თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2019, 22:43
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1992,
კომენტარები: 8
"ოთხეული საკმარისი არასოდეს ყოფილა"
ოლე გუნარი მატჩის შემდგომ.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "იუნაიტედით" მეათე გამარჯვება მოიპოვა. "წითლებმა" მასპინძლების 3-0 ანგარიშით დამარცხება შეძლეს.

ნორვეგიელი გუნდის თამაშით მოხიბლული დარჩა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მწრთვნელზე მეორე ნახევარმა მოახდინა. მან ინდივიდუალურად სხვადასხვა ფეხბურთელებზეც ისაუბრა, მათ შორის პოლ პოგბაზე, ენტონი მარსიალზე, ანდერ ერერასა და კრის სმოლინგზე.

მეორე ტაიმი ფანტასტიკური იყო.

"პირველი ათი წუთის განმავლობაში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით, ჩვენ არაფერს ვაკეთებდით ისე, როგორც უნდა გაგვეკეთებინა. დიახ, რა თქმა უნდა, პირობები რთული იყო. ქარში თამაში გაუსაძლისი აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ იმდენად გადავერთეთ მათ პრესინგზე, რომ კონტრ-შეტევებისთვის ბევრი მომენტი დავუტოვეთ. ორი გოლის გატანის შემდეგ ვიგრძენი, რომ თამაშს ვაკონტროლებდით და ვფიქრობ, რომ მეორე ნახევარში ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩვენი თამაშის ხარისხი აღსანიშნავია განსაკუთრებით მაშინ, თუ "ლესტერთან" მატჩსაც ადევნებდით თვალს. ნახევარდაცვას ნემანია და ანდერი სრულიად აკონტროლებდნენ, რაც პოლ პოგბას საშუალებას აძლევდა, რომ თავისუფლად ეთამაშა. საბოლოოდ, მეორე ტაიმში საოცარი მატჩი ვაჩვენეთ."

პოგბა სიამოვნებას იღებს.


"ის ძალიან კარგად თამაშობს, თამაშისგან სიამოვნებას იღებს და შედეგად ყველაფერი ისე გამოსდის, როგორც საჭიროა. ძალიან ენერგიულია, სწორედ ამან განაპირობა დღეს მისი თამაში. თავიდან მის დასვენებას ვაპირებდი, რადგან სამშაბათს დიდი მატჩი გველის წინ, თუმცა მისმა ენერგიულობამ დამარწმუნა, რომ დღესაც და სამშაბათსაც შეძლებდა მატჩების ჩატარებას. თუმცა არც ეს თამაშია ნაკლებ მნიშვნელოვანი და დღეს პოლი ძალიან მჭირდებოდა, ასე რომ მისი დაყენება გადავწყვიტე."

ენტონი გარბენებში ძალიან ძლიერია.

"არ მიფიქრია მისი და რონალდუს 2007 წლის გოლების შედარებაზე, მაგრამ ენტონი გარბენებში ძალიან, ძალიან კარგია. ის ფანტასტიკურად ფლობს ბალანსს, ძალიან ძლიერია და შეუძლია, რომ ყველა მცველი უკან მოიტოვოს. რაც მთავარია ძალიან სწრაფია. ძალიან, ძალიან კარგი შემსრულებელია და ვფიქრობ, რომ სწორედ მისმა გატანილმა გოლმა მოგვაგებინა მატჩი. ვფიქრობ, ამის შემდეგ მატჩს საოცრად ვაკონტროლებდით."

სმოლინგი ფანტასტიკური იყო.


"ჯონსმა და სმოლინგმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. ორივე მათგანი ძალიან კარგი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სმოლინგს ორ თვეზე მეტია არ უთამაშია და ამის ფონზე მან დღეს საოცარი მატჩი ჩაატარა. ის ძალიან ბევრს ვარჯიშობდა დასაბრუნებლად, ამ ყველაფერს სრულიად მარტო, დამოუკიდებლად აკეთებდა. ზუსტად ვიცოდი, რომ დღეს ძალიან კარგად ითამაშებდა. სწორედ ამ მატჩზე ვაპირებდი მის დაბრუნებას, რაც მან შესანიშნავად შეძლო."

ჩვენს თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ.


"არავინ არ მანაღვლებს "იუნაიტედის" გარდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მე ვეცდები, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა წამოვიღოთ თითოეული მატჩიდან. ფეხბურთელები ძალიან თავდაჯერებულები უნდა იყვნენ, რადგან ისინი მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით გადიან, მათ აქვთ ყველა პირობა, რომ იყვნენ საუკეთესოები და ნებისმიერი მატჩი მოიგონ."

შექება გულშემატკივრებს.


"როგორც ყოველთვის, გულშემატკივრები ახლაც ფანტასტიკურები იყვნენ. ჩვენ ვიცით, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ ყველგან ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრები დაგვხვდებიან და ჩვენთვის მაქსიმუმს გააკეთებენ. სწორედ ამიტომ ძალიან მრცხვენია, რომ პირველი ტაიმი ისეთივე კარგი ვერ აღმოჩნდა, როგორიც მეორე."

ახალგაზრდა შემადგენლობა, ამაღელვებელი მომავალი.


"მე ყოველთვის წინ ვიყურები. მე "იუნაიტედის" ნაწილი ვარ პირველი კონტრაქტის ხელმოწერის დღიდან. ყოველთვის ყველაფრის აღქმას ვცდილობ, რაც ამ კლუბს უკავშირდება. ვაკვირდები შემადგენლობას, განურჩევლად ყველას და ვცდილობ ამოვიცნო ისინი, რომლებსაც "იუნაიტედის" მაისურით თამაში შეუძლიათ. თუნდაც მათ, რომლებიც ამას ერთ ან ორ წელიწადში შეძლებენ. ახლა მყავს ფეხბურთელები, რომელბიც მინიმუმ ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა და ცხრა წლის განმავლობაში იმავე სიმაღლეზე იდგებიან, უფრო უკეთესებიც კი გახდებიან. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და ამაღელვებელი მომავალი ელით. ვნახოთ, რას მივიღებთ ამ ყველაფრისგან."

ოთხეულში.

"ამ მომენტისთვის მე ახლა პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთი რამ მანაღვლებს - ცხრილში უფრო და უფრო ზემოთ აწევა. ახლა მეოთხე ადგილზე ვიმყოფებით და მოდით ვიმედოვნოთ, რომ აქ კიდევ დიდხანს დავრჩებით. თუმცა არც ისე დიდხანს, რადგან უფრო და უფრო მაღლა ასვლა გვსურს. ოთხეული ჩვენთვის არასდროს ყოფილა საკმარისი. შემდეგი მატჩი პრემიერ ლიგაში "ლივერპულის" წინააღმდეგ გვიწევს, რასაც მოუთმენლად ველოდები. მანამდე კი ორი ამაღელვებელი თამაში გველის პსჟ-სა და "ჩელსის" წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა გავაკეთოთ, სხვებზე ვერ დავეყრდნობით, სწორედ ამიტომაც უბრალოდ ისე განვაგრძობთ ყველაფერს, როგორც აქამდე."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
9 თებერვალი 2019 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Xo magrad mevaseboda. Magram exla imena vafanateb amkacis preskonferenciebze.
2
№2
ავტორი: ikeoni
9 თებერვალი 2019 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მართლა ყველა მოლოდინს გადააჭარბა უკვე ამას ვერავინ წარმოიდგენდა რასაც ეს კაცი აკეთებს❤️ ერთი სული მაქვს პსჟ მდე ვეღარ ვითმენ უკვე:))
3
№3
ავტორი: giorgisamnidze99
9 თებერვალი 2019 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
სასწაული კაცი ხარ რა მართლა თამაშებს ერთი სულით ველოდები ეხა სულ მინდა და მინდა ყოველ დღე იყოს თამაშები იმიტო რო ვიცი მოვიგებთ 100% ეხა მაფიქრებს პესეჟეე და წარმომიდგენია შენ როგორ გაფიქრებს და ფიქრობ კიდებავაც მიდი გავცდეთ რა ოლიიიიი ამ გუშინდელდღეზე აბლატავებულ გუნდს რომელმაც არ იცის მოგებების გემო ისტორიულადაც და ისეც ვინ არ მოუყვანეს იბრადან დაწყებული მბაპე ნეიმარით დამთავრებული მარა არ იციან როგორ ითამაშონ ლიგაზე... მიდი ოლეეეეეეეეეეე <3 ველოდები ერთი სულითთთთთთთთთ მოდით პარიზ ბონჟუუუუუ
1
№4
ავტორი: stepno
9 თებერვალი 2019 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
olee saocari kaci xaar saswauliiiii. dzalian vnerviulob psj moaxlovdaaa:-))) didi mnishvneloba eqneba pirvel tamashs da imedi maq mshralad shevinaxavt kars. sheni imedi maq olee raime kargs moifiqreb
0
№5
ავტორი: Svanchester
9 თებერვალი 2019 23:57
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
Respect ole !!! ეს კაცი იუნაიტედისთვისაა დაბადებული.
0
№6
ავტორი: Mtiulo
10 თებერვალი 2019 07:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
ფრედს რატო არ ათამაშებს ამდენი მაყუთია გადახდილი და უნდა მისცეს შანსი.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
10 თებერვალი 2019 09:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დღეს ჩელსიმ უნდა წააგოს და ამ ეტაპისთვის კარგ პოზიციაზე ვიქნებით
1
№8
ავტორი: Koka86
10 თებერვალი 2019 12:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
მშვენიერი შეიძლება ეწოდოს მანჩესტერის თამაშს, რას სულშერის დამსახურებაა!!! ძალიან, ძალიან გავს ფერგის ეშმაკებს ეს გუნდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top