თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2019, 23:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1807,
კომენტარები: 4
"მინდა იცოდნენ, რომ ყველაფერი შეუძლიათ"
ოლე ფეხბურთელებისგან თავდაჯერებულობას ითხოვს.
ხვალ "ოლდ ტრაფორდზე" საოცარი გარემო შეიქმნება. ეს ოლე გუნარის პირველი მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგაში. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედი" კვლავ დაუმარცხებელია. უმრავლესობა კი ხვალინდელ მატჩს ოლეს უდიდეს გამოცდად მიიჩნევს.

"მე უახლოესი წარსულიდან "რეალ მადრიდთან" წაგებული მატჩი მახსენდება, როცა ნანი წითელი ბარათით მოედნიდან გააძევეს. ხვალინდელ მატჩს მოუთმენლად ველით, ფეხბურთელებიცა და გულშემატკივრებიც ჩემთან ერთად ელიან. ეს საღამოები ყოველთვის განსაკუთრებულია ხოლმე."

"ჩემი ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ფეხბურთელის რანგში რომას დამარცხება იყო. მატჩი 7-1 ანგარიშით დასრულდა. მე ვითამაშე ის მატჩი, სტადიონზეც შევედი. სახლიდან შორს 2-1 გვქონდა წაგებული და ამ მატჩში მწრთვნელი ძალიან ბედნიერი იყო. მან თავიდანვე თქვა: "არაუშავს, ყველაფერი რიგზეა, სახლში აუცილებლად მოვიგებთ!" ის ძალიან იყო დარწმუნებული ჩვენს შესაძლებლობებში. მინდა რომ ჩემი ფეხბურთელებიც ასე წარდგნენ ხვალ მეტოქის წინაშე - თავდაჯერებულები და იმ შეგრძნებით, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ."

"ვუყურებდი კენჭისყრას და მაშინვე გავიფიქრე: "ხო, ეს რთული გამოწვევა იქნება "იუნაიტედისთვის". თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენს თავს კარგ შანსებს ვაძლევთ. მთელი ეს დრო საოცრად ვითამაშეთ, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები ვიყავით, რადგან თავდაჯერება არ გვაკლდა. ისიც აღმოვაჩინეთ, თუ როგორი გუნდი გვყავს და როგორ უნდა ვიყოთ უკეთესები. ერთად ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ამა თუ იმ მატჩს. ასეთი დიდი მატჩის თამაშის შესაძლებლობა ბევრჯერ არ გეძლევა, ეს ჩვენი დროა, ჩვენ მზად ვართ."

პსჟ-ში ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩაიდო. ამის შემდეგ კლუბი საოცარ ფორმაში ჩადგა და ყველასთვის საშიშ გუნდად იქცა. ოლე გუნარზე ამ გარდაქმნამ დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა:

"მათი პროგრესი უბრალოდ ფანტასტიკურია. მათ რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ირიცხებიან. მათ კარს უდიდესი ლეგენდა, ბუფონი, იცავს. მათ ტიაგ სილვა ჰყავთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში. მბპაზე აღარაფერს ვამბობ, მისი თამაში ძალიან ამაღელვებელი და საშიშია. ნეიმარი კი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია მთელს მსოფლიოში. ამის მიხედვით უკვე ყველაფერი შეგიძლიათ თქვათ მათი განვითარების შესახებ. მათ დიდი პროგრესი განიცადეს. თუმცა ჩვენ ვიცით რასთან გვაქვს საქმე და თავდაჯარებულები ვართ. ვნახოთ, რა მოხდება."


წყარო:ManUtd.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2019 23:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მიდი სულშერ დედა უნდა ვუტიროთ ბოლობოლო პსჟ და ჩვენ მანჩესტერი ვართ!!!❤️
2
№2
ავტორი: Tsulo777
12 თებერვალი 2019 01:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
მაგრად მჯერა ხვალინდელი მოგების
0
№3
ავტორი: krekera
12 თებერვალი 2019 08:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მოვიგეებთ!!! ინტუიციაა 3-1
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 09:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველაფერი სწორად კეთდება მატჩამდე და იმედია მატჩიც ასეთი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top