თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2019, 17:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1487,
კომენტარები: 7
"იუნაიტედის" დღევანდელი ფორმა პოგბას დამსახურებაა"
კრის სმოლინგის განცხადებით "იუნაიტედს" ყველაფერი შეუძლია.
კრის სმოლინგმა ტრავმის მიღების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. მისი დაბრუნება ბრწყინვალე იყო, თავად ინგლისელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, "იუნაიტედმა" კი მეტოქე 3-0 ანგარიშით დაამარცხა. სმოლინგი თამაშით თავადაც ნასიამოვნები დარჩა.

"პირველი ათი წუთი საკმაოდ ქაოტური იყო. ქარმაც ხელი შეგვიშალა, მოედანი არც ისე კარგი გახლდათ... მე გამოღვიძება და კონცენტრირება ძალიან მცირე დროში მომიწია, მაგრამ დიახ, ძალიან კარგი იყო დაბრუნება და გუნდის გამარჯვებების სერიაში ჩართვა. საოცარ ფორმაში ვართ."

"აუცილებელი იყო, რომ ის პირველი 10 წუთი გადაგვეტანა და ასეც გავაკეთეთ. ამის შემდეგ როდესაც ბურთს მივიღებდით და ის ენტონის, პოლის ან რომელუს ხელთ აღმოჩნდებოდა, ვგრძნობდი, რომ ყოველი მომენტის გოლად ქცევა შეგვეძლო. ვფიქრობ, რამდენიმე შესანიშნავი მომენტი შევქმენით."

"პოგბას ყველაფერი აქვს, თქვენ არ ფიქრობთ ასე? მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეა და ის ამ ყველაფერს მოედანზეც ამტკიცებს. ჩვენი ფორმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი განმაპირობებელი მიზეზი პოლ პოგბაა. მას უბრალოდ არ გააქვს გოლები, ის სხვის გოლებსაც თავად ქმნის და თამაშებსაც კარგად აკონტროლებს. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ მისნაირი ფეხბურთელი გვყავს გუნდში."

"თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში, რადგან გულშემატკივრება გარემო მთლიანად აითვისეს. ისინი მთელი 90 წუთი ჩვენთვის მღეროდნენ და არცერთი წამით არ გაჩერებულან. საოცარი შეგრძნებაა უცხო სტადიონზე შენი გულშემატკივრების მიერ შექმნილ ატმოსფეროში თამაში."

"რაც შეეხება მომდევნო თამაშებს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ წინ დიდი გამოწვევა გველის. ისიც ვიცით, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა ძალიან რთული იქნება და ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. თუმცა მიმაჩნია, რომ რადგანაც ქულების ასე მალე მოპოვება და ცხრილში ზემოთ ასე მალე გადანაცვლება შევძელით, ამ გუნდს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ახლა კი წაგების უფლება არ გვაქვს."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
10 თებერვალი 2019 18:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ვარდის დავა*** ფეხებზე რა პენალტი ვერ გაიტანა და ვაფშე რა იღბალაა ეს ტოტე პროსტაა ფუუ
0
№2
ავტორი: giorgisamnidze99
10 თებერვალი 2019 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
წელს ასეთი დარჩება 6 გუნდი 1ადგილიmanchester city 2ადგილიliverpool 3ადგილიtottenham
4ადგილიmanchester united 5ადგილიchelsea 6ადგილიarsenal

ოც წუთში დაბომბა სიტიმ ჩელსი ფუუუუუ დაცვით ჩელსი 4 არ იმსახურებს :D :D :D :D
0
№3
ავტორი: dzia_David
10 თებერვალი 2019 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ესე თუ გაგრძელდა ძალადობა გაუპატიურებაზე მუხლი მიუდგება სიტის :D :D
1
№4
ავტორი: giorgi_mg
10 თებერვალი 2019 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ტოტენჰემი მართლა რა იღბალაა
0
№5
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2019 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ციტატა: Dato kutaisi
ვარდის დავა*** ფეხებზე რა პენალტი ვერ გაიტანა და ვაფშე რა იღბალაა ეს ტოტე პროსტაა ფუუ

მაგარი იღბალა ბრატ მაგარიი
0
№6
ავტორი: stepno
11 თებერვალი 2019 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამან კარგად ითამაშა ჩემდა გასაკვირად მგონი პსჟ-სთან ლინდელოფი სმოლინგი კაი ვარიანტი იქნებაა
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 09:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია პესეჟესთან გაყვეთ ეს მუხტი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top