თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2019, 23:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1688,
კომენტარები: 4
"არცერთი გრძნობა არ არის გამარჯვებაზე უფრო სასიამოვნო"
პოლ პოგბა მატჩის შემდეგ.
პოლ პოგბამ დღეს შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მისი დახმარებით გუნდმა სამი ქულა მოიპოვა. თუმცა მისი განცხადებით, "წითლების" ბედს შემდეგი რამდენიმე მატჩი გადაწყვეტს.

დღეს ფრანგმა ორი ბურთის გატანა მოახერხა. პირველად მეტოქის კარი მეთოთხმეტე წუთზე დალაშქრა, შემდგომ კი პენალტის გატანა მოახერხა.

"ძალიან კარგი შეგრძნებაა გამარჯვება, სწორედ ეს გვინდოდა. ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ სულ ამაზე ვსაუბრობდით - ჯერ ოთხეული და შემდეგ უფრო წინ. ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ სწორ მიმართულებას ვადგავართ და ასე გვინდა გაგრძელება."

"აქამდე ძალიან შორს ვიყავით, მაგრამ ახლა ოთხეულს დავუბრუნდით და თანაც ძალიან კარგი მატჩებით. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და დიდი თამაშები გველის, რომელთაგან მარტივი ჩვენთვის არცერთი არ იქნება. ჩვენ ოთხეულში დარჩენა გვსურს და რადგან გვჭირდება სამი ქულა, აუცილებლად ავიღებთ ხოლმე, ისე, როგორც ეს დღეს მოვახერხეთ."

"ჩვენ ასე თამაში უნდა განვაგრძოთ. შედეგები დადებითია, თამაშის ხარისხიც ძალიან კარგია. ყოველთვის კარგია გამარჯვება, მაგრამ ახლა დიდი გუნდების წინააღმდეგ გვიწევს თამაში. დიდი მატჩები გველის და სწორედ ეს გადაწყვეტს, თუ სად ვიქნებით სეზონის ბოლოს."

"მე ყოველთვის აღვნიშნავდი ხოლმე, რომ გოლების გატანა შესანიშნავი გრძნობაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩების მოგებაა. შეიძლება გოლები გაიტანო, მაგრმა ვერ მოიგო და დამიჯერეთ, ეს საერთოდ არ არის ისეთივე აღმატებული გრძნობა. თუმცა ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ, ასე რომ შესანიშნავად ვგრძნობ თავს. ასე უნდა განვაგრძოთ თამაში."

"დღეს სამი ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან უკვე მეოთხე ადგილზე ვართ, თუმცა "ჩელსის" ჯერ არ უთამაშია. მაგრამ ეს კარგის ნიშანია, თავდაჯერებულობას გვმატებს და ასე განვაგრძობთ, რათა ოთხეულში დავრჩეთ."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2019 08:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
4 ეულში დავრჩებით აუცილებლად ჩელსი სიტისთან დიდი ალბათობით წააგებს. ეხლა მთავარია პსჟ სთან კარგათ ვითამაშოთ და დაცვაში შეცდომები არ დაუშვათ. ძალიან საშიში გუნდია რაც არ უნდა ვილაპარაკოთ მათ ისტორიაზე და ასე შემდეგ მაინც ძალიან საშიში გუნდია და კარგი შემადგენლობა ყავს. თანაბარია რეალურად ჩევნი შანსებიი ვერატიც დაუბრუნდათ და კავანიც იქნება დარწმუნებული ვარ მოკლედ ნეიმარის გარდა ყველა იქნება და რთული თამაში გველის.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 თებერვალი 2019 09:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბა უკვე საგოლე პასის ან გოლის გარეშე არ ტოვებს მოედანს :)
1
№3
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2019 09:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
გუნდის ლიდერი ხარ პოლ❤️
0
№4
ავტორი: Koka86
10 თებერვალი 2019 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
გაცოცხლდა პოგბა, თამაშის მუღამზე მოვიდა! ფეხბურთისგან სიამოვნებას ღებულობს რაც მთავარია!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top