თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2019, 00:50
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2076,
კომენტარები: 4
პსჟ-ს კიდევ ერთი დანაკლისი
პარიზელები ინგლისში დანაკლისით ჩამოდიან.
პსჟ-ს კიდევ ერთი დანაკლისი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრები 12 თებრვალს აიღებს სტარტს. ტურის ერთ ერთი ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" ტომას ტუხელის "პარი სენ ჟერმენსა" და ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გაიმართება.

საკადრო პრობლემები ორივე გუნდს გარკვეულწილად აქვს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გერმანელი მწვრთნელის გუნდში ტრავმირებულ ფეხბურთელთა უფრო ფართო სიაა. ფრანგებს ვერ დაეხმარება გუნდის ერთ ერთი წამყვანი ფეხბურთელი და მთავარი ფიგურა ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარ და სილვა.

სულ ახლახანს საფრანგეთის ჩემპიონატში გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო პარიზელების ფორვარდმა ურუგვაელმა შემტევმა ედინსონ კავანიმაც, რომელიც ამ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.

RMC Sport – ავრცელებს უახლეს ინფორმაციას რომლის თანახმადაც ტუხელს კიდევ ერთი თავსატეხი დაემატა. კერძოდ ნეიმართან და კავანისთან ერთად აღნიშნულ მატჩს გუნდის 27 – წლის მარჯვენა მცველი ტომას მუნიეც გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში, მუნიემ პრიზელების რიგებში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა პირად აქტივში.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
11 თებერვალი 2019 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ერთადერთი რაც ვიცი ის არის რომ ნეიმარი არ იქნება. ეგეც მაგრად მეწყინა მინდოდა ყველა ყოლოდათ :)) კავანი და ვერატიც იქნებიან დარწმუნებული ვარ
0
№2
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2019 08:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11613
მაინც მოვიგებთ ამ თამაშს
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
11 თებერვალი 2019 10:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: stepno
ერთადერთი რაც ვიცი ის არის რომ ნეიმარი არ იქნება. ეგეც მაგრად მეწყინა მინდოდა ყველა ყოლოდათ :)) კავანი და ვერატიც იქნებიან დარწმუნებული ვარ

მეც მერჩივნა რო სათქმელი აღარ ყოფილიყო ნეომარი არ ყავდათო რო გავაბუნძულებთ მერე,მაგრამ რო დავფიქრდი კაი ადგილასაა ნეიმარი:))ზედმეტი პრობლემა არაა საჭირო.ლიგა მოგვაგებინა და რაც უნდათ ის იძახონ:))
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2019 12:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
საინტერესოაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top