თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2019, 22:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1568,
კომენტარები: 6
"პსჟ კვლავ ფავორიტია"
დავიდ დეხეა პარიზელებთან გასამართი მატჩის წინ.
დავიდ დე ხეა აცხადებს, რომ პსჟ კვლავ მატჩის ფავორიტად რჩება და ყველა მიიჩნევს, რომ ისინი "იუნაიტედის" დამარცხებას შეძლებენ.

"ძალიან რთული და ლამაზი თამაში იქნება. დიდებული მატჩი, მთელი თავისი განსაკუთრებულობით."

"პსჟ დიდებული კლუბია, მსოფლიოში რამდენიმე საუკეთესო ფეხბურთელით. ისინი ფავორიტები არიან. თუმცა ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ და ვიქნებით. ჩვენ ყველას გვსურს ამ მატჩის თამაში და მოგება."

"ასეთ მატჩებში პატარ-პატარა დეტალები ქმნის განსხვავებას. ეს ძალიან დაძაბული მატჩი იქნება. ვიმედოვნოთ, რომ ეს დეტალები ჩვენ სასარგებლოდ იმოქმედებს."

"რაც შეეხება ნეიმარის არ ყოფნას, ძალიან მწყდება გული, რომ არ იქნება. მტკივნეულია, რომ ასეთ ფეხბურთელს მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის თამაში არ შეუძლია. ვერ შეიგრძნობს ამ მატჩის დიდებულებას."

"ძალიან ცუდია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მასთან ერთად პსჟ-ს კიდევ ბევრი განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს. ძალიან ბევრია ისეთი, რომლებსაც მისი მარტივად ჩანაცვლება შეუძლიათ და ისინიც ძალიან საშიშები იქნებიან ჩვენთვის. ყველა უმაღლესი დონისაა."

"ჩვენს გუნდს რაღაცის მოგება შეუძლია. პოლ პოგბა ჩვენი ღერძია, ენტონი მარსიალი კი შეუჩერებელია. ჩვენ ვიბრძოლებთ ფინალში მოსახვედრად, მაგრამ ჯერ პსჟ უნდა დავამარცხოთ და შემდეგ ვნახოთ."


წყარო:M.E.N.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
10 თებერვალი 2019 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
აბა რა დავიდ ჩვენთვის ყოველი მეათე წელი ლიგის მოგებას ნიშნავს და აღორძინებას გავიხსენოთ არცთუ ისე შორეული წლები ოლეს გამარჯვების და ლიგის მოგების გოლი ბავარიას კარში 99 წელი 2008 წელი ანელკას გამაზული და ლიგა მოვიგეთ 2009 წელი ფინალი უძლიერეს ბარსელონასთან დავთმეთ უშანსოთ 2011 წელი აქაც უშანსოთ დავთმეთ ისევ ბარსელონასთან და 2019 წელი რაგაც მოხდეს უნდა წელს <3
0
№2
ავტორი: Phil Jones
10 თებერვალი 2019 22:48
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
გინდ ასე თქვი გინდ ისე, გუნდის ცუდი თამაში მოუს ბრალი ყოფილა ეს ფაქტია და ამას განხილვა არ უნდა. ასე რომ ამ გუნდს შემადგენლობა ნამდვილად ყავს, ფასები რომ ავიღოთ სათითაოდ ფეხბურთელების მე-2 მე-3 მაინც ვიქნებით, ასე რომ კეთილი ინებონ და მინიმუმ ამბიცია გამოაჩინონ, არავისზე ნაკლები გუნდი არაა და მეტიც ყველაზე კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან ასე რომ ბოლომდე დაიხარჯონ! თასი მოიგონ, მესამე ადგილისთვის იბრძოლონ და ლიგის მოგებაზე ასევე!!!!!!!!!!!!
0
№3
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2019 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ბუკმეკერების აზრითაც აღარ არის დავით ფავორიტი კაი რაა:)) სახე უნდა გავაძროთ❤️
0
№4
ავტორი: stepno
11 თებერვალი 2019 01:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვერ დაგეთანხმები ლომოო არანაირი ფაორიტიი არაა პსჟ :))) მაგრამ კაია თუ იფიქრებენ რო ფაორიტები არიაან
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
11 თებერვალი 2019 06:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ეგე ტაქტიკაა ალბათ თორე რატომაა ფავორიტი 50-50 % ზე ისიც ორთამაშიანი რომაა მიტომ
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2019 16:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შანსები თანაბარია მაინც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top