თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2019, 20:53
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1546,
კომენტარები: 10
სოლსკიაერი: "ფრედი დროს მიიღებს"
ოლე გუნარი ფრედის შესახებ.
სოლსკიაერი:
"რედინგთან" მატჩის შემდეგ ფრედი მოედანზე არ გამოჩენილა. პრემიერ ლიგაში კი "კარდიფის" შემდეგ არ უთამაშია.

"იუნაიტედმა" "შახტარს" მასში 52 მილიონი ფუნტი გადაუხადა, თუმცა მისი გამოყენება ნაკლებად შეძლო.

ნემანია მატიჩმა, ანდერ ერერამ და პოლ პოგბამ ადგილი ძირითადში უკვე დაიმკვიდრეს. ისინი, როგორც წესი, სოლსკიაერის პირველ არჩევანს წარმოადგენენ, თუმცა ნორვეგიელის განცხადებით, მას ფრედისაც სჯერა.

"ფრედი ზუსტად ისეთივეა, როგორც დანარჩენი ყველა. ვიცი, რომ მასაც შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა და ასეც იქნება, ამაზე არ იღელვოთ."

"მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ფრედის სახით ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავს. იმედი მაქვს, რომის ინგლისურ ფეხბურთს კარგად მოერგება. მე ეჭვი არ მეპარება მის ტალანტში."

"აქ მოსვლა ყოველთვის რთულია. პირველი: ეს "მანჩესტერ იუნაიტედია", შენგან ყველა მაშინათვე გაბრწყინებას ელის. მეორე: ეს ინგლისური ლიგაა, რომელსაც მიჩვეული არ ხარ. თუმცა ის ბრაზილიელია, ისევე როგორც ანდრეასი და მას ნიჭიც აქვს და ვიცი, რომ როცა შანსს მიიღებენ აუცილებლად გამოიყენებენ."

"მე როდესაც ანდრეასი, სკოტი და ფრედი "რედინგთან" ვათამაშე ეს მათი გულის მოსაგებად არ გამიკეთებია. მაგრამ კარგად ვერ დავინახე მაინც რა შეუძლიათ, რადგან იმ მატჩში 9 ცვლილება განვახორციელე. შემდეგში, როცა შანსს მივცემ ეს გაცილებით მარტივი იქნება, რადგან ერთი ან ორი ცვლილება იქნება და გაცილებით უფრო მარტივი აღმოჩნდება ყველაფერი. მერე დავინახავთ თუ რა შეუძლიათ."

"ბევრი ფეხბურთელი არსებობს, რომელსაც პირველი რამდენიმე თვე გაუჭირდათ. მაგალითად ფორლანი, ეს ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ დასაწყისში ბევრს წვალობდა. თუნდაც ვერონი, ამ ორ ფანტასტიკურ ფეხბურთელს დრო დასჭირდათ გასაბრწყინებლად. მაგრამ შემდგომ ყველაფერი დალაგდა და მათაც გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები."

"ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ ფრედს რამე სანერვიულო აქვს, ის აუცილებლად მიიღებს შანსებს."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
10 თებერვალი 2019 21:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
იმედია პსჟ-სთან არა))
0
№2
ავტორი: Lalana
10 თებერვალი 2019 21:11
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მომწონს მისი მიდგომა ფეხბურთელებთან.არავის ივიწყებს და ცდილობს ყველას მისცეს შანსი.არც ხმამაღლა საუბრობს ვიღაც-ვიღაცეების შეცდომებზე,პირიქით უფრო მეტ მოტივაციას აძლევს და ასეც უნდა გაგრძელდეს.
0
№3
ავტორი: shotkin
10 თებერვალი 2019 21:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ალბათ ფრედმაც მეტი უნდა მოინდომოს და დაანახოს მწვრთნელს მონდომება, მონაცემები კარგიაქ ტყუილა არ გადუხდიათ ამხელა თანხა, სწრაფია,რბლი მოთამაშეა კარგი დრიბლინგი შეუძლია ბურთს ფლობს ართმევაც იცის და შეტევის დაწყებას პასიც კარგი აქ და უფრო თამამი უნდა იყოს უკვე დროა თორე ესე წინ ვერ წავა, უფრო თამამად და რისკიანად უნდა ითამაშოს მეტი უნდა აიღოს თავის თავზე.
0
№4
ავტორი: bziki
10 თებერვალი 2019 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ფორლანი და ვერონი? იმედია ფრედიც მაგათსავით არ დაამთავრებს მანჩესტერულ კარიერას.
ერთი მხრივ კარგია რო გადახდილი ფასით რო არ საზღვრავს მარა საბოლოოდ ფასი მოქმედებს მაგხელა ფულს თუ იხდი ან უნდა ათამაშო ან გაუშვა სხვა გზა არაა,ისევ ბარნლისთან და ფულემთან მიეცა დრო ჯობდა მაგრამ როგორც ჩანს იმედიც არ ქონდა იმედია შეეგუება პრემიერლიგას,ეს ბრაზილიელები
0
№5
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2019 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Rogor sworad afasebs yvelafers ❤️
1
№6
ავტორი: stepno
11 თებერვალი 2019 01:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა მაგრად საუბრობს და აზროვნებს ეს კაციი გამაგიჟებს მეე რა love
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
11 თებერვალი 2019 10:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: ikeoni
Rogor sworad afasebs yvelafers ❤️

ციტატა: stepno
რა მაგრად საუბრობს და აზროვნებს ეს კაციი გამაგიჟებს მეე რა love

ძაან მაგარ ფსიქოლოგიურ განწყობას ქმნის გუნდში და ესაა ზუსტად მისი წარმატების საიდუმლო.ტაქტიკური თვალსაზრისით შეიძლება არაა ჯერ დიდი მაგრამ მირჩევნია აქ გახდეს დიდი ტრენერი და აქ ისწავლოს ჩვენს გუნდთან ერთად ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე ვიდრე ვინმე ვითომ გამოცდილი და სტრატეგი მოათრიონ და ისევ ექსპერიმეტები წავიდეს.გუნდი დაინგრევა ამდენი სხვადასხვა ფილოსოფიით და არ მეგულება დედამიწაზე არცერთი ტრენერი რომელიც ოლესავით ასეთ ფსიქოლოგიურ და ემოციურ ფონს შექმნის გუნდში.აი იმენა რომ იტყვიან გუნდის კლიმატი უჭირავს ხელშიო ისაა ზუსტად.2 წლიანი კონტრაქტი ოლეს საწყის ეტაპზე
2
№8
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2019 16:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მჯერა ფრედის შეუძლია მაღალ დონეზე თამაში
0
№9
ავტორი: M.Rashford
11 თებერვალი 2019 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ბოლო ბოლო ამხელა თანხაა გადახდილი.... ადრე თ გვიან იზავს რამეს, ლივერპულის მაგალითი რომ ავიღოთ თუნდაც, ფაბინიო ძლივს ჯდება სასტავში, კეიტა ვაფშე ვერაფერს შვება, ასე იოლი არაა პირველი წელი პრემიერლიგაში, მაგრამ ფრედი ათამაშდება მჯერავს
0
№10
ავტორი: David_Beckham7
12 თებერვალი 2019 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
Rogor sworad afasebs yvelafers ❤️

ციტატა: stepno
რა მაგრად საუბრობს და აზროვნებს ეს კაციი გამაგიჟებს მეე რა love

ძაან მაგარ ფსიქოლოგიურ განწყობას ქმნის გუნდში და ესაა ზუსტად მისი წარმატების საიდუმლო.ტაქტიკური თვალსაზრისით შეიძლება არაა ჯერ დიდი მაგრამ მირჩევნია აქ გახდეს დიდი ტრენერი და აქ ისწავლოს ჩვენს გუნდთან ერთად ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე ვიდრე ვინმე ვითომ გამოცდილი და სტრატეგი მოათრიონ და ისევ ექსპერიმეტები წავიდეს.გუნდი დაინგრევა ამდენი სხვადასხვა ფილოსოფიით და არ მეგულება დედამიწაზე არცერთი ტრენერი რომელიც ოლესავით ასეთ ფსიქოლოგიურ და ემოციურ ფონს შექმნის გუნდში.აი იმენა რომ იტყვიან გუნდის კლიმატი უჭირავს ხელშიო ისაა ზუსტად.2 წლიანი კონტრაქტი ოლეს საწყის ეტაპზე

მართალი ხარ მეგობარო, ზუსტად ჩემი აზრი თქვი. და ერთს დვაამატებდი რო სულით გულით მანჩესტერელია, დიდი მწვრთნელები მოდიან დ ახშირად ფულის გამო თანხმდებიან სხვადასხვა გუნდში გადასვლას ვინ მეტს გადაუხდის და მგონია რო ოლეს სულ რო არაფერი მისცენ ისე უყვარს მანიუ მაინც ესე გულიანად უტრენერევს, ერთია როცა შენი სამუშაოა დ ამეორე როცა სული და გული გტკივა გუნდზე და ისე უდგები მის გულოს ცემას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top