თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2013, 22:19
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2223,
კომენტარები: 7
სმოლინგი კმაყოფილია გუნდით
სმოლინგი დარწმუნებულია, რომ "წითლებს" შეუძლიათ სამივე ტურნირზე წარმატებით გამოსვლა
სმოლინგი კმაყოფილია გუნდით
კრის სმოლინგი ფიქრობს, რომ მის გუნდში ყველაფერი რიგზეა. "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ კიდევ იბრძვის სამივე მნიშვნელოვან ტურნირზე.

"წითლები" დაუმარცხებლები არიან მიყოლებით 15 თამაშში ყველა ტურნირზე ერთად, 12 ქულით წინ არიან უახლოეს მდევარზე "პრემიერ ლიგაში", სასურველ პოზიციაზე იმყოფებიან "ჩემპიონთა ლიგაზე" და ემზადებიან "რედინგის" მისაღებად FA თასის მეხუთე რაუნდში.

"ჩვენ ფორმის პიკს ვაღწევთ ყველაზე საჭირო დროს" განაცხადა ახალგაზრდა მცველმა. "სეზონის დასაწყისში გვყავდა რამდენიმე ტრამვირებული ფეხბურთელი. ეხლა კი გვყავს მშვენიერი, მთლიანი შემადგენლობა."

"როგორც ხედავთ ყველაფერი ერთად მოდის. ჩვენ გვაქვს თავდაჯერებულობა და შედეგიც ნათელია. ჩვენ სამ ტურნირში ვმონაწილეობთ. მთელი გუნდისთვის კარგია, რომ შეგვიძლია ბევრი თამაშის ჩატარება. როცა მოედანზე ყველაფერი კარგად მიდის, ჩვენც ბედნიერები ვართ."

"მწვრთნელი ელოდება, რომ ჩვენ სამივე ტურნირის ბოლომდე გავივლით. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია სამ ფრონტზე ბრძოლა"


რეალურად, FA თასი "იუნაიტედის" თასების პრიორიტეტებში მეასმე ადგილს იკავებს, თუმცა სმოლინგი ირწმუნება, რომ გუნდში დიდი სურვილია "უემბლიზე" თასის აწევის.

23 წლის მცველი ამ ჩემპიონატს მასიურს უწოდებს, ამ ტურნირის დიდ მნიშვნელობას ხაზს უსვამს სერ ალექსიც, "წითლების" პირველი თამაშის შემდეგ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.

"გუნდში უამრავი ფებურთელია, რომელსაც ეს ჩემპიონატი არ მოუგია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ამ გუნდში ირიცხებიან. ამ ჩემპიონატს ბავშვობიდანვე ვუყურებდი და ძალიან დიდი სურვილი მაქვს მისი მოგების."

"იუნაიტედმა" ეს ჩემპიონატი ბოლოს 2004 წელს მოიგო, 9 წლიანი მშრალი სერია, რომლის დასრულების დიდი სურვილი აქვს სმოლინგს.

"მე გაკვირვებული ვიყავი, როცა ვნახე რამდენი წელი არ ჰქონდ მოგებული "იუნაიტედს" FA თასი. ეს კლუბი ყოველთვის წარმატებული იყო. საბედნიეროდ კენჭისყრა ჩვენთვის სასურველად დამთავრდა, ჩვენ "რედინგს" მივიღებთ "ოლდ ტრაფორდზე" და ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს მატჩი."

"მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე თამაშის შედეგი წინასწარ გადაწყვეტილია. ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავმა გუნდმა ცხრილის ბოლოდან დაამარცხეს გათამაშების ცხრილის თავში მყოფი გუნდები. ეს იქნება რთული თამაში, მაგრამ ჩვენ თავდაჯერებულები ვართ იმიტომ, რომ სახლში ვთამაშობთ."

"თუმცა ამ ჩემპიონატის მოგება რთული იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება იმ დღეს. "ლუტონმა" მიაღწია მეხუთე რაუნდს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი დამოკიდებულია რა მოხდება იმ 90 წუთში."

"მე მინახავს "რედინგის" ბევრი თამაში. ისინი აჩვენებენ კარგ ფეხბურთს და ბოლო დროს რამდენიმე ქულას მოუყარეს თავი. ეს არ იქნება ადვილი თამაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასამრცხებლად."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
17 თებერვალი 2013 22:21
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
უი რამხელა გამოვიდა wink
0
№2
ავტორი: GeorgeBest
17 თებერვალი 2013 22:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როცა მოედანზე ყველაფერი კარგად მიდის, ჩვენც ბედნიერები ვართ


მეც ბედნიერი ვარ, როცა მოედანზე ყველაფერი კარგადაა love
0
№3
ავტორი: buka oboladze
17 თებერვალი 2013 22:37
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ, მომწონს ბიჭების ესეთი მიდგომა თამაშების მიმართ, ყველა თამაშს უდიდესი მოტივაციით ხვდებიან, ეს ამგუნდის ერთერთი ყველაზე დიდი პლიუსია love
0
№4
ავტორი: rooney.10
17 თებერვალი 2013 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ეს მომწონს ამ ბოლო დროს
0
№5
ავტორი: UTD-Rule
18 თებერვალი 2013 08:26
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედია ნელ-ნელა მოუმატებს ტემპს სმოლინგი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: Shako Jones
18 თებერვალი 2013 11:52
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
სიმაღლე 1.92 still smalling :D
0
№7
ავტორი: Degea1
26 თებერვალი 2013 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
საგოლ ავტორ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top