თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2019, 09:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1800,
კომენტარები: 7
"კავანი ნამდვილი ვიკინგია"
ოლე გუნარი პსჟ-ზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, პსჟ-ს ფორვარდს, ედინსონ კავანის, "ვიკინგი" უწოდა. როგორც ინტერვიუში იხილავთ, ნორვეგიელი ფრანგებს ძალიან დიდ პატივს სცემს და აღიარებს, რომ მათ შეტევის ხაზს ნებისმიერი მცველებისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

უკვე დადასტურდა, რომ ნეიმარი პირველ მატჩს გამოტოვებს და, სავარაუდოდ, ვერც პარიზში გამართულ თამაშში შეძლებს მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ოლე მშვიდად მაინც ვერ გრძნობს თავს, რადგან პსჟ-ს კავანი, მბაპე და რამდენიმე სხვა ისეთი ტალანტი ჰყავს, რომელსაც ტომას ტუხელი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

"პსჟ ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპონენტია, მაგრამ ამ მატჩს მაინც მოუთმენლად ველით. "იუნაიტედს" მიღმა მათი ტრიო ჩემთვის საუკეთესო სამი ფორვარდია."

"მათ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ ყველა პოზიციაზე: ოთხი მცველი, სამი ნახევარმცველი და შემტევი ტრიო - ყველა მათგანი ფანტასტიკურია. ტუხელი კი ძალიან კარგი მწრთვნელია და კარგი ტაქტიკებით თამაშობს. მას შეუძლია 3-4-3, 4-4-2 ან 4-3-3 პოზიციის გამოყენება. ასე რომ მათ წინააღმდეგ წინასწარ რამე სპეციფიკურ ტაქტიკას ვერ მოვამზადებთ. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და ჩვენი შესაფერისი მატჩი ჩავატაროთ. თუ ამას გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ სათანადო წინააღმდეგობას გავუწევთ."

"აუცილებლად უნდა ვაღიარო, რომ მათ მართლა ყველაფერი აქვთ. ისინი სივრცეებს ქმნიან, ტექნიკა და ძალა აქვთ."

"კავანი ვიკინგისავითაა, აი სწორედ იმ ვიკინგს ჰგავს, რომელიც ვიდეოში გყავთ ნანახი, ნამდვილი მებრძოლია! მბაპეს დაუჯერებელი სისხარტე აქვს, მასზე სწრაფად ვერავინ ანათებს."

"და ბოლოს - ნეიმარი. ის საოცრად ცდება ფეხბურთელებს და შესრულებაც უმაღლესი დონის აქვს ხოლმე. ბრწყინვალედ იყენებს და ასრულებს მომენტებს."

"მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მე სამი ძალიან კარგი ფორვარდი მყავს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ითამაშებს ორი თუ სამი. მარკუს რეშფორდი, ენტონი მარსიალი და რომელუ ლუკაკუ - ბრწყინვალენი არიან. გარდა ამისა ჩვენ ალექსის სანჩესი და ჯესი ლინგარდი გვყავს. ისინი პსჟ-ს დაცვას დიდ გამოწვევას შესთავაზებენ და დიდ პრობლემებსაც შეუქმნიან,"
- დაასრულა ოლე გუნარმა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
11 თებერვალი 2019 10:44
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
პესეჟე არის კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ცუდი გუნდი. ინდივიდუალურად ყველა თითქმის ჰაი კლასია,მაგრამ გუნდურად ეს გუნდი საკმაოდ სუსტია. მათ ბოლო თამაშებს რომ გადავხედოთ,საკმადო უჭიერთ გოლის გატანა. ამ შეხვედარში საკმაოდ ბევრი პლიუსები გვაქვს. 1. ოლტრაფორდის ფაქტორი,ამ სტადიონზე ყველა გუნდი ფსიქოლოგიურად დათრგუნული გამოდის. 2. პესეჟესგან განსხავავებით ჰაი კლასის ინდივიდუალური შემსრულებელები + ძალიან გნდურები. 3. სოლშერი რომლის ფილისოფია და ხედვა ყოველთვის წინ შეტევისკენ იყურება და პესეჟეს საკმაოდ სუსტი დაცვა. აბოსლიტურად ყველაფერი გვაქვს,რომ ჩვენ ეს თამაში არა მარტო მოვიგოთ,უბრალოდ ინგისშივე დავუმთავროთთ ყველაფერი. პ.ს. იმედია ჩვენი დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იქნება და განსაკუთრებით შოუ უნდა იყოს ყურდღებით,რადგან ბამპე საკმაოდ რთული გასაჩერებელია. თუ კავანი ვერ ითამაშებს,დაცვის ცენტრში ყველაფერი დალაგებული იქნება. თორე ეგ რო იყოს ყველა ჩაწოდებაზე თვალები უნდა დავხუჭო ხოლმე,თან თუ ჯონსი იდგება მითუმეტეს :)
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 თებერვალი 2019 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მეტი ტუ არა პსჟ-ზე ნაკლები შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავს და დარწმუნებული ვარ ამ თამაშს მოვიგებთ. პლიუს ამას ნეიმარი და კავანი არ იქნებიან ასე, რომ ესეც ჩვენი უპირატესობაა.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2019 12:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დიდი მოლოდინი მაქვს ამ თამაშზე
0
№4
ავტორი: Tyeshela
11 თებერვალი 2019 13:14
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ბიჭებო ფანკლუბის შეკრება რატომ აღარ ტარდება ხოლმე?
0
№5
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2019 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi sulsher sheni imedi gvaq ❤️
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
11 თებერვალი 2019 15:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: ALEXFERGUSON
პესეჟე არის კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ცუდი გუნდი. ინდივიდუალურად ყველა თითქმის ჰაი კლასია,მაგრამ გუნდურად ეს გუნდი საკმაოდ სუსტია. მათ ბოლო თამაშებს რომ გადავხედოთ,საკმადო უჭიერთ გოლის გატანა. ამ შეხვედარში საკმაოდ ბევრი პლიუსები გვაქვს. 1. ოლტრაფორდის ფაქტორი,ამ სტადიონზე ყველა გუნდი ფსიქოლოგიურად დათრგუნული გამოდის. 2. პესეჟესგან განსხავავებით ჰაი კლასის ინდივიდუალური შემსრულებელები + ძალიან გნდურები. 3. სოლშერი რომლის ფილისოფია და ხედვა ყოველთვის წინ შეტევისკენ იყურება და პესეჟეს საკმაოდ სუსტი დაცვა. აბოსლიტურად ყველაფერი გვაქვს,რომ ჩვენ ეს თამაში არა მარტო მოვიგოთ,უბრალოდ ინგისშივე დავუმთავროთთ ყველაფერი. პ.ს. იმედია ჩვენი დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იქნება და განსაკუთრებით შოუ უნდა იყოს ყურდღებით,რადგან ბამპე საკმაოდ რთული გასაჩერებელია. თუ კავანი ვერ ითამაშებს,დაცვის ცენტრში ყველაფერი დალაგებული იქნება. თორე ეგ რო იყოს ყველა ჩაწოდებაზე თვალები უნდა დავხუჭო ხოლმე,თან თუ ჯონსი იდგება მითუმეტეს :)

ყველა სიტყვაში გეთანხმები.მემგონი ერერას გაამწესებენ მბაპეზე რო შოუ დააზღვიოს
0
№7
ავტორი: stepno
12 თებერვალი 2019 02:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
neimari saocrebaa ole getanxmebi magram xoar dagaviwyda rom ar ikneba ney?? :dd
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top