თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2019, 23:53
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1989,
კომენტარები: 7
კავანიმ ტრავმა მიიღო
პარიზელებს კიდევ ორი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ.
კავანიმ ტრავმა მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედი" სამშაბათს ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება და პსჟ-სთან პირველ მატჩს "ოლდ ტრაფორდზე" გამართავს. შესაძლოა, "წითლებისთვის" დაპირისპირება გამარტივდეს, რადგან ედინსონ კავანიმ დღევანდელ მატჩში ტრავმა მიიღო.

ფორვარდმა დღეს მოწინააღმდეგე მხარის კარის დალაშქვრა მოახერხა, თუმცა მალევე მოუწია მოედნიდან გასვლა მიღებული დაზიანების გამო.

კავანიმ მოედანი მეორე ნახევრის დაწყებისთანავე დატოვა და მის ნაცვლად სტადიონზე მბაპე შევიდა. მიმდინარე სეზონში ურუგვაელ ფორვარდს 20 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი.

კავანის ზუსტი მდგომარეობა ამ მომენტისთვის უცნობია. არც იმის შესახებ არსებობს ინფორმაცია, თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა. თუმცა დღევანდელი მატჩიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელა, რომ პსჟ-ს კავანიც დააკლდეს და "ოლდ ტრაფორდზე" სტუმრობა ვერ შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებს ნეიმარი უკვე გამოაკლდათ და თუკი კავანიც ვერ შეძლებს სამშაბათს თამაშს, ბრწყინვალე სამეულიდან ტუხელისთვის მბაპე ერთადერთი არჩევანი იქნება.

ტუხელს შეტევის გარდა ნახევარდაცვაშიც პრობლემები აქვს. თუმცა დღეს ვერატიმ 59 წუთი ითამაშა დანი ალვეშთან ერთად. რაც შეეხება დაცვის ხაზს, მუნიემ თავის ტრავმა მიიღო და თამაშამდე ათი წუთით ადრე ტუხელს მოედნიდან მისი გაყვანა მოუწია.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: sandroo
10 თებერვალი 2019 00:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
da****euliaqvt magari am
1
№2
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2019 08:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესენი რაღაცას ჩათლახობენ არ გამიკვირდება ნეიმარმაც ითამაშოს wink მოკლედ დარწმუნებული ვარ ყველა ეყოლებათ ნეიმარის გარდა
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 თებერვალი 2019 09:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც უნდა მოვიგოთ ვინც უნდა იყოს ან არ იყოს
0
№4
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2019 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
აი დარდი:)))
0
№5
ავტორი: JuanMata
10 თებერვალი 2019 11:32
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მიმოხილვა ვნახე და უცნაური ტრავმა მიიღო რაღაც, პენალტის დარტყმისას ფეხი ცუდად მოიქნია მგონი.

ნახევარდაცვაში უნდა ვაჯობოთ, ვერატი ახლა დაბრუნდა და წესით ფორმაში ვერ უნდა იყოს, ბორდოსთან ცენტრში დანი ალვეში ეყენათ ვერატის გვერდით, რაღაც დიდად საიმედო ცენტრი არ ჩანს.

მოკლედ მთავარია გოლი არ გავუშვათ, მოტივაცია ძალიან მაგარი ექნებათ, ლიგის ფლეიოფი, თან პსჟ, თან ოლდ ტრაფორდი. დიდი იმედით ველოდები ამ თამაშს.
0
№6
ავტორი: GIOMU
10 თებერვალი 2019 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
არაფერი ტრამვა არ აქვს, ყველაფერი დაგეგმილი იყო წინასწარ და ამით ვითომ ცდილობენ წინასწარ შესარჩევი თამაშის სტილი და ტაქტიკა აგვირიონ... კავანი 100% იქნება.
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
10 თებერვალი 2019 14:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: JuanMata
მიმოხილვა ვნახე და უცნაური ტრავმა მიიღო რაღაც, პენალტის დარტყმისას ფეხი ცუდად მოიქნია მგონი.

ნახევარდაცვაში უნდა ვაჯობოთ, ვერატი ახლა დაბრუნდა და წესით ფორმაში ვერ უნდა იყოს, ბორდოსთან ცენტრში დანი ალვეში ეყენათ ვერატის გვერდით, რაღაც დიდად საიმედო ცენტრი არ ჩანს.

მოკლედ მთავარია გოლი არ გავუშვათ, მოტივაცია ძალიან მაგარი ექნებათ, ლიგის ფლეიოფი, თან პსჟ, თან ოლდ ტრაფორდი. დიდი იმედით ველოდები ამ თამაშს.

მაიმუნობენ აშკარად.ცენტრს რაც შეეხება აშკარად არეულები არიან და წესით არ უნდა დავთმოთ ცენტრი.არ მიყვარს როცა პირველი თამაში სახლში გაქვს მაგრამ რას იზამ.ვინც არ უნდა ყავდეთ სასტავში გვევალება ვითამაშოთ თან კარგად და შედეგი დავდოთ.მაგარი არ გაგვიმართლა წილისყრაში თორე ახლა უეჭველად რო ვჯობდეთ ისეთ გუნდს რომ ვხვდებოდეთ ამ ეტაპზე,ეს უდიდესი თავდაჯერება იქნებოდა და ბევრად უფრო წინაც წავიდოდით.პირველი თამაში აჩვენებს ბევრ რამეს და დავინახავთ რა შეგვეძლება მეორე თამაშშიც.ძაან ცუდი გრაფიკიც გვაქვს და მთავარია გოლი არ გავუშვათ,რაც ამ დაცვის პირობებში შეუსრულებელ მისიად მეჩვენება.საყრდენები თუ უკან იქნებიან სულ კიდევ გვაქვს შანსი არ გაშვების.მოკლედ სულმოუთქმელად ველოდები სამშაბათს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top