თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2019, 01:24
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1989,
კომენტარები: 6
ბუფონი: "პსჟ ფავორიტი არ არის"
იტალიელის აზრით შანსები თანაბარია.
ბუფონი:
ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მერვედფინალების მიმართ ყურადღება სულ უფრო და უფრო იმატებს. ევროპული საფეხბურთო სამყაროს უდიდესი ზეიმი 12 თებერვალს აიღებს სტარტს.

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უდიდესი ინტერესის საგანი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ფრანგული "პსჟს" დაპირისპირება იქნება. ჟოზე მოურინიოს გუნდში ყოფნის დროს უკლებლივ ყველა ფავორიტად ტომას ტუხელის გუნდს თვლიდა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად "წითელი ეშმაკების" ახალმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა შეცვალა. ბუკმეიკერულმა ორგანიზაციებმა ინგლისურ გიგანტს სათამაშო კოეფიციენტი მკვეთრად დაუგდეს.

ფავორიტად პსჟ-ს, გუნდის იტალიელი კიპერი ჯანლუიჯი ბუფონიც არ თვლის. ჯიჯიმ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შანსები თანაბარია და ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს.

"ფსიქოლოგიურად გვაქვს გეგმა და ვიცით თუ საით უნდა წავიდეთ. სამშაბათს მნიშვნელოვანი თამაშია, სადაც უნდ ვაჩვენოთ შესანიშნავი თამაში. "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, მათ ჩვეულებრივზე უფრო ძლიერი ფეხბურთი უნდა დავუპირისპიროთ.

მე არ ვთვლი პსჟ-ს ფავორიტად, ამ კონფრონტაციაში შანსები თანაბარია".
- ციტირებს Goal-ი ლეგენდარული მეკარის სიტყვებს.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
11 თებერვალი 2019 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ვნოხოთ ბუფო შენ კარებს ვინ დაცხრილავს მარსი რეში კუკალუ თუ სანჩე
0
№2
ავტორი: levionok
11 თებერვალი 2019 02:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
აქ რა მოსატანია მაგრამ ამ ლუზერების ფანობა ნამდვილი სექტაა პელენძუკა ბორმუთს მოუგეს და თავები ჯსევ მაგრები გონიათ და ოლდ ტრაფორდიდან სამი ქულის წაღებას გეგმავენ
0
№3
ავტორი: stepno
11 თებერვალი 2019 02:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: levionok
აქ რა მოსატანია მაგრამ ამ ლუზერების ფანობა ნამდვილი სექტაა პელენძუკა ბორმუთს მოუგეს და თავები ჯსევ მაგრები გონიათ და ოლდ ტრაფორდიდან სამი ქულის წაღებას გეგმავენ

კარგად დაგეგმონ ბოლოს სარივიტ მოუვათ ტყუილად რო იწერს იმ ბლოკნოტში რაღაცეებს wink
1
№4
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2019 08:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
ამოგავსებენ ჯიჯი ხვალ:))
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 თებერვალი 2019 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფავორიტის დასახალება მართლა რთულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სანამ მოუინიოს გაუშვებდნენ ფავორიტად თითქმის ყველას პსჟ მიაჩნდა, თუმცა ოლემ ყველაფერი შეცვალა love
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2019 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
თანაბარია უკვე, რაც ორი თვის წინ თითქმის წარმოუდგენელიც კი იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top