თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2019, 23:43
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1623,
კომენტარები: 5
ტუხელი: "კავანი არ იქნება"
ტუხელმა კავანის არყოფნა დაადასტურა და მატჩის შესახებ ისაუბრა.
ტუხელი:
თომას ტუხელმა დაადასტურა, რომ ედინსონ კავანი ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს გამოტოვებს და ხვალ "ოლდ ტრაფორდზე" ვერ ვიხილავთ.

"ნეიმარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და მისი ჩანაცვლება უბრალოდ შეუძლებელია. გაუჭირდებოდა "მანჩესტერ იუნაიტედს" პოგბას გარეშე? რა თქმა უნდა. გაუჭირდებოდათ მათ რეშფორდის გარეშე? რა თქმა უნდა. ამ დონის ფეხბურთელების ჩანაცვლება უბრალოდ შეუძლებელია."

"ძალიან გვენატრება და მის გარეშე თამაში გაგვიჭირდება, მაგრამ, სამწუხაროდ, მასთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდება - ედი კავანი. რაც შეეხება ვერატის, მას მხოლოდ სამოცი წუთის თამაში შეუძლია."

"მართალია ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს მბაპე, მაგრამ მთელს ტვირთს მხოლოდ მას ვერ დავაკისრებთ. თუმცა მას თავისი შესაძლებობები აქვს და შესაბამისად თავისი დავალებებიც. ის კავანისა და ნეიმარის ჩამნაცვლებელი ვერ იქნება, სამივე ფორვარდის ფუნქციებს ვერ შეითავსებს. ის თავისუფალი უნდა იყოს, რათა თავისი თამაში ითამაშოს, რათა თავდაჯერებულობა არ დააკლდეს და მინდა, რომ ამაში მაქსიმალურად დავეხმარო."

"ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ კილიანს შესაბამისი გვერდში დგომა და პასები სჭირდება. ჩემი აზრით, მან კარგი განწყობით უნდა ითამაშოს. პოზიტიურად უნდა დარჩეს და გაიაზროს, რომ აქ არის და ეს ყველაფერი მისი განვითარების ნაწილია. ვფიქრობ, ხვალ მის კარიერაში უდიდესი დღეა, რადგან როგორც ფეხბურთელს დიდი დავალების გადალახვა მოუწევს."

"ჩვენ როგორც გუნდს ჩვენი იდენტობა გვავქს და, რა თქმა უნდა, ამის შეცვლა მარტივი არასდროს არის. ცხადია, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა დაგვაკლდება ხვალ, თუმცა ამის გამო კლუბის იდენტობის შეცვლას არ ვაპირებ. არც ვფიქრობ, რომ რაღაცის შესაცვლელად ახლა სწორი დროა."

"ჩვენ ჩვენი ტრადიცია გვაქვს, ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, პსჟ ვართ და სწორედ ასეთ თამაშებს ვართ შეჩეული. ჩვენს დნმ-შია რაც შეიძლება მეტიმომენტის შექმნა. ამის შეცვლა კი ძალიან, ძალიან რთულია."

"თუმცა, მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ ხვალ იქნება მომენტები, როცა დაცვის გაძლიერება მოგვიწევს, რადგან წინასწარვე ვიცი, რომ არც "იუნაიტედი" დააკლებს შეტევას. ისინი ბევრი ფორვარდით თამაშობენ, ასე რომ წინასწარ ვემზადები იმისთვის, რომ რაღაც მომენტში დაცვით სტილზე მოგვიწევს გადართვა."

"რაც შეეხება ჩემს სურვილსა და მოლოდინებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, მართლა არ ვიცი რა უნდა გიპასუხოთ. არც მინდა ვისაუბრო იმ შედეგზე, რომელსაც ვუმიზნებთ. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ გავიტანოთ, ეს ცხადია. ჩვენ გატანა გვსურს და არა მხოლოდ ერთი ბურთის. რამდენიმეჯერ მსურს მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა."

"რაც შეეხება ოლე გუნარს, ეს უბრალოდ შთამბეჭდავი დასაწყისია. ჩვენთვის "ოლდ ტრაფორდზე" ამ ფორმის "იუნაიტედთან" თამაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა."

"გერმანიაში ამგვარი ფრაზა გვაქვს - "თუ ექიმთან მიდიხარ და ის შენს განკურნებას შეძლებს, ესე იგი ის მართალია." როგორ მოახერხებს ექიმი ამას, ეს არავის ანაღვლებს. რადგანაც ტკივილი მოშუშდება, ესე იგი მან თავის საქმე გააკეთა. ასე რომ თუ ოლე გუნარი მატჩებს იგებს ის სწორ გზას ადგას. ის უბრალოდ შთამბეჭდავია."

"ის მოედანზე ძალიან საშიში ფეხბურთელი იყო. ყოველთვის რამდენჯერაც გამოვიდოდა შეგრძნება გქონდა, რომ ის მატჩს აუცილებლად მოიგებდა. ზუსტად იგივეს აკეთებს ახლა
მწრთვნელის რანგშიც, ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის უბრალოდ შთამბეჭდავია."

"თუ მთლიან 180 წუთს მოვიაზრებთ, იმასაც გეტყვით რომ მოგებისა და გასვლის შანსები 50/50-ზეა ორივე გუნდის შემთხვევაში. მაგრამ მხოლოდ ხვალინდელი დღე რომ არსებობდეს და ვიცოდეთ, რომ მატჩი მხოლოდ "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარდება, მერე ვეღარ ვიტყოდი რომ შანსები 50/50-ზეა. თუმცა რადგანაც ორი მატჩი ტარდება, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მეორე თამაში პარიზში იქნება, სადაც ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ასე რომ დიახ, შანსები 50/50-ზეა,"
- დაასრულა ტუხელმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2019 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რომელ დნმ ზე ლაპარაკობს:))??
0
№2
ავტორი: giorgi_mg
12 თებერვალი 2019 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ნამეტარი პანიკაში ხომ არ არიან?! ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
0
№3
ავტორი: nikolski
12 თებერვალი 2019 07:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
დაიწყეს წუწუნი უკვეე :D ისაო ესაოო 100 მეტრაზე ვაფ..მთოო :D
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 09:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ikeoni
რომელ დნმ ზე ლაპარაკობს:))??

მეც ეგ კითხვა გამიჩნდა
0
№5
ავტორი: solskjaer
12 თებერვალი 2019 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ეს ის არ იყო სანამ სასტავი ყავდა იუნაიტედზე არ ვნერვიულობო? ვაფშე რატო მიიყვანეს რა დამსახურებით ეს ამის მაგარი მწვრთნელობა ვერც დორტმუნდში დავინახე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top