თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2019, 23:36
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1982,
კომენტარები: 7
სოლსკიაერთან ახალი კონტრაქტი ამ შემთხვევაში გაფორმდება
ხელმძღვანელობა სოლსკიაერთან ერთ შემთხვევაში გაახანგრძლივებს.
სოლსკიაერთან ახალი კონტრაქტი ამ შემთხვევაში გაფორმდება
ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად ინგლისური გიგანტი, ნორვეგიელმა სპეციალისტმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩაიბარა. "წითლების" ხელმძღვანელობამ ოლეს ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

პორტუგალიელის კლუბში ყოფნის დროს "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩამორჩენა ტოპ ოთხეულის გუნდებთან 11 ქულას შეადგენდა, ამჟამად ისინი ოთხეულში დამკვიდრებულები არიან და უახლოეს მდევრებს 1 ქულითაც უსწრებენ.

გულშემატკივრების უმრავლესობას სურს, რომ სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილი შეგირდი, კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდხანს დარჩეს. საინტერესოა რას ფიქრობს "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობა?

The Times – ავრცელებს ინფორმაციას რომლის თანახმადაც, თუ ოლეს შეგირდები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ბარიერს დაძლევენ, კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი სპეციალისტს, სეზონის დასრულების შემდეგ ახალ გრძელვადიან კონტრაქტს გაუფორმებს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ შეხვედრას 12 თებერვალს "ოლდ ტრაფორდზე" ფრანგული "პსჟ" – ეს წინააღმდეგ გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრა პარიზში 6 მარტს გაიმართება.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2019 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ყველა ვარიანტში უნდა დარჩეს ❤️
1
№2
ავტორი: solskjaer
11 თებერვალი 2019 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
რომც გაგვაგდონ ბრძოლაში თუ გაგვაგდებენ მაინც უნდა დარჩეს რა სისულელეას 11 დან 10 მოიგო ვინ დადებდა სხვა ამ შედეგს? და პსჟ სთან ჩვენ კიარა ნებისმიერი გუნდი შეიძლება გავარდეს ნებისმიერ ეტაპზე.
0
№3
ავტორი: stepno
11 თებერვალი 2019 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: solskjaer
რომც გაგვაგდონ ბრძოლაში თუ გაგვაგდებენ მაინც უნდა დარჩეს რა სისულელეას 11 დან 10 მოიგო ვინ დადებდა სხვა ამ შედეგს? და პსჟ სთან ჩვენ კიარა ნებისმიერი გუნდი შეიძლება გავარდეს ნებისმიერ ეტაპზე.

დამიჯერეე რომ ნებისმიერი კიარა ძაან ცოტა გავარდება პსჟ-სთან და აგერ ნახავთ ბიჭებოო პსჟ-ს ( მით უმეტეს ნეის გარეშე) ნერვიულობის გარეშე დაუმთავრებთ საქმეს ეს მარტო ოპტიმიზმი არაა დიდი შანსია მართლა ეგრე მოხდეს. ერთი სული მაქ დაიწყოს თამაში რომ პირველივე თამაშში დამტკიცდეს ჩემი სიტყვები
1
№4
ავტორი: Dato kutaisi
11 თებერვალი 2019 06:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: stepno
ციტატა: solskjaer
რომც გაგვაგდონ ბრძოლაში თუ გაგვაგდებენ მაინც უნდა დარჩეს რა სისულელეას 11 დან 10 მოიგო ვინ დადებდა სხვა ამ შედეგს? და პსჟ სთან ჩვენ კიარა ნებისმიერი გუნდი შეიძლება გავარდეს ნებისმიერ ეტაპზე.

დამიჯერეე რომ ნებისმიერი კიარა ძაან ცოტა გავარდება პსჟ-სთან და აგერ ნახავთ ბიჭებოო პსჟ-ს ( მით უმეტეს ნეის გარეშე) ნერვიულობის გარეშე დაუმთავრებთ საქმეს ეს მარტო ოპტიმიზმი არაა დიდი შანსია მართლა ეგრე მოხდეს. ერთი სული მაქ დაიწყოს თამაში რომ პირველივე თამაშში დამტკიცდეს ჩემი სიტყვები

შენს პირს შაქარი.უბრალოდ მთლად შენსავით დარწმუნებული ვერ ვარ იმიტომ რომ პატარა დეტალმა შეიძლება ააყირავოს ყველაფერი,მაგლითად შაქირის ამოღებული წითელი,ან უაზრო ავტოგოლი.ყველაფერი იცვლება მერე მაგრამ მაინც მჯერა გავალთ და როდის გავა დრო 35 საათი დარჩა
1
№5
ავტორი: PaLoMo
11 თებერვალი 2019 11:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ბარსას 4:0მოუგეს სახლში და ეგ რა სისულელა,მაგრამ ვიცი გავარგვევთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2019 12:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოთხეული და ლიგაზე შორს გასვლაა მათავარი ამ ეტაპზე
0
№7
ავტორი: tazius
11 თებერვალი 2019 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
დედააფეთქებულმა მაურინიომ სევილიასთან გააგდო გუნდი მერვედფინალიდან, მერე გუნდის ისტორიას დააწუწა და მაინც დატოვეს. თვითონ ვუდვორდია გასაგდები, ოლე კი არა... facepalm
4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top