

აუ არ თქვა იმენა წუთებს ვითვლი და ემოციებით ვარ სავსე.ფხიზელი მთლად ვერ ვუყურებ თამაშს რო არ გავგიჟდე:)მიდით ბიჭებო თქვენ იცით აგვაგუგუნეთ დღეს
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 17:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აუცილებლად უნდა მოიგონ, აუცილებლად!
1
№9
ავტორი: ikeoni
12 თებერვალი 2019 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: ვახო ( G G M U)
და ვინ თქვა, რომ პსჟ ფავორიტია??? belay

ეგ მაგიჟებს ყველაზე მაგრად ბრატ რაის ფავორიტიი მანჩეატერთან სახლში არავინაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top