"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი მზადაა "ფულემის" ნახევარმცველის, რაიან სესენიოონის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, ინფორმაციას Sunday Express-ი ავრცელებს.
სესენიონს როგორც მარცხენა შემტევ ნახევარმცველად, ასევე მარცხენა მცველად შეუძლია თამაში. ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როცა ჩემპიონშიფში ითამაშა და სპეციალისტთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩემპიონშიპში კარგი ასპარეზობის შემდეგ არაერთი გრანდი დააინტერესა. მათ შორის ლონდონის "ტოტენჰემიც" გახლდათ, რომელიც გასულ ზაფხულს მზად იყო ინგლისელის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გადახადა, თუმცა როგორც ჩანს მოლაპარაკებები ვერ შედგა.
ახალგაზრდა ინგლისელი "კარდიფის" კარში გატანილი გოლით პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა, 17 წლის ნახევარმცველი 2000 წლის შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგაში გოლი გაიტანა.
18 წლის ინგლისელს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში სესენიონმა "ფულემის" მაისურით ყველა ტურნირზე 26 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.