თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2019, 20:30
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1459,
კომენტარები: 5
მატიჩი: "სოლსკიაერი ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა"
სერბი ნორვეგიელი სპეციალისტით აღფრთოვანებულია.
მატიჩი:
ნემანია მატიჩი, პრემიერ ლიგის ბოლო ტურში მოპოვებულ გამარჯვებაზე და გუნდის ოთხეულში დაბრუნებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი ყოველთვის ინარჩუნებს პოზიტიურ განწყობას.

"ვიცოდით, რომ თუ გამარჯვებას მოვიპოვებდით ოთხეულშიც დავბრუნდებოდით. დიახ "ჩელსის" თადარიგში ერთი თამაში აქვს (ინტერვიუ ჩაწერილია ლონდონელების მატჩამდე) მაგრამ მოპოვებული სამი ქულით მოხარულები ვართ.

კარგად ვითამაშეთ, ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძოდით, გავიტანეთ სამი გოლი და საკუთარი კარები მშრალადაც შევინახეთ. რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილები ვართ.

როდესაც გსურს, რომ გახდე ჩემპიონი, უნდა მოიგო მატჩები რასაც ჩვენ 7 - 8 თამაშია ვაკეთებთ. თუ მომდევნო სეზონშიც მსგავსად ვითამაშებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში აუცილებლად ჩავერთვებით.

სოლსკიაერი ყოველთვის პოზიტიურად გამოიყურება. რა თქმა უნდა როდესაც ისე ვერ ვთამაშობთ როგორც საჭიროა მას ყვირილიც შეუძლია, მაგრამ ის ყოველთვის ტოვებს შენს თვალში პოზიტიური ადამიანის შტაბეჭდილებას რადგან ის ასეთია. ოლე ჩვენთნაც ისეთია როგორც პრეს კონფერენციებზე".
- ციტირებს The Daily Mail - მატიჩის სიტყვებს.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
11 თებერვალი 2019 20:41
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დიდებული გრძნობაა როდესაც იცი, რომ შენს საყვარელ გუნდს ის ადამიანი უდგას სათავეში რომელიც გუნდის სულის და სისხლის ნაწილია. ამ კაცს გათავისებული აქვს თუ რას და რამდენს ნიშნავს ეს კლუბი, ამ ყველაფერს კი ყოველდღიურად ფეხბურთელებს აწვდის, აწვდის იმ განწყობას რაც ფერგიუსონის წასვლის შემდეგ არ ქონია "ოლდ ტრაფორდს", მჯერა, რომ სოლსკიაერს ამ პოზიტიური განწყობებით ბევრის მიღწევა შეუძლია ჩვენთან, მიჰყვებიან ბოლომდე ფეხბურთელები და თითოეულ თამაშში მოლოდინი იმისა, რომ ყველა ბოლომდე დაიხარჯება უკვე გამჯდარი გაქვს, დატოვონ დიდი ხნით და მისცენ მუშაობის და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლინების საშუალება. "Ole Respect"
1
№2
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2019 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
აბა დაბღვერილი და სახე დაჯმული ჯოზეს ყურება ვის ენდომებოდა:))
1
№3
ავტორი: WeAreUnited
12 თებერვალი 2019 09:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ყველაფერი გასაგებია მაგრამ ეს კაცი ტაქტიკურადაც რომ მაგრად ალაგებს ჩვენს თამაშს და ის საკვანძო ფეხბურთელები ვინც ყავს იყენებს ბოლომდე როგორც საჭიროა ესაა ტალანტი და არა გამართლება ოლე ოქროს ზამენა კაცი იყავი და ოქროს ზამენა მწვრთნელი გახდი ეხლა უკვე ჯერია რომ ასნავნოის კაცი გახდე შემოგევლე მიდი ოლეგ მიდი
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 09:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბევრი რამ იქნება მატიჩზე დამოკიდებული
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
12 თებერვალი 2019 21:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ისე დღეს მარსიალსაც დიდი ექნება მოტივაცია.ნაკრების პონტში დააამტკიცებელი აქვს.დღეს უკან სირბილოც ბევრი მოუწევს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top