9-02-2019, 21:37
ნანახია: 1982,
კომენტარები: 5
"იუნაიტედი" კოშტაზე სერიოზულად ფიქრობს
"წითლებს" ბრაზილიელი შემტევი სურთ.
ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელ შემტევს დუგლას კოშტას, ზაფხულში შემოთავაზებები პრემიერ ლიგიდან ექნება. მისით ყველაზე აქტიურად ლონდონური "ჩელსი" და ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან. – იუწყება Calciomercato.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მასიმილიანო ალეგრის ტაქტიკურ მონახაზში, ბრაზილიელი ვინგერი დიდ როლს არ ასრულებს.
მეტწილად კოსტა ტურინული გრანდის თამაშებში სათადარიგო სკამიდან ერთვება.
28 წლის ფეხბურთელი "ბებერ ქალბატონმა" 2015 წელს გერმანული "ბაიერნიდან" გადაიფორმა.
მიმდინარე სეზონში, კოშტას აქტივი ნამდვილად არ ბრწყინავს გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთელის ანგარიშზე 24 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ 1 გატანილი გოლია.
წყარო:
euro-football
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.